დიფერენციული დიაგნოზები
ვირუსული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზიდან უნდა გამოვლინდეს არის თუ არა ღებინება, გულისრევა, ვირუსული ინფექციით (მაგ. გრიპის ვირუსით) ან კვებითი ინტოქსიკაციით განპირობებული ფაღარათი.
კვლევები
თუ კლინიკურად ნაჩვენებია, ინფექციური აგენტის აღმომჩენი სპეციფიკური განავლის ტესტი შესაძლოა დაგვეხმაროს დიაგნოზის დასმაში.
ალკოჰოლით ინტოქსიკაცია
ნიშნები / სიმპტომები
მოწამლულ პაციენტებში კარბოქსიდის კონკურენტული აირებით ექსპოზიციის გამორიცხვა შეუძლებელია.
კვლევები
ეთანოლის დონე სისხლში.
შაკიკი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზი9დან უნდა დადგინდეს, არის თუ არა თავის ტკივილი ასოცირებული ფოტოფობიასთან, ფონოფობიასთან, აურასთან, აქტივობასთან და/ან გარკვეულ გამომწვევ მიზეზებთან.[51] შეიძლება არსებობდეს შაკიკის პირადი ან ოჯახური ისტორია.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზის შედეგები ნორმაშია.
დამაწყნარებელი სედატიური აბების დოზის გადაჭარბება
ნიშნები / სიმპტომები
მოწამლულ პაციენტებში კარბოქსიდის კონკურენტული აირებით ექსპოზიციის გამორიცხვა შეუძლებელია.
კვლევები
შარდის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა სპეციფიურ აგენტზე. გასათვალისწინებელია, რომ შარდის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა ადასტურებს მხოლოდ ახლო წარსულში ექსპოზიციას და არა ინტოქსიკაციას, შესაბამისად კვლევის სედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით; ეს კვლევები ხშირად მხოლოდ ხარისხობრივია და ეტიოლოგიაზე შესაძლოა არასწორი ვარაუდი შეიქმნას.
ციანიდით და წყალბადის სულფიდით მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების სწრაფი გამოვლენა და ფატალურ მოვლენებამდე პროგრესირება კლინიკური ეჭვის გაჩენის წინაპირობაა.[52]
კვლევები
შრატში და ერითროციტებში ციანიდის დონეები მომატებულია. წყალბადის სულფიდისთვის ლაბორატორიული ანალიზი არასპეციფიკურია. ციანიდის ტესტირება ხშირად დაუყოვნებლივ არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ გადაწყვეტილება ანტიდოტების შეყვანის შესახებ უნდა იქნას მიღებული კლინიკური ნიშნით.
ტოლუოლით მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
ჰაერში გაჟღენთილი და არმოატული სურნელი, ლაქები ხელებსა და სახეზე კლინიკური ეჭვის გაჩენის წინაპირობებია.[52] ტოლუოლით მოწამვლის დიაგნოსტირება კლინიკურად ხდება.
კვლევები
ასოცირებული დარღვევების გამოსავლენად უნდა გაიზომოს ელექტროლიტები.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზმა და გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს ისეთი ნიშნები, როგორიცაა კისრისკუნთების დაჭიმულობა, ცხელება და თავის ტკივილი.
კვლევები
ზურგის ტვინის სითხის ანომალიები და დადებითი სისხლის კულტურები. ანთების მარკერების მომატება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას