მონიტორინგი

სპეციფიკური გაიდლაინები პაციენტების გაწერასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუმცა, პაციენტები (ჩვეულებრივ <10% კარბოქსიჰემოგლობინით), რომლებთანაც მსუბუქი სიმპტომები მაღალი ნაკადის ოქსიგენოთერაპიით ლაგდება და რომლებსაც ცნობიერების დაკარგვა არ აღენიშნებათ, შესაძლოა გავწეროთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან. განმეორებითი ექსპოზიციების პრევენციისა და ელიმინაციისთვის გაწერისას მნიშვნელოვანია წყაროს იდენტიფიცირება. საჭიროებისამებრ უნდა ჩართოთ ადგილობრივი ტოქსიკოლოგიური დაწესებულებების და ჰიპერბარული ჟანგბადის გუნდი. ყველა პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენასთან და ნევროლოგიურ გართულებებთან დაკავშირებით,ასევე უნდა მიეწოდოთ ზუსტი ინსტრუქცია,თუ როგორ მოიქცნენ ამ დროს.[27]ზოგიერთი კვლევებით რეკომენდებულია ნეიროფსიქომეტრიული ტესტირება გამოჯანმრთელების პერიოდში.[16] ყველა პაციენტი, ვისაც CO-თი მწვავე მოწამვლის გამო მკურნალობენ, შემთხვევიდან 1-2 თვის შემდეგ უნდა დაიბაროთ. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც არ გამოჯანმრთელდა მოწამვლამდე არსებული ფუნქციის აღდგენით, უნდა გავაგზავნოთ ფორმალური ნეიროფიზიოლოგიური კვლევისთვის და სიმპტომებისადმი მიმართული მკურნალობისთვის.[2]

ასევე არსებობს მტკიცებულება CO მოწამვლის დროს გულის გართულებებისა და გრძელვადიანი სიკვდილობის კავშირზე, განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ პაციენტს აქვს გულის ჩართულობა (მაგ. ტროპონინის მატება), საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი პირველად ჯანდაცვაში და კარდიოლოგიური შეფასება სამომავლოდ.[67][68]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას