გართულებები
ბაროტრავმა ჰიპერბარული ოქსიგენოთერაპიის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი დაფის აპკის გარშემო წნევითი ზეწოლაა, რასაც მოსდევს სისხლდენა ან სეროზული გამონჟონი. ყურიდან.
ფილტვის ბაროტრავმა (პნევმოთორაქსი, არტერიული გაზის ემბოლია) იშვიათია.[71]
ყურის ბაროტრავმის პრევენცია შეიძლება მოიცავდეს ინსტრუქციას აუტოინფლაციის ტექნიკის, ადგილობრივი და პერორალური დეკონგესტანტების შესახებ და აუტოინფლაციის მოწყობილობის გამოყენებაზე.[72]მირინგოტომია შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტებისთვის,რომლებიც იმყოფებიან უგონო მდგომარეობაში.ან აქვთ ცნობიერების დაქვეითება გულმკერდის მილაკი საჭიროა პნევმოთორაქსით დაავადებული პაციენტის ერთადგილიანი კამერული მკურნალობისთვის.
CO-ით მძიმე მოწამვლის თავისებურება[70]
კრუნჩხვების რისკი არის 1 2000-3000 პაციენტში ჰიპერბარიული ჟანგბადით მკურნალობისას. პაციენტები, რომლებსაც აქვთ აციდოზი, სეფსისი ან ჰიპერკაპნია გულყრების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.[71]
კრუნჩხვების მართვა უნდა მოხდეს ჟანგბადის დროებით შეწყვეტით. ანტიკონვულსანტის დანიშვნაც არის ერთ-ერთი ვარიანტი.
დამატებითი ჟანგბადით ჭარბმა ან შეუსაბამო მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება რეაქტიული ჟანგბადის აქტიური ფორმების წარმოქმნის გზით.
ოქსიგენური ტოქსიურობის ფილტვისმიერ გართულებებს მიეკუთვნება დაქვეითებული სასიცოცხლო ტევადობა, ფილტვის ფიბროზი, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და აირების დარღვეული ცვლა.[71]
ფილტვის გართულებები იშვიათია მკურნალობის სტანდარტული პროტოკოლებით.
ნევროლოგიური შედეგები შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებლივ (PNS) ან შეიძლება განვითარდეს რამდენიმე დღის ინტერვალის შემდეგ (DNS). ხსენებული მაჩვენებლები განსხვავდება ჰეტეროგენული ზემოქმედების, DNS-ის განმარტების შეუსაბამობისა და პაციენტების მიერ მკურნალობაზე მიმღებლობის გამო.ნევროლოგიური შედეგების რისკის ფაქტორები მოიცავს CO-ს გახანგრძლივებულ ზემოქმედებას, კრუნჩხვებს, ჰიპოტენზიას, მომატებულ კრეატინფოსფოკინაზას, ლეიკოციტოზი, ხანდაზმული ასაკი, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, ჰიპერტენზია, გონების დაკარგვა, ქვედა გლაზგოს კომის სკალა ადგილზე/გადაუდებელი დახმარების ოთახში, ლაქტატის მომატება. და CO-Hb ≥25%.[75][76]ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიის მოხსენებული სარგებელი DNS-ის სიხშირის შემცირებაში განსხვავებულია, თუმცა მტკიცებულებების სიმრავლე მხარს უჭერს ჰიპერბარიული ჟანგბადის ეფექტურობას 2,5-დან 2,8 ატმოსფეროში აბსოლუტური (ATA) მიღებისას.[55][57][75][77][78][79][80][81]
CO-თი მოწმავლის შემდეგ პაციენტების ერთ მესამედს შესაძლოა ჰქონდეს მეხსირებეის საეჭვო დეფიციტი.
CO-თი მოწმავლის შემდეგ პაციენტების ერთ მესამედს შესაძლოა ჰქონდეს მეხსირებეის საეჭვო დეფიციტი.
გამოწვეულია კუნთის უჯრედის დაზიანებით. ხშირია კუნთების ტკივილი ან დისკომფორტი, თუმცა მდგომარეობა შეიძლება უსიმპტომოდ, ფიზიკალური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. დიაგნოზი დასტურდება კრეატინკინაზას დონის მომატებით. ძირითადი თერაპია სითხით ჰიდრატაციაა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას