განხილვები პაციენტთან

მკურნალმა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს CO-ს წყარო და გააფრთხილოს ორგანიზაციები ან სხვა პირები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ზემოქმედების რისკის ქვეშ. რეკომენდაციები უნდა მიეწოდოს პაციენტს და/ან რისკის ქვეშ მყოფ პირებს სახლის გათბობის, მანქანის გამონაბოლქვი სისტემების, სამრეწველო აღჭურვილობის ან CO-ს სხვა შესაძლო წყაროების შეკეთებასთან დაკავშირებით. ეს ასევე უნდა შეიცავდეს მტკიცე რეკომენდაციებს ნახშირორჟანგის დეტექტორების დაყენების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ CO-თი მოწამვლას იწვევს დიდი რაოდენობით CO-ს ჩასუნთქვა, რაც შესაძლოა იყოს ფატალური და ჩვეულებრივ ვითარდება საწვავის წვის შედეგად, ბენზინისა და აირღუმელების ცუდი სამუშაო მდგომარეობის გამო, ან ბუნებრივი აირის დაგროვებისას შენობაში, რომელსაც არ აქვს კარგი ვენტილაცია.

პაციენტებმა აუცილებლად უნდა დარეკონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად თუ მათ ან სხვებს მათ გარშემო (იმავე ოთახში, შენობაში, სამუშაო სივრცეში) აღენიშნებათ სიმპტომები, რომლებიც CO-თი მოწამვლას ახასიათებს, მაგ. გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონფუზია, გონების დაკარგვა, გრიპისმაგვარი ავადმყოფობა. ეს ურგენტულად უნდა გაკეთდეს თუ სიმპტომები მძიმდება. პაციენტებმა აუცილებლად უნდა დატოვონ  დახურული სივრცეები და გავიდნენ ღია სივრცეში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას