შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
65 წლის მამაკაცი, რომელსაც 4 საათია აქვს თავის პროგრესული ტკივილი, ღებინება და თავბრუსხვევა, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიიყვანა ცოლმა, რომელსაც ასევე მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მიყვანამდე ცოლის შეფასებით მამაკაცს კონფუზია ჰქონდა. გასინჯვისას მამაკაცი გონებაზე იყო, დაბნეული ჩანდა და ზოგადი სისუსტის გამო სიარული უჭირდა.
სხვა გამოვლინებები
ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის სხვა, უფრო მძიმე კლინიკური გამოვლინებებია კომა, კარდიოგენული შოკი და სიკვდილი. საშუალო და მძიმე მოწამვლის მქონე ერთი მესამედიდან ნახევრამდე პაციენტს მიოკარდიუმის დაზიანება ან პარკუჭოვანი დისფუნქცია აქვთ. თუ პაციენტი უგონოდაა და იწვა ფიქსირებულ პოზიციაში, შესაძლებელია მიოგლობინურიის (რაბდომიოლიზის) და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. განზრახ მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ზედოზირების დამატებითი ტოქსიდრომები.[3] სხვა გამოვლინებებია ვირუსული დაავადების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება,,თუმცა ცხელება და ინფექციის სხვა სიმპტომები არ ვლინდება. ხანძართან დაკავშირებული CO მოწამვლა მნიშვნელოვან საინჰალაციო დაზიანებებთან, დამწვრობასთან და ციანიდით მოწამვლასთან ასოცირდება.[4][5]
დაყოვნებული ნიშნები შესაძლოა ექსპოზიციიდან 6 კვირის შემდეგაც გამოვლინდეს და მოიცავს კონფუზიას, ატაქსიას, ჰალუცინაციებს და მოტორიკის და სიარულის დარღვევებს.[4] დაბალი კონცენტრაციის CO-თან ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შესაძლოა ანორექსია, პიროვნული დარღვევები, ათეროსკლეროზის გაძლიერება, პოლიციტემია და ქრონიკული ჰიპოქსიით განპირობებული კარდიომეგალია გამოიწვიოს.[6] ორსულ ქალებში მსუბუქმა სიმპტომებმაც კი ნაყოფზე შესაძლოა ისეთი დამანგრეველი ეფექტი იქონიოს, როგორიცაა ზრდის შეფერხება, თანდაყოლილი მალფორმაციები, ნაყოფის დაკარგვა, უეცარი სიკვდილი.[7]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას