პირველადი პრევენცია
პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია:
დარწმუნდით, რომ საწვავის წვის მექანიზმები და საკვამურები კარგ მდგომარეობაშია.
საწვავის დაწვის ან სახლში ბუხრის მუშაობის დროს ვენტილაციის მექანიზმები ღია უნდა იყოს.
საწვავზე მომუშავე მოწყობილობების გამოყენებისას უზრუნველყავით ადეკვატური ვენტილაცია.
მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალების ან სხვა შიდაწვის ძრავების ექსპოატაციას დახურულ სივრცეში,, როგორიცაა სარეველების საპარსები ან გაზონის სათიბები,ფოთლების დაწვა (მაგ. ავტოფარეხში), რადგან ეს იწვევს კვამლის დაგროვებას და CO-ის დონის მატებას.
გაეცანით რეგიონალურ სამართლებრივ მოთხოვნებს CO დეტექტორებისთვის და დარწმუნდით, რომ ეს მოთხოვნები შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს შესაბამისი დეტექტორებით. დეტექტორები არ უნდა იქნას გამოყენებული მოწყობილობების რეგულარული მომსახურების შემცვლელად, რადგან დეტექტორი არ გააქტიურდება, თუ პაციენტი ექვემდებარება CO-ს ზემოქმედების დაბალ დონეს.
მოერიდეთ ნახშირხე მომუშავე გრილების გამოყენებას შენობის შიგნით.
დაიცავით ხანძრის უსაფრთხოების და პრევენციის პროტოკოლები.
არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი შენობები ადგილობრივი სამშენებლო ნორმების შესაბამისი უნდა იყოს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას