პროგნოზი

CO-თი მწვავე მოწამვლის შედეგად გადარჩენილ პაციენტებს თითქმის ორმაგად უფრო მაღალი გრძელვადიანი სიკვდილობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე იმავე ასაკის მოუწამვლელ პირებს.[63] გადარჩენილი პაციენტების გარდაცვალების ხშირი მიზეზებია: ალკოჰოლიზმი, ავტოსაგზაო შემთხვევები, ზოგადად უბედური შემთხვევები და განზრახ თავის დაზიანება. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ფსიქიატრიული დაავადებები და პერსისტენტული ნევროლოგიური ნარჩენი ცვლილებები.[3]

არასაიმედო პროგნოზზე მიმანიშნებელი ფაქტორებია: ხანდაზმული ასაკი, აციდოზური მდგომარეობა, უკვე არსებული გულსისხლძარღვთა დაავადება და ისეთი სტრუქტურული დარღვევები რადოლოგიური კვლევისას, როგორიცაა გამჭვირვალობა ბაზალურ ბირთვებში (მკრთალ ბირთვში) და ნახევრადოვალურ ცენტრში.[4][34]​​[64][65]​​[66]

CO-თი მოწამვლის შემდეგ კარდიოლოგიური გართულებების მქონე პაციენტებში მაღალია გრძელვადიანი სიკვდილობის მაჩვენებელი. არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ფატალური შემთხვევების უმეტესობა გულის გართულებებს უკავშირდება.[67][68]

შესაბამისად, CO-თი მოწამვლის შედეგად გულის გართულებების მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია მონიტორინგი ახალი გართულებების დროული გამოვლენის მიზნით.

ორსულ ქალებში მსუბუქმა სიმპტომებმაც კი ნაყოფზე შესაძლოა ისეთი დამანგრეველი ეფექტი იქონიონ, როგორიცაა ნაყოფის სიკვდილი ან თანდაყოლილი ანომალიები.[7] ეს უნდა განიხილოთ ორსულში CO-თი მოწამვლის დიაგნოსტიკის, ტესტირების და შემდგომი კონტროლის დროს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას