კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კარბოქსიჰემოგლობინის დონე
ტესტი
თუ ეჭვი გვაქვს, რომ პაციენტს ჰქონდა ექსპოზიცია CO-თან, კარბოქსიმჰემოგლობინის (CO-Hb) დონე უნდა განისაზღვროს. სისხლის გაზების ლაბორატორიული CO-ოქსიმეტრია (ამოღებული ვენური ან არტერიული სისხლიდან) არის ოქროს სტანდარტის ტესტი. შედეგი, როგორც წესი, CO-Hb დონით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პაციენტმა დატოვა CO ზემოქმედების ადგილი, რადგან CO-Hb-ის დონე შეიძლება შემცირდეს დროთა განმავლობაში და მკურნალობასთან ერთად და შეიძლება არ ასახავდეს ექსპოზიციის ნამდვილ სიმძიმეს.[27]თუმცა, CO-Hb უკიდურესად სტაბილურია, ასე რომ, თუ CO-ოქსიმეტრია ექსპოზიციიდან მალევე არ გაკეთდა, ანტიკოაგულირებული სისხლის ნიმუშები შეიძლება მოგვიანებით გაანალიზდეს საჭიროების შემთხვევაში. CO-Hb დონის განსაზღვრისთვის უნდა დავიცვათ ნაციონალური ტოქსიკოლოგიური ცენტრის რეკომენდაციები ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს რეკომენდაციები. შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ვარაუდობენ, რომ CO-Hb-ის მომატებული დონე 2% ადამიანებში, რომლებიც არ ეწევიან და > 9% მათთვის, ვინც ეწევა, დამაჯერებლად მეტველებს CO-ით მოწამვლის სასარგებლოდ.[27] CDC ასევე აცხადებს, რომ CO-Hb დონე პირდაპირ კავშირში არ არის დაავადების სიმძიმესთან, შედეგებთან ან თერაპიაზე პასუხთან; ამიტომ, მკურნალობის ტიპისა და ინტენსივობის დასადგენად, კლინიკური სიმპტომები ყოველთვის გულდასმით უნდა იყოს შეფასებული და ასევე შეფასდეს ექსპოზიციის დეტალური ისტორია.[27] მიუხედავად იმისა, რომ პულსური CO-ოქსიმეტრია უზრუნველყოფს CO-Hb-ის სწრაფ შეფასებას, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან შეცდომასთან.[43][44]ამიტომ, ზოგიერთი პროფესიული ორგანიზაცია არ გირჩევთ პულსური CO-ოქსიმეტრიას CO მოწამვლის დიაგნოსტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CO-ზე ტოქსიკურობის ეჭვი.[31]მიუხედავად ამისა, პულსის CO-ოქსიმეტრი შეიძლება იყოს ადრეული სკრინინგის დამხმარე საშუალება, სანამ არ იქნება შესაძლებელი სისხლის ნიმუშის საბოლოო გაზომვა.
არტერიული სისლის აღება არა რის აუცილებელი, რადგანაც ვენურ და არტერიულ ნიმუშებს შორის მაღალი კორელაციაა.[29]
CO-Hb დონე დროთა განმავლობაში და მკურნალობის შედეგად შესაძლოა შემცირდეს და შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ექსპოზიციის ნამდვილ სიმძიმეს.[16][17]თუმცა, CO-Hb უკიდურესად სტაბილურია, ასე რომ, თუ CO-ოქსიმეტრია ექსპოზიციიდან მალევე არ გაკეთდა, ანტიკოაგულირებული სისხლის ნიმუშები შეიძლება მოგვიანებით გაანალიზდეს საჭიროების შემთხვევაში.
შედეგი
მომატებული დონე 2%-ით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ეწევიან; >9% მათთვის ვინც ეწევა
ელექტროკარდიოგრამა
კარდიალური მონიტორინგი
სისხლის გლუკოზა
ტესტი
ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში ნევროლოგიური გამოსავლები CO-თი მოწამვლის შემდეგ უარესია.[33]
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი
შარდოვანა და ელექტროლიტები
ტესტი
სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები
შედეგი
შესაძლოა იყოს დარღვეული
კრეატინინი
ტესტი
თირკმლის მწვავე დაზიანება შესაძლებელია იყოს CO -ით მოწამვლის ნიშანი იხილეთ ჩვენი თემა-თირკმლის მწვავე დაზიანება
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
ლაქტატი
ტესტი
მძიმე ექსპოზიცია ასოცირებულია ლაქტატის მაღალ დონესთან. ლაქტატის მაღალმა დონემ უნდა გააჩინოს ეჭვი ციანიდით თანმხლები მოწამვლის შესახებ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისთ შემთხვევებში,როცა CO ზემოქმედება ვითარდება სახლში ხანძრის გაჩენის შემდეგ,რადგან ციანიდი შეიძლება წარმოიქმნას სინთეზური პლასტმასის დაწვისგან. [47]
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს მძიმე მოწამვლის დროს; დაკავშირებულია ჟანგბადის დაბალ მიწოდებასთან ან სისტემურ ჰიპოპერფუზიასთან
pH დონე
ტესტი
მძიმე ექსპოზიცია დაკავშირებულია დაბალ pH დონესთან (მეტაბოლური აციდოზი). სისხლში აირების დონე შეიძლება გაიზომოს არტერიულ ან ვენურ სისხლში.
შედეგი
შეიძლება დაბალი იყოს მძიმე მოწამვლის დროს
გულის ბიომარკერები
კრეატინ კინაზა
ტესტი
ამ ტესტით შესაძლებელია ჩონჩხის კუნთების დაზიანების გამოვლენ კრეატინ კინაზას დონე ნორმალურ დონეზე ხუთჯერ მეტი ან 1000 სე/ლ-ზე მეტი მიუთითებს რაბდომიოლიზზე. რაბდომიოლიზი
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
კარდიომეგალია, გაძლიერებული სისხლძარღვოვანი და ალვეოლური სურათი.
შედეგი
ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების ნიშნები
ფსიქიკური მდგომარეობის მინი გამოკვლევა (MMSE)
ტესტი
ის განკუთვნილია კოგნიტური ფუნქციის შესაფასებლად მოცემულ მომენტსა და მეთვალყურეობის პერიოდში.[27]
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ნორმიდან გადახრა
თავის CT
ტესტი
როდესაც პაციენტს აქვს მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა კონფუზია, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, გულყრები და/ან კომა, ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლოა აუცილებელი გახდეს თავის კტ.
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს კეროვანი დაზიანებები და/ან თავის ტვინის შეშუპება
მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპია
ტესტი
ახალი კვლევები, როგორიცაა მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპია, შესაძლოა მიუთითებდეს CO-თი მოწამვლის შედეგებზე და უნდა იყოს განხილული.[36][37] დიფუზიური შეწონილი გამოსახულების და სითხის შესუსტებული ინვერსიის აღდგენაზე (FLAIR), ყველაზე ხშირად ჩართული უბნებია globus pallidus, caudate ბირთვები და პერივენტრიკულური თეთრი მატერია. ჰიპოკამპი ასევე შეიძლება იყოს ჩართული.[50]
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ნორმიდან გადახრა
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მძიმე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტები. დარღვევები შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის იშემიაზე
შედეგი
შესაძლოა იყოს დარღვეული
ორსულობის ტესტი
ტესტი
ორსულობის ტესტი უნდა ჩაუტარდეს ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს.[27]ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მძიმე ინტოქსიკაციების დროს. ორსულობის დროს CO-ს ზემოქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
შედეგი
დადგენილი ორსულობის დროს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას