პროგნოზი

CD არის ქრონიკული დაავადება რეციდივების ცვლადი სიხშირით და მრავალი შესაძლო გართულებით. თუმცა, სათანადო სამედიცინო და ქირურგიულმა მენეჯმენტმა შეიძლება შეაძლებინოს პაციენტებს ჰქონდეთ ცხოვრების სათანადო ხარისხი.

ბუნებრივი ანამნეზი

კრონის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ ხანგამოშვებითი გამწვავებები,რომელსაც მოყვება რემისიის პერიოდი, პაციენტების 10-20%ს აქვს გახანგრძლივებული რემისიის ფაზა დაავადების საწყისი გამოვლენის შემდეგ.[95][227][228]

კრონის დაავადების მქონა ბევრ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა დაავადების გართულების გამო. იმუნომოდულატორების გამოყენება ამცირებს ქირურგიული ჩარევის და ჰოსპიტალიზაციის რისკს CD-ით დაავადებულ პაციენტებში.[229]

იზოლირებული ილეოკოლონური დაავადების მქონე პაციენტების 90%-ს, სავარაუდოდ, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ჩაუტარდება ოპერაცია 10 წელში. ამ პაციენტთა 50%-ს არ ესაჭიროება შემდგომი ოპერაცია.[230] ერთ მესამედამდე პაციენტებს,რომელთაც აქვთ გასტროდუოდენალური კრონის დაავადება ესაჭიროებათ gastrojejunostomy bypass ობსტრუქციის გამო.[231]

მძიმე დაავადების პროგნოზული ფაქტორია ასაკი <40 წელი, პერიანალური დაავადების არსებობა და კორტიკოსტეროიდების საჭიროება.[232]

სიკვდილობა

კრონის დაავადება დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლიობის შემცირებასთან. კრონის დაავადების სიკვდილიანობის სიხშირე იზრდება დაავადების ხანგრძლიობასთან, დაავადებების თანაარსებობასთან, დაბალ სოციოეკონომიკურ სტატუსთან ერთად ასევე მნიშნველოვანია გასტროინტესტინალური ოპერაციიდან 30 დღე. ევროპულ პოპულაციაზე დაფუძნებულმა კოჰორტულმა კვლევამ CD-ის ბუნებრივი კურსის შესახებ (რომელიც მოიცავდა 488 პაციენტს, რომლებიც პერსპექტიულად მიჰყვებოდნენ დიაგნოზის დასმის მომენტიდან) აღრირვცხა 16 (3%) სიკვდილი მეთვალყურეობის დროს საშუალოდ 25 თვის განმავლობაში.[229]

მსხვილი ნაწლავის კიბო არის დაავადებით განპირობებული სიკვდილის მთავარი მიზეზი და სხვა მიზეზებია : არა ჰოჯკინის ლიმფომა,საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ფილტვის ემბოლია და სეფსისი.[233][234][235][236]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას