გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ვითარდება მწვავე ანთების გამო გამოწვეული ნაწლავის გასქელების შედეგად. სიმპტომებია : მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა და ნაწლავის დილატირებული მარყუჟები და ჰაერისა და სითხის სურათი რენტგენზე.

მკურნალობა გულისხმობს ნაწლავის მოსვენებას ნაზოგასტრული სანაციით და საჭიროა კორტიკოსტეროიდების თერაპია. ის პაციენტები, რომლებიც არ პასუხობენ ამ საზომებზე, საჭიროებენ ქირურგიულ რეზექციას, ან მოკლე სეგმენტის სტრიქტურების (≤4 სმ) შემთხვევაში, ენდოსკოპიური დილატაცია შესაძლებელია ჩატარდეს. ენდოსკოპური ბალონირება-დილატაცია მნიშვნელოვნად ეფექტურია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით. გართულებების სიხშირე მისაღებია.[237][238]

წვრილი ნაწლავის სტრიქტურის მკურნალობა შესაძლებელია რეზექციით ან სტრიქტუროპლასტიკით. სტრიქტუროპლასტიკა უსაფრთო ალტერნატივაა რეზექციის, როცა სტრიქტურა არის <10სმ სიგრძეში.[156][157] უფრო დიდი სტრიქტურების მკურნალობა ზოგიერთ ცენტრში ხდება არასტანდარტული სტრიქტუროპლასტიკით.[158] არსებობს კარცინომის შემთხვევები სტრიკტუროპლასტიკის ადგილებზე.[159] გრძელი სეგმენტები, რამდენიმე სტრიქტურა მოკლე სეგმენტებში და პაციენტი ,რომელსაც აქვს ნაწლავის საკმარისი სიგრძე რათა თავიდან აირიდოს მოკლე ნაწლავის სინდრომი - შეიძლება უკეთესად იყვნენ რეზექციის შედეგად.

მსხვილი ნაწლავის სტრიქტურის მკურნალობა, ლოკალიზებული დაავადების შემთხვევაში, ხდება სეგმენტური რეზექციით. მსხვილი ნაწლავის რომელიმე ბოლოზე არსებული სტრიქტურების მკურნალობა შესაძლებელია სეგმენტური რეზექციით და 2 ანასტომოზით, რათა თავიდან იქნას არიდებული სტომა. რამდენიმე სტრიქტურისთვის შეიძლება საჭრო გახდეს სუბტოტალური ან ტოტალური პროქტოკოლექტომია. პროქტოკოლექტომიას აქვს რეციდივის ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე სეგმენტურ რეზექციას, მაგრამ საჭიროებს ბოლოს სტომას.

სტრიქტურების მკურნალობა იმუნომოდულატორული საშუალებებით მიმდინარეობს გამოკვლევის პროცესში.[94]

მოკლევადიანი
მაღალი

ზოგადად კრონის დაავადების იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ორსულობის განმავლობაში, იქედან გამომდინარე რომ მკურნალობის სარგებელი გადაწონის რისკებს.

ძირითადი გამონაკლისია მეთოტრექსატი, ვინაიდან იგი ტერატოგენურია და შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის პათოლოგიები და მუცლის მოშლაც კი. თუ მოსალოდნელია ორსულობა, 6 კვირიანი washout პერიოდია საჭირო როდესაც პაციენტმა უნდა მიიღოს მაღალი დოზით ფოლიუმის მჟავა. ეს აგრეთვე ეხება მომავალ მამებს რათა სპერმატოგენეზი დაუბრუნდეს ნორმას.[163]

მოკლევადიანი
საშუალო

იმუნოსუპრესიულ პაციენტებს აქვთ რისკი ინფექციური კოლიტის ან კრონის კოლიტის ან Clostridium difficile ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული ინფექციის.

ანთებითი ან ობსტრუქციული ნაწლავი არის მყიფე და შესაძლოა მოხდეს პერფორაცია. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ლოკალიზებული პერი ან პარა მსხვილი ნაწლავის აბსცესი ძლიერი მუცლის ტკივილითა და ცხელებით ან პერიტონიტის სიმტპომებითა და ნიშნებით თუ არის პერფორაცია.

ადგილობრივი აბსცესის მკურნალობა შეიძლება მოხდეს ანტიბიოტიკებით და რადიოლოგიურად წარმართული დრენაჟირებით. შესაძლოა ენტეროკანის ფისტულა განვითარდეს, მაგრამ ოპერაცია უნდა იქნას თავიდან არიდებული გადაუდებელი მდგომარეობისას.

თავისუფალი პერფორაცია არის გადაუდებელი ქირურგიული შემთხვევა,როცა საჭიროა მუცლის დეზინფიცირება, ინტრავენური ანტიბიოტიკები რათა დაიფაროს ნაწლავის პათოგენი და შესაძლოა დივერსია ან რეზექცია.

მოკლევადიანი
საშუალო

სინუსის ტრაქტები ვითარდება მთლიანი ნაწლავის კედლის ანთების გამო. ფისტულასთან შედარებით, სინუსები არ ბოლოვდებიან სხვა ეპითელიუმით ამოფენილ ორგანოებში და შეიძლება გართულდეს ფლეგმონათი ან აბსცესით.

სინუსების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული მენეჯმენტი.[161]

მოკლევადიანი
დაბალი

კოლიტის ლეტალური გართულება, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის სრული ან სეგმენტური არაობსტრუქციული დილატაციითა და სისტემური ტოქსიკურობით. ეს გამოწვეულია ზედმეტად ბევრი ანთებითი მედიატორებითა და ბაქტერიული ტოქსინებით, რომელთა გამოთავისუფლება ხდება დაავადებული მსხვილი ნაწლავიდან.

ტოქსიკური მეგაკოლოსნის მკურნალობის მთავარი მიზანია მიმდინარე კრონის დაავადების მკურნალობით კოლიტის მძიმე მიმდინარეობის შემცირება. ეს გულისხმობს კორტიკოსტეროიდებით, ანტიბიოტიკებით და/ან იმუნომასუპრესირებელი აგენტებით (ციკლოსპორინი) მკურნალობას.

ყველა პაციენტი ქირურგთა გუნდის მიერ უნდა შეფასდეს საჭიროებენ თუ არა კოლექტომიას.

გრძელვადიანი
მაღალი

ვითარდება მალაბსორბციის, ვიტამინის დეფიციტისა და სისხლის კარგვის გამო.

ანემიის შეფასება

გრძელვადიანი
საშუალო

როდესაც ფუნქციური წვრილი ნაწლავის <100სმ არის დარჩენილი ქირურგიული რეზექციის შემდეგ, აგრეთვე არის ინტესტინალური ფისტულა, პარენტერალური კვების გარეშე შეწოვის ტევადობა არასაკმარისია პაციენტის საჭიროებისათვის.. სითხეებისა და ელექტროლიტების კარგვა შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული. კუჭი და თორმეტგოჯა გამოყოფს 7ლიტრს დღეში, 6 ლიტრი თავიდან შეიწოვება წვრილ ნაწლავში ნატრიუმის ტრანსპორტის საშუალებით.

მოკლე ნაწლავის სინდრომი

გრძელვადიანი
საშუალო

კრონის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ ზოგადად კიბოს და მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომის განვითარების მაღალი რისკი . ამ პაციენტებს აგრეთვე აქვთ ანუსის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის, წვრილი ნაწლავის კიბოს, ფილტვის კიბოს და ლიმფომის მაღალი სიხშირე.[240][241][242][243][244][245][246][247]

არსებობს კარცინომის შემთხვევები სტრიკტუროპლასტიკის ადგილებზე.[159]

გრძელვადიანი
საშუალო

ვითარდება დაავადების მძიმე ფორმის პაციენტებში, ოქსალატების გაზრდილი შეწოვის, ცხიმების ცუდად მონელებისა და დეჰიდრატაციის გამო.

ნეფროლითიაზი

გრძელვადიანი
საშუალო

მეტოტრექსატის თერაპიის გართულებაა ხანგრძლივი ჰეპატოტოქსიკურობა.[249]

მეთოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს სისხლის საერთო ანალიზი და თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციები, ასევე მკურნალობისას უნდა მიმდინარეობდეს მათი რეგულარული მონიტორინგი.

ღვიძლის დისფუნქციის შეფასება

გრძელვადიანი
საშუალო

მეთოტრექსატის თერაპიის ერთ-ერთი გართულებაა ფილტვის ფიბროზის განვითარება.

ცვლადი
მაღალი

ნაღვლის მჟავების შემცირებული შეწოვა იწვევს სეკრეტორულ დიარეას. შესაბამისად ნაღვლის მარილების განლევა იწვევს ცხიმების მალაბსორბციას, რაც განაპირობებს სტეატორეასა და ნაღვლოვანი კენჭების ფორმირების მაღალ რისკს. ცხიმების არაადეკვატური შეწოვა იწვევს ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტს (A,D,E,K).

სტეატორეამ და დიარეამ შეიძლება ხელი შეუწყოს კალციუმ ოქსალატისა და ურატული ქვების განვითარებას.

თეძოს ნაწლავის მძიმე დაზიანებამ ან რეზექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12ის მალაბსორბცია და დეფიციტი რაც საჭიროებს ვიტამინის დანამატებს.[45]

ცვლადი
საშუალო

კრონის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი კორტიკოსტეროიდების თერაპიიდან, მალაბსორბციიდან და დაავადებით განპირობებული ანთებითი პროცესებიდან გამომდინარე. Dვიტამინის დეფიციტის მიუხედავად მალაბსორბციისა და რძის პროდუქტების თავიდან არიდების გამო , ოსტეომალაცია ნაკლებად გავრცელებულია კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ვიდრე ოსტეოპოროზი.

მოტეხილობის რისკი უნდა შეფასდეს ყველა პაციენტში, რომლებსაც გამოუწერიათ ორალური კორტიკოსტეროიდები და განიხილება ორმაგი ენერგიის რენტგენის აბსორბციომეტრიული სკანირება.[239]

კორტიკოსტეროიდების თერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა ან იმათ ვისაძ ძვლის სიმკვრივე შემცირებული აქვთ უნდა მიიღონ კალციუმი და D ვიტამინის დანამატები.

რეკომენდებულია ვარჯიში და მოწევის შეწყვეტა.

მოტეხილობის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს ბისფოსფონატებით.[163]

ცვლადი
საშუალო

იმუნომოდულატორების მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია სეფსისი. იმუნომოდულატორების დაწყება აკრძალულია თუ წარმოდგენილია სეფსისის რამე ნიშანი. გარკვეული ვირუსი შეიძლება იყოს ფატალური წამლის იმუნომასუპრესიული ეფექტიდან გამომდინარე იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ აზათიოპრინს. გავრცელებული ვირუსების წინა ექსპოზიცია, როგორიცაა ვარიცელა ზოსტერი (ჩუტყვავილა) შეიძლება შემოწმდეს აზათრიოპრინით მკურნალობის დაწყებამდე ანტისხეულის განსაზღვრით. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, მოერიდონ ცოცხალ ვაქცინაციას (მაგ. წითურა, ბაცილა Calmette-Guérin და ყვითელი ცხელება).

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF) - ალფა ინჰიბიტორები ასოცირდება ტუბერკულოზის განვითარების გაზრდილ რისკთან და პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი ანამნეზის აღების, გულმკერდის რენტგენის კომბინაციით, ინტერფერონ-გამა გამოთავისუფლების ანალიზის სისხლის ანალიზით და/ან ტუბერკულინის კანის ტესტიღ თუ მაღალი რისკის ქვეშ არიან.[97] ზოგიერთ პაციენტთან, რომლებიც იღებდნენ ინფლიქსიმაბს, გამოვლინდა პერიოპერაციული გართულებების ზრდა.[248] დაფიქსირდა B ჰეპატიტის რეაქტივაცია, C ჰეპატიტის რეაქტივაციის თეორიული რისკით; CD-ის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ ტესტირება B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის სეროლოგიურ მარკერებზე მკურნალობის დაწყებამდე.[100][101]

სეპტიკური გართულებები, მაგ. ოპორტუნისტული ინფექციების რისკი იზრდება 15-ჯერ, თუ TNF-ალფას ინჰიბიტორები სხვა იმუნოსუპრესიულ წამლებთან კომბინაციაში გამოიყენება.

ცვლადი
საშუალო

სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატის გამოყენებისას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სრული მიელოსუპრესია.

მეთოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს სისხლის საერთო ანალიზი და თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციები, ასევე მკურნალობისას უნდა მიმდინარეობდეს მათი რეგულარული მონიტორინგი.

ცვლადი
დაბალი

ქოლელითიაზი ვითარდება ილეიტის ან რეზექციული თეძოს ნაწლავის მქონე პაციენტთა ერთ მესამედში. ნაღვლოვანი კენჭების ფორმირების მექანიზმი კომპლექსურია და შეიცავს ნაღველის მალაბსორბციას და ბილირუბინის გაზრდილ ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.[8][46][47]

ცვლადი
დაბალი

ღვიძლის ჩართულობა შეიძლება გამოვლინდეს როგორც პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი.

კრონის დაავადებასთან დაკავშირებული პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი, როგორც წესი, არ პასუხობს კრონის დაავადების მკურნალობას, ამ შემთხვევაში ურსოდეოქსიქოლის მჟავას სარგებელი საკამათოა.

ცვლადი
დაბალი

ღვიძლის სტეატოზი გამოწვეულია მალნუტრიციითა და კორტიკოსტეროიდებით.

ცვლადი
დაბალი

ღვიძლის აბსცესი ვლინდება როგორც ცხელება, მუცლის ტკივილი და სიყვითლე. აბსცესის ფორმირების მექანიზმი უცნობია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინტრააბდომინალური ინფექციის ექსტენზიით ან პორტალური პიემიით ,რომელიც ვითარდება ღვიძლში.

ცვლადი
დაბალი

გრანულომატოზური ჰეპატიტი არ არის გავრცელებული გართულება.

ცვლადი
დაბალი

პერიფერული ართრიტისას ზიანდება დიდი სახსრები. გარდა ამისა პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ცენტრალური ან აქსიალური ართრიტი (სარკოილიტი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი) ან არადიფერენცირებული სპონდილოართროპათია.

კრონის დაავადებასთან დაკავშირებული ართროპათიის მკურნალობა ეხმარება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების , ლოკალური კორტიკოსტეროიდების ინექციებისა და პერიფერიული ართრიტის გამო ჩატარებული ფიზიოთერაპიის ხანმოკლე გამოყენებას, მიუხედავად ამისა აქცენტი უნდა გაკეთდეს მიმდინარე კრონის დაავადების მკურნალობაზე.[163]

კრონის დაავადებასთან ასოცირებული ართროპათიის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა მოხდეს მეთოტრექსატით. მკურნალობა იწყება შიდაკუნთოვანი ინექციით, შემდეგ ხდება კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი შემცირება. მას შემდეგ რაც კლინიკური პასუხი გამოვლინდება, მეთოტრექსატის მიღება შეიძლება ორალურად, დოზების შესაძლო დაკლებით რამდენიმე თვის განმავლობაში. გარდა ამისა პაციენტებმა უნდა მიიღონ 1მგ ფოლიუმის მჟავა დღეში იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიდეს მეთოტრექსატის გვერდითი ეფექტები.[123][125][136]

კრონის დაავადებასთან ასოცირებული აქსიალური ართროპათიისას, ინფლიქსიმაბი უფრო ეფექტურია იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ მაანკილოზებელი სპონდილიტი,რომელიც არ პასუხობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას.[208]

ცვლადი
დაბალი

თვალის გამოვლინებებია უვეიტი, ირიტი და ეპისკლერიტი.

უვეიტის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოფთალმოლოგის ექსპერტიზის დასკვნა. შეიძლება საჭირო გახდეს ადგილობრივი და სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.

ეპისკლერიტი შეიძლება თავისით განიკურნოს, მაგრამ როგორც წესი კარგად პასუხობს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.

ცვლადი
დაბალი

კანის შესაძლო დაავადებებია კვანძოვანი ერითემა და განგრენული პიოდერმა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტს ხელებზე აქვს კვანძოვანი ერითემის ნიშნები. CDC/ მარგარეტ რენზიკრონის დაავადების აქტიურობის ინდექსის ქულების შემცირება : [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4f206490

კვანძოვანი ერითემას მკურნალობა დაფუძნებულია მიმდინარე კრონის დაავადების მკურნალობაზე.

შესაბამისად, ინფლიქსიმაბი რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის,რომლებმაც არ უპასუხეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.[90][210]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას