კრიტერიუმები
კრონის დაავადების სადიაგნოსტიკოდ სამი მთავარი ენდოსკოპიური მონაცემია სპეფიციკური. აფთოზური წყლულები - პატარა აფთოზური წყლულები არის დაავადების საწყის ეტაპზე.[1][5]
ეს პროგრესირებს და აზიანებს ნაწლავის მთლიან კედელს, დაზიანება აღწევს რამდენიმე სანტიმეტრს. ქვაფენილი- ნორმალური ქსოვილი წყლულებს შორის ქმნის ქვაფენილის შეხედულებას.
მონაცვლეობითი დაზიანება - ანთებით უბნებს შორის არის დაუზიანებელი უბნები კრონის დაავადების აქტივობის ინდექსი რვა ფაქტორი, თითოეული დაჯამებულია ქულების მიხედვით: თხევადი ან რბილი განავალის რაოდენობა ყოველდღიურად 7დღის განმავლობაში x2
მუცლის ტკივილი (სიმძიმის ხარისხი 0-3) ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში x5 ზოგადად კარგად ყოფნა, სუბიექტურაფ ფასდება 0-დან (კარგად ყოფნა) 4 -მდე(ცუდად ყოფნა) ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში x7
გართულებების არსებობა, 1 ქულა თითოეული x20ისთვის: ართრალგია ან ართრიტი
ქულათა ენდოსკოპური სისტემები[84][85][86]
ქულათა ენდოსკოპური სისტემები მოიცავს კრონის დაავადების სიმძიმის ენდოსკოპურ ინდექსს (CDEIS) და კრონის დაავადების მარტივი ენდოსკოპური ქულა (SES-CD).
CDEIS[85]
CDEIS არის ინდექსი CD-ის სიმძიმის დასადგენად, ენდოსკოპიური ლოკალიზაციით ნაწლავსა და ნაწლავში. აღნიშნული ქულა მოიცავს ოთხ პარამეტრს:
ღრმა დაწყლულება (12 თუ ვლინდება, 0 თუ არ ვლინდება)
ზედაპირული დაწყლულება (6 თუ ვლინდება, 0 თუ არ ვლინდება)
ზედაპირი, რომელიც დაავადებაშია ჩართული (სმ ვიზუალური ანალოგური შკალა [VAS])
ზედაპირი, რომელიც დაწყლულებულია (სმ VAS).
თითოეული პარამეტრი ფასდება ნაწლავის ხუთი, წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მიხედვით (თეძოს ნაწლავი, ასწვრივი, განივი და დასწვრივი ნაწლავი და სიგმოიდური მარყუჟი, სწორი ნაწლავი).
თუ ქულა ნაკლებია 3-ზე, სავარაუდოა რემისია, 3-8 მიუთითებს მსუბუქ ენდოსკოპურ აქტივობაზე, 9-12 მიუთითებს საშუალო დონის ენდოსკოპურ აქტივობაზე, 12-ზე მაღალი ქულა კი მძიმე ენდოსკოპურ სურათს შეესაბამება.
SES-CD[86]
SES-CD შეიქმნა, როგორც CDEIS-ის ალტერნატივა (რომელიც რთული და შრომატევადია და, შესაბამისად, არ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში).
ლორწოვანი წყლულების ზომა (არცერთი = 0, აფთოზური [0.1 - 0.5 სმ] = 1, დიდი [0.5 - 2 სმ] = 2, ძალიან დიდი [>2 სმ] = 3)
დაავადებით მოცული ზედაპირი (0% = 0, <50% = 1, 50% to 75% = 2, >75% = 3)
დაწყლულებით მოცული ზედაპირი (0% = 0, <10% = 1, 10% to 30% = 2, >30% = 3)
შევიწროება (არცერთი = 0, ერთეული, გამავალი = 1, მრავლობითი, გამავალი = 2, გაუვალი = 3).
თუ ქულა არის 0-2, სავარაუდოა რემისია, 3-6 მიუთითებს მსუბუქ ენდოსკოპურ აქტივობაზე, 7-15 მიუთითებს საშუალო დონის ენდოსკოპურ აქტივობაზე, 15-ზე მაღალი ქულა კი მძიმე ენდოსკოპურ სურათს შეესაბამება.
ქულათა კლინიკური სისტემები[87][88]
კლინიკური შკალის სისტემები მოიცავს კრონის დაავადების აქტივობის ინდექსს (CDAI) და ჰარვი-ბრედშოუს ინდექსს (HBI).
CDAI[87]
ანალური ნაპრალები, ფისტულები ან აბსცესები სხვა ფისტულები
ცხელება ბოლო 7 დღის განმავლობაში
მუცლის ტკივილი (სიმძიმის მიხედვით ფასდება 0-3 ქულით) ყოველდღე 5 დღის განმავლობაში x5
ზოგადი მდგომარეობა, სუბიექტურად შეფასებული 0 ქულიდან (კარგი) 4 ქულამდე (საშინელი) ყოველდღე 7 დღის განმავლობაში x7
გართულებების არსებობა, 1 ქულა თითოეული x20-თვის:
ართრალგია ან ართრიტი
ირიტი ან უვეიტი
კვანძოვანი ერითემის, გრანულარული პიოდერმის ან აფთოზური წყლულების არსებობა
ანალური ნაპრალები, ფისტულა ან აბსცესები
სხვა სახის ფისტულები
ცხელება უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში
დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება x30
აბდომინალური წარმონაქმნების არსებობა (0- არცერთი, 2- სავარაუდო, 5- დადგენილი) x10
ჰემატოკრიტი <0.47 მამაკაცებში და 0.42 ქალებში x6
სტანდარტული წონიდან პროცენტული გადახრა x1
ინდექსი 150 და ქვევით დაკავშირებულია პასიურ დაავადებასთან; უფრო მაღალი მაჩვენებელი კი მიუთითებს აქტიურ დაავადებაზე. 450 კი ნანახია მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევებისას.
HBI[88]
HBI არის CDAI-ის გამარტივებული ვერსია, რომლითაც გროვდება კრონის დაავადების კლინიკური მონაცემები.
ინდექსი მოიცავს ხუთ პარამეტრს:
პაციენტის მდგომარეობა წინა დღეს (ძალიან კარგი = 0, მსუბუქად გაუარესებული = 1, ცუდი = 2, ძალიან ცუდი = 3, ძალიან მძიმე = 4)
მუცლის ტკივილი წინა დღეს (არ ვლინდებოდა = 0, მსუბუქი = 1, საშუალო = 2, მძიმე = 3)
წინა დღეს თხიერი/რბილი განავალის რაოდენობა
წარმონაქმნი მუცლის ღრუში (არცერთი = 0, საეჭვო = 1, დადასტურებული = 2, დადასტურებული და მტკივნეული = 3)
გართულებები (არცერთი = 0, დიახ = 1 ქულა ყოველ ჩამოთვლილზე: ართრალგია, უვეიტი, კვანძოვანი ერითემა, აფთოზური წყლული, განგრენული პიოდერმა, ანალური ნაპრალები, ახალი ფისტულები, აბსცესი).
თუ ქულა არის ნაკლები 5-ზე, სავარაუდოა რემისია, 5-7 მიუთითებს მსუბუქ აქტივობაზე, 8-16 მიუთითებს საშუალო დონის აქტივობაზე, 16-ზე მაღალი ქულა კი მძიმე სურათს შეესაბამება.
ევროპის კრონის და კოლიტის ორგანიზაციის (ECCO) და ამერიკის გასტროენტეროლოგიის კოლეჯის კლინიკური სიმძიმის კლასიფიკაცია[59][89]
ამბულატორიული, იღებს საკვებს ორალურად, დეჰიდრატაციის , სისტემური ტოქსიკურობის (მაღალი ცხელება, კანკალი და პროსტრაციის) მუცლის მომატებული მგრძნობელობის, მტკივნეული წარმონაქმნებისა და ნაწლავის ობსტრუქციის გარეშე, ან >10% წონის კარგვა. ეს კრონის დაავადების აქტიურობის ინდექსის 120-220 ექვივალენტია.
ცხელება, წონის კლება >10%, მუცლის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა, ხანგამოშვებითი გულისრევია ან ღებინება ( ობსტრუქციული მონაცემების გარეშე) ან შესამჩნევი ანემია. ეს კრონის დაავადების აქტიურობის ინდექსის 220-450 ექვივალენტია.
მძიმე დაავადება: პერსისტენტული სიმპტომები ინტენსიური მკურნალობის დანერგვის მიუხედავად (მაგ. კორტიკოსტეროიდების ან ბიოლოგიური აგენტების გამოყენება) ან ნაწლავის ობსტრუქციის ან აბსცესის წარმოქმნის ნიშნები (მნიშვნელოვანი პერიტონეალური ნიშნებით, როგორიცაა უნებლიე დაცვა ან მობრუნებული მგრძნობელობა), ან კახექსია (BMI < BMI). 18 კგ/მ²). მომატებულია C-რეაქტიული ცილა. ეს კრონის დაავადების აქტიურობის ინდექსის >450 ექვივალენტია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას