შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

25 წლის თეთრკანიანი მამაკაცი ექიმთან უჩივის მუცლის მოვლით ტკივილს 2 დღის განმავლობაში. იგი აღნიშნავს რომ აქვს თხელი განავალი ა და 3 თვის განმავლობაში დაიკლო 6.8 კილო. ასევე უჩივის დაღლილობას. გასინჯვისას ტემპერატურაა 37.6 °C (99.6°F). სხვა საციცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. მუცელი რბილია, არის ნაწლავის ნორმალური ხმიანობა და საშუალო ხარისხის მომატებული მგრძნობელობა მარჯვენა ქვედა კვადრატში კუნთების სპაზმის ან გამაგრების გარეშე. რექტული გამოკვლევა ნორმალურია და დადებითია გვაიაკურ სინჯზე. სხვა გამოკვლევები უმნიშვნელოა.

შემთხვევის ანამნეზი #2

16 წლის გოგონა მიიყვანეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში პერიანალური ტკივილითა და გამონადენით. აღწერს ხანგამოშვებითი სისხლიანი დიარეისა და ღამის სიმპტომების 2 დღიან ანამნეზს. გასინჯვისას არის აპირეტიული, სასიცოცხლო ნიშნები ნორმალურია. მუცელი რბილია, ოდნავ უფრო მომატებულია მგრძნობელობა მარცხენა ქვედა კვადრანტი. რექტალური გასინჯვა რთული ჩასატარებელია ტკივილის გამო, მაგრამ შეინიშნება ანალურ ხვრელთან ერითემატოზური შეშუპება, თხევადი ჩირქოვანი გამონადენი. ასევე არის რამდენიმე ანალური ნიშანი. ატიპური გამოვლინება დამოკიდებულია ანთებისა და ექსტრა ინტესტინალური გამოვლინების ადგილებზე:

სხვა გამოვლინებები

ატიპიური გამოვლინებები დამოკიდებულია ანთების ადგილებზე და ექსტრა-ნაწლავურ გამოვლინებებზე: მუსკულოსკელეტური (ართრიტი, პოლიმიოზიტი); კანის (ბზარები, ფისტულები, კვანძოვანი ერითემა, განგრენოზული პიოდერმა, "მეტასტაზური CD"); ჰეპატობილიარული (პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი, ნაღვლის სადინარის კარცინომა, აუტოიმუნური ჰეპატიტი, პერიქოლანგიტი, ნაღვლის კენჭები); პანკრეასი (მწვავე პანკრეატიტი); თვალის (უვეიტი, ეპისკლერიტი, სკლერომალაცია, რქოვანას წყლულები, ბადურის სისხლძარღვთა დაავადება); სისხლის (ანემია, თრომბოციტემია მეორადი ანთებით, თრომბოციტოპენიური პურპურა); თირკმელების (შარდის კენჭები, ამილოიდოზი); ნევროლოგიური (პერიფერიული ნეიროპათია, მიელოპათია, მიასთენია გრავისი); ბრონქოფილტვის (ფილტვის ფიბროზი, ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი); გულის (პერიკარდიტი, მიოკარდიტი); ჰიპერკოაგულაციური (თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ვასკულიტი); ფარისებრი ჯირკვალი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი).[5][6][7][8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას