ეპიდემიოლოგია

დადგენილია, რომ დაახლოებით 3 მილიონი მოზრდილი დაავადებულია ნაწლავის ანთებითი დაავადებით (ან CD ან წყლულოვანი კოლიტით).[9]

CD-ის საწყის გამოვლინებას ჩვეულებრივ ადგილი აქვს ცხოვრების მეორე-მეოთხე ათწლეულში, მცირე პიკით 50-დან 60 წლამდე პერიოდში.[10][11][12] CD უფრო გავრცელებულია ინდუსტრიულ სამყაროში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ სიხშირე იზრდება ახლად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.[10][11][12][13][14][15] ერთი სისტემატური მიმოხილვის მიხედვით, CD წლიური შემთხვევებია 20,2 ადამიანი 100,000 მოსახლეზე წელიწადში ჩრდილოეთ ამერიკაში, 12,7 ადამიანი 100,000 მოსახლეზე წელიწადში ევროპაში და 5,0 ადამიანი 100,000 მოსახლეზე წელიწადში აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.[12]

ზოგიერთი კვლევით ვლინდება, ოდნავ უფრო მაღალი სიხშირე ქალებში, მაგრამ ეს დასკვნები არ არის თანმიმდევრული.[12] როგორც ჩანს, CD უფრო ხშირია თეთრკანიანებში და აშკენაზი ებრაული წარმოშობის ინდივიდებში.[10][16][17] დაზარალებული პაციენტების დაახლოებით 10%-დან 25%-ს ჰყავს CD-ით დაავადებული პირველი ხარისხის ნათესავი.[18][19] დაფიქსირდა უფრო მაღალი გავრცელება მწეველებში.[20][21]

სისტემატური მიმოხილვით დადსტურდა CD-ის მაღალი გავრცელების მნიშვნელობები ევროპასა (322 ადამიანი 100,000 მოსახლეზე გერმანიაში) და ჩრდილოეთ ამერიკაში (319 ადამიანი 100,000 მოსახლეზე კანადაში).[13] თუმცა, CD-ის სიხშირე, როგორც ჩანს, სტაბილურია ან მცირდება ამ ადგილებში.[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას