ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს თეთრკანიან ეთნოსს და აშკენაზას ებრაულ წარმომავლობას, CD-ის ოჯახურ ანამნეზს და ასაკს 15-დან 40 წლამდე ან 50-დან 60 წლამდე.

მუცლის ტკივილი

შეიძლება იყოს მოვლითი ან მუდმივი ტკივილი.

მარჯვენა ქვედა კვადრატი და პერიუმბიკალური რეგიონი არის ხშირი ადგილმდებარეობა ილეიტის შემთხვევაში. სიმპტომთა ნაწილობრივი შემსუბუქება შეიძლება მოყვეს დეფეკაციას.

კრონის კოლიტი წარმოქმნის მუცლის დიფუზურ ტკივილს,რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ლორწოვანი, სისხლიანი ან ჩირქიანი განავალი.

გახანგრძლივებული დიარეა

უსისხლო ან სისხლიანი ხანგამოშვებითი დიარეა კრონის დაავადების გავრცელებული გართულებაა.

შეიძლება იყოს ღამის დიარეა.

პერიანალური დაზიანება

CD-ით დაავადებულთა დაახლოებით 25%-ს შეიძლება ჰქონდეს პერიანალური დაზიანებები, მათ შორის კანის ნიშნები, ფისტულები, აბსცესები, ნაწიბურები ან სინუსები.[10]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ნაწლავის ობსტრუქცია

გამოწვეულია ნაწლავის მწვავე ანთებითი ედემითა და სპაზმით ან ქრონიკული ნაწიბურითა და სტრიქტურით.

გამოვლინდება შებერილი მუცლით,, მუცლის მოვლითი ტკივილებით, მუცლის ხმაურიანი ბუყბუყით, ყაბზობით და გაუვალობით.

სისხლიანი განავალი

განავალი დადებითი გვაიაკური სინჯით ხშირია CD-ს დროს.

სისხლდენა უფრო ხშირია კრონის კოლიტისას.

ცხელება

წარმოიქმნება კრონის დაავადების ანთებით ან ისეთი გართულებებით, როგორიცაა პერფორაცია, აბსცესი ან ფისტულა.

დაღლილობა

გამოწვეულია მალნუტრიციით, წონის დაკლებითა და ანთებით.

მუცლის ტკივილი

მუცლის მომატებული მგრძნობელობა კრონის დაავადების დამახასიათებელი გამოვლინებაა. ის შეიძლება განვითარებული იყოს ანთების, ლოკალიზებული დაგროვებების, სტრიქტურების შემდგომ, რაც იწვევს წვრილი ნაწლავის ან უფრო იშვიათად მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციას ან პროქსიმალურ ყაბზობას.

თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ანთება შეიძლება გამოხატული იყო ლოკალიზებული მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილითა და მომატებული მგრძნობელობით.

იშვიათი

წონაში კლება

განვითარებაში ჩამორჩენა გავრცელებულია ბავშვებში და შეიძლება იყოს დაავადების ძალიან ადრეული გამოვლინება. ეს არის საკვების განზრახ არ მიღების შედეგად, რათა მოხდეს ტკივილის შემცირება ანთებითი ნაწლავის ობსტრუქციულ სეგმენტში.

მალაბსორბცია ვითარდება ცუდი კვების შედეგად.

პერორალური დაზიანებები

კრონის დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ორალური დაზიანებები, განმეორებითი აფთოზური დაწყლულებები, პირისა და ღრძილების ტკივილი.

მუცლის ღრუს წარმონაქმნი

თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ანთება შეიძლება გამოვლინდეს როგორც რბილი წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა კვადრატში.

მუცლის გასინჯვისას პროქსიმალური ყაბზობა შეიძლება პალპირებადი იყოს როგორც არარეგულარული განავალის მასა .

ექსტრა ინტესტინალური გამოვლინებები (მაგ: კვანძოვანი ერითემა ან განგრენოზული პიოდერმია)

ექსტრა ინტესტინალური გამოვლინებები ხდება კრონის დაავადების მქონე პაციენტთა 20-40 %ში.[78]

გამოვლინებები შესაძლოა მოიცავდეს: ართროპათიის სიმპტომებსა და ნიშნებს, კანის დაზიანებებს მაგ. კვანძოვანი ერითემა, განგრენული პიოდერმა) და თვალის სიმპტომებსა და ნიშნებს მაგ. უვეიტი ან ეპისკლერიტი).[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტს ხელებზე აქვს კვანძოვანი ერითემის ნიშნები. CDC/ მარგარეტ რენზიკრონის დაავადების აქტიურობის ინდექსის ქულების შემცირება : [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@74d63650

რისკფაქტორები

ძლიერი

თეთრი ეთნოსის და აშკენაზას ებრაული წარმომავლობა

როგორც ჩანს, CD უფრო ხშირია თეთრკანიანებში და აშკენაზი ებრაული წარმოშობის ინდივიდებში.[10][16][17]

აშკენაზ ებრაელებს აქვთ კრონის დაავადების განვითარების 2-4 ჯერ მომატებული რისკი.[1][2]

ასაკი 15-40 ან 50-60 წელი

ბიმოდალური ასაკობრივი განაწილება: CD ჩვეულებრივ იწყება ცხოვრების მეორე-მეოთხე ათწლეულში, უფრო მცირე პიკით 50-დან 60 წლამდე.[10][11][12]

კრონის დაავადების ოჯახური ანამნეზი

დააავადებული ადამიანების დაახლოებით 10-25 % ჰყავს კრონის დაავადების მქონე პირველი რიგის ნათესავი.[18][19]

სუსტი

თამბაქოს მოხმარება

მწეველებს არამწეველებთან შედარებით ორჯერ მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ CD.[20][21] წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში კი პირიქით, სიგარეტის მოწევა ამცირებს დაავადების განვითარებას 40%ით.[49][50]

მაღალი რაოდენობის რაფინირებული შაქრის შემცველი კვება

ზოგიერთი კვლევის მიხედვით დაკავშირებულია კრონის დაავადების მომატებულ ინციდენტობასთან.[1][19][33]

დაბალბოჭკოვანი დიეტა

დიეტა ხილის, ბოსტნეულის და ბოჭკოს დაბალი შემცველობით ასოცირდება CD-ის გახშირებასთან.[31][32]

დიეტა მაღალი ულტრა დამუშავებული საკვებით

დიდი, პერსპექტიული კოჰორტულკი კვლევების მიხედვით, კავშირი ულტრა-დამუშავებულ საკვების (მათ შორის, გამაგრილებელი სასმელების, დამუშავებული ხორცის, რაფინირებული ტკბილი საკვების და მარილიანი საჭმლის) უფრო მეტი დოზით მიღებასა და CD-ის გაზრდის სიხშირეს შორის.[33][34]

ორალური კონტრაცეპტული აბები

შემთხვევა კონტროლირის და კოჰორტული კვლევების მეტა-ანალიზით CD-ის განვითარების რისკის მქონე პირებში, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივ აბებს (OCP), გამოვლინდა 24%-ით ზრდა, მათთან შედარებით, ვინც არ იღებდა OCP-ს.[30]

არა ძუძუთი კვება

კრონის დაავადების მქონე ბავშვებში დაფიქსირდა რომ 3-4 ჯერ ნაკლებად იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე.[31][32][51]

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის CD-ის რისკს.[52][53]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას