მეორეული პრევენცია
არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული იმ პაციენტებისთვის, რომელნიც მკურნალობენ ქიმიოთერაპიით ან რიტუქსიმაბით და დადებითი არიან B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირულ ანტიგენზე, ან რომელთაც ანამნეზში აქვთ B ჰეპატიტი ზედაპირული ანტიგენის გარეშე, რეკომენდებულია, ჩაიტარონ ანტივირუსული თერაპია B ჰეპატიტის რეაქტივაციის პრევენციისთვის.[214][215]
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ აივ-ის სკრინინგი (ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი ლიმფომის ან ბერკიტის ლიმფომის დადგენის შემდეგ). აივ-დადებით პაციენტებში უნდა დაიწყოს ანტირეტროვირუსული თერაპია (ART). ART-ის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ აივ ინფექცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას