მონიტორინგი
დამოკიდებულია არაჰოჯკინის ლიმფომის ხასიათზე, ჰისტოლოგიაზე, სტადიასა და მკურნალობის მიმართ პასუხზე.
ზოგადად, პაციენტები უნდა გავსინჯოთ და მონიტორინგი ჩავუტაროთ ქიმიოთერაპიის ყოველი კურსის დაწყების წინ. უნდა შემოწმდეს სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადი მეტაბოლური პროფილი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები და ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH).
ლაბორატორიული პარამეტრები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით, რეგულარულად კონტროლდება მძიმე ნეიტროპენიის დიაგნოსტიკისთვის (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა <500 უჯრედი/მიკროლიტრი [<0.5 x 109/ლ]).
დაავადების სტადიის ხელახალი დადგენა კომპიუტერული ტომოგრაფიით/პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიით მკურნალობის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ.
თუ მიღწეულია სრული პასუხი, ზოგ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ქიმიოთერაპიის მინიმუმ 2 დამატებითი კურსის ჩატარება და შემდგომი კვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ პირველი წლის განმავლობაში, შემდეგ 3-6 თვეში ერთხელ მომდევნო 2 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ 6-12 თვეში ერთხელ.[213]
თუ მხოლოდ ნაწილობრივი პასუხი განვითარდება, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დაავადების სტადიის ხელახალი დადგენა განმეორებითი ბიოფსიით ან მის გარეშე.
საჭიროა სიმსივნის ლიზისის სინდრომის ლაბორატორიული კვლევების (ლაქტატდეჰიდროგენაზა, შარდმჟავა, ქიმია, კრეატინინი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი) მონიტორინგი, განსაკუთრებით ბერკიტის ლიმფომის შემთხვევაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას