შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

55 წლის მამაკაცი, ფერმერი, შემოვიდა კლინიკაში შემდეგი სიმპტომებით: პროგრესირებადი ქოშინი, ღამის ოფლიანობა, ცხელება, ორმხრივი აქსილარული ლიმფადენოპათია და 7,7 კგ (12%) სხეულის საერთო წონის დაკლება 3 თვის განმავლობაში. ბოლო დროს დაღლილობის გამო ვეღარ ასრულებს სამუშაოს. ფიზიკური გამოკვლევით ვლინდება მარცხენა იღლიის ფოსოში 3,5 სმ წარმონაქმნი, გადიდებული ყელის, იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძები, სპლენომეგალია. ჰეპატომეგალია არ არის.

შემთხვევის ანამნეზი #2

კლინიკაში შემოვიდა 56 წლის ქალი, რომელსაც კისრის მარჯვენა მხარეს აქვს უმტკივნეულო წარმონაქმნი, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე, თანდათან, ზომაში მატულობს. პაციენტი უარყოფს ცხელებას, ღამის ოფლიანობას და წონის კლებას. გასინჯვით ვლინდება ორმხრივი ცერვიკალური და აქსილარული ადენოპათია, ასევე პალპაციით ისინჯება ელენთა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას