მიალგიური ენცეფალომიელიტი (ქრონიკული დაღლილობის სინდრომი)
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტის
მუდმივი მულტიდისციპლინური მხარდაჭერა
ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მითითებებით სავარაუდოა, რომ ME/CFS-ით დაავადებულ პაციენტებზე კარგი ზრუნვა შედეგია ME/CFS-ის მართვაში გაწვრთნილ და გამოცდილ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროფესიონალების ინტეგრირებულ გუნდზე წვდომით.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
პირველადი ჯანდაცვის კლინიკები მთავარ როლს ასრულებს ME/CFS-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, როგორც წესი, ინარჩუნებს პასუხისმგებლობას გრძელვადიან ზრუნვაზე და მონიტორინგზე, მეორადი ზრუნვის ME/CFS სპეციალისტების გუნდთან პარტნიორობით.
პირველადი ჯანდაცვის კლინიკის მთავარი როლი არის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სხვა პროფესიონალებთან კონტაქტის დამყარება პაციენტის სპეციფიკური განვითარებადი საჭიროებების საპასუხოდ და საზოგადოებაში რესურსებზე წვდომის ხელშეწყობა(მაგ., ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, დიეტური მხარდაჭერა და რაიონული საექთნო პერსონალის ვიზიტები) დაავადების სიმძიმისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com
NICE რეკომენდაციით ME/CFS-ით დაავადებულ მოზრდილებს პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაუტარდეთ მოვლისა და მხარდაჭერის გეგმის მიმოხილვა; ხოლო ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მიმოხილვა რეკომენდებულია მინიმუმ 6 თვეში ერთხელ რეკომენდებულია. პირველადი ჯანდაცვის მიმოხილვები უფრო ხშირად უნდა მოეწყოს საჭიროებისამებრ, ინტერვალი დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და სირთულეზე და მათი მართვის ეფექტურობაზე.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
საწყისი მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, ყველაზე მძიმე ჩივილების სპექტრიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მიდგომა გულისხმობს ყველაზე მძიმე სიმპტომებზე ფოკუსირებას და თითოეული მათგანის ერთროულად მართვას წინასწარი გაწერილი ვიზიტების დროს. ერთ-ერთი შესაძლო სტრატეგიაა პაციენტებთან კონსულტაცია ყოველ 3 თვეში მათ შესაფასებლად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე და განკურნებად დაავადებებზე.
მულტიდისციპლინური მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების მხარდაჭერას, თვითმართვის სტრატეგიების შემუშავებას, მითითებებს პოტენციური რეციდივის მართვის შესახებ და მოქნილი სამუშაო ვალდებულებების წახალისებას. აუცილებელია, რომ სერვისის პროვაიდერები იყვნენ პრაქტიულები და რეკომენდაციას უწევდნენ მოქნილობას მძიმე ან ძალიან მძიმე ME/CFS- პაციენტებში: კონკრეტულად, შინ ვიზიტების შეთავაზებით ან ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაციებით და ინვალიდობის დამხმარე საშუალებებისა და მოწყობილობების აპლიკაციების მხარდაჭერით.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
სანდო საგანმანათლებლო მასალების მიწოდება შეიძლება სარგებლიანი იყოს და დაეხმაროს პაციენტს თვითმართვაში. NHS: ME/CFS Opens in new window
ენერგიის მართვა/სტიმულაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
„ენერგეტიკული კონვერტის“ კონცეფცია, როგორც NICE-ის გაიდლაინებშია ასახული, ME/CFS-ით დაავადებულ ადამიანებს აძლევს სტრატეგიას, მართონ ვარჯიშისადმი ამტანობა.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 [10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com ენერგეტიკული კონვერტი ეხება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც პაციენისათვის ხელმისაწვდომია ყოველდღიური ყველა აქტივობის შესასრულებლად.[183]Smith ME, Haney E, McDonagh M, et al. Treatment of myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: a systematic review for a National Institutes of Health Pathways to Prevention workshop. Ann Intern Med. 2015 Jun 16;162(12):841-50. https://www.acpjournals.org/doi/10.7326/M15-0114 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26075755?tool=bestpractice.com ენერგეტიკული კონვერტის ზომა უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად, რადგან რესურსები და ტოლერანტობა შეიძლება განსხვავდებოდეს ყოველდღიურად და დამოკიდებულია ცხოვრებისეულ სხვა სტრესორებზე. ენერგეტიკული კონვერტის გადაჭარბება ამცირებს ამ რეზერვებს და იწვევს სიმპტომების და კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციონირების შემდგომ გაუარესებას. პაციენტს და პრაქტიკოსს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, რათა ამოიცნონ პირადი ენერგიის ლიმიტები და დააწესონ გონივრული შეზღუდვები აქტივობებზე.
„ტემპი“ გულისხმობს თვითმართვის სტრატეგიას, რომლის დროსაც ინდივიდები ყოფენ აქტივობებს მცირე ნაწილებად დასვენების ინტერვალებით, რათა დარჩნენ კონვერტის საზღვრებში.[23]International Association for Chronic Fatigue Syndrome/Myalgic Encephalomeyelitis. Chronic fatigue syndrome/myalgic encephalomeyelitis: primer for clinical practitioners. 2014 [internet publication]. https://growthzonesitesprod.azureedge.net/wp-content/uploads/sites/1869/2020/10/Primer_Post_2014_conference.pdf [183]Smith ME, Haney E, McDonagh M, et al. Treatment of myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: a systematic review for a National Institutes of Health Pathways to Prevention workshop. Ann Intern Med. 2015 Jun 16;162(12):841-50. https://www.acpjournals.org/doi/10.7326/M15-0114 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26075755?tool=bestpractice.com [193]Friedberg F, Sunnquist M, Nacul L. Rethinking the standard of care for myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome. J Gen Intern Med. 2020 Mar;35(3):906-9. https://link.springer.com/article/10.1007%2Fs11606-019-05375-y http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31637650?tool=bestpractice.com როგორც ზოგადი სახელმძღვანელო, პაციენტებს ურჩევენ შეინარჩუნონ გულისცემის სიხშირე ასაკობრივი პროგნოზის მაქსიმუმის 70%-ზე ნაკლებზე. ძალისხმევის დაგეგმილი ორგანიზება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ენერგეტიკული კონვერტის გადაჭარბებით მიყენებული ზიანი.[194]Jason LA, Brown M, Brown A, et al. Energy conservation/envelope theory interventions to help patients with myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome. Fatigue. 2013 Jan 14;1(1-2):27-42. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3596172 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23504301?tool=bestpractice.com მიუხედავად იმისა, რომ პეისინგმა შეიძლება შემოიღოს დაძლევის სტრატეგია ზოგიერთი პაციენტისთვის, ეს არ არის თერაპია და შეიძლება არ გააუმჯობესოს და პირიქით - გააძლიეროს ME/CFS-ის სიმპტომები, და უნდა განხორციელდეს ექიმის ან პრაქტიკოსი მედდის ხელმძღვანელობით. წარმატებული პეისინგი ითვლება ყველაზე მომგებიანი მართვის სტრატეგიად ME/CFS-ისთვის NICE-ის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 [145]Green CR, Cowan P, Elk R, et al. National Institutes of Health Pathways to Prevention workshop: advancing the research on myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome. Ann Intern Med. 2015 Jun 16;162(12):860-5. https://www.acpjournals.org/doi/10.7326/M15-0338?articleid=2322804 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26075757?tool=bestpractice.com [192]Centers for Disease Control and Prevention. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: treating the most disruptive symptoms first and preventing worsening of symptoms. Apr 2021 [internet publication]. https://www.cdc.gov/me-cfs/healthcare-providers/clinical-care-patients-mecfs/treating-most-disruptive-symptoms.html მიზანია, პაციენტის შესაძლებლობების ოპტიმიზაცია, შეინარჩუნოს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები და თემში/საზოგადოებაში მონაწილეობა.
შენიშვნა: NICE განსაზღვრავს ხარისხობრივ სავარჯიშო თერაპიას (GET), როგორც "მიღწევადი ვარჯიშის ან ფიზიკური აქტივობის საბაზისო ხაზს და შემდეგ ფიზიკურად აქტიურობის დროს დახარჯული დროის ფიქსირებული მატების გაზრდას". ეს არის თერაპია, რომელიც დაფუძნებულია ME/CFS-ის დეკონდიციონირებისა და ვარჯიშის თავიდან აცილების თეორიებზე. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სტრუქტურირებული GET არ არის რეკომენდებული პეისინგის სტრატეგიებთან ერთად.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 თუმცა, ME/CFS-თ დაავადებულმა პაციენტებმა შეიძლება აიტანონ ინდივიდუალურად შედგენილი საქმიანობის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მცოდნე და გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობით.[23]International Association for Chronic Fatigue Syndrome/Myalgic Encephalomeyelitis. Chronic fatigue syndrome/myalgic encephalomeyelitis: primer for clinical practitioners. 2014 [internet publication]. https://growthzonesitesprod.azureedge.net/wp-content/uploads/sites/1869/2020/10/Primer_Post_2014_conference.pdf აქტივობის გეგმა მიზნად უნდა ისახავდეს აერობული და შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებაზე ძალისხმევის უარყოფითი ეფექტების მინიმუმამდე შემცირებას.
იხილეთ ფიზიოთერაპევტის ან ოკუპაციური თერაპევტის მიმართვა.
გარემოს ცვლილებები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ME/CFS-თ დაავადებული ადამიანები, როგორც წესი, აფიქსირებენ მგრძნობელობას სინათლის, ხმაურის და სუნის მიმართ და ხშირად დიაგნოსტირდება მრავლობითი ქიმიური მგრძნობელობით. აქედან გამომდინარე, შეიძლება მართებული იყოს შემდეგი წახალისების განხილვა, რათა შეზღუდოს გარემოს გავლენა სიმპტომებზე: სუნამოებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი გარემო; თვალის ნიღბების და ყურის საცობების გამოყენება.
ფსიქოსოციალური ჩარევები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
კოგნიტური ქცევითი თერაპია(CBT), სიმპტომების მართვაში მხარდასაჭერად, შეიძლება შეეთავაზოთ ME/CFS-ით დაავადებულ მოზრდილებს, ბავშვებს და ახალგაზრდებს.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 Mindfulness არის ალტერნატიული ფსიქოსოციალური მიდგომა, რომელიც რეკომენდებულია სიმპტომების შესამსუბუქებლად ME/CFS-ში ევროპული ME/CFS ხელმძღვანელობით.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com
ტექნიკის პროტოკოლები, მათ შორის CBT ან გონივრული მიდგომის ჩათვლით, არ არის სტანდარტიზებული, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები შედეგებში სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა კვლევებს შორის მათი ჩართვის კრიტერიუმებიდან გამომდინარე. CBT-ის კვლევები ME/CFS-ით დაავადებულ პირებში აღრიცხავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ფსიქიკური ჯანმრთელობი ქულებში, დაღლილობის ქულებში და 6 წუთიანი სიარულში, მაგრამ ეფექტის ზომები დაბალი იყო და არ იყო ჩასწორებული მრავალჯერადი შედარებისთვის.[195]O'Dowd H, Gladwell P, Rogers CA, et al Cognitive behavioural therapy in chronic fatigue syndrome: a randomised controlled trial of an outpatient group programme. Health Technol Assess. 2006 Oct;10(37):iii-iv, ix-x, 1-121. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17014748?tool=bestpractice.com [196]Ingman T, Smakowski A, Goldsmith K, et al. A systematic literature review of randomized controlled trials evaluating prognosis following treatment for adults with chronic fatigue syndrome. Psychol Med. 2022 Oct;52(14):2917-29. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9693680 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36059125?tool=bestpractice.com ინტერნეტით მხარდაჭერილი CBT არის განვითარებადი მიდგომა, რომელმაც თავდაპირველად აჩვენა პერსპექტიული შედეგები და შეიძლება ხელი შეუწყოს პირისპირ შეხვედრებზე დასწრების სირთულეების მქონე ადამიანებს წვდომას.[197]Andersson G, Rozental A, Shafran R, et al. Long-term effects of internet-supported cognitive behaviour therapy. Expert Rev Neurother. 2018 Jan;18(1):21-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29094622?tool=bestpractice.com რუტინულ სამედიცინო პრაქტიკაში CBT-მ არ გამოიღო კლინიკურად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი ME/CFS-ში.[196]Ingman T, Smakowski A, Goldsmith K, et al. A systematic literature review of randomized controlled trials evaluating prognosis following treatment for adults with chronic fatigue syndrome. Psychol Med. 2022 Oct;52(14):2917-29. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9693680 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36059125?tool=bestpractice.com
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფსიქოსოციალური ინტერვენციების შეთავაზება არ ასახავს რწმენას, რომ ME/CFS არის ფსიქოლოგიური ეტიოლოგიის; ფსიქოსოციალური ინტერვენციები უნდა იყოს შემოთავაზებული დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული დისტრესი.[198]Geraghty KJ, Blease C. Cognitive behavioural therapy in the treatment of chronic fatigue syndrome: a narrative review on efficacy and informed consent. J Health Psychol. 2018 Jan;23(1):127-38. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27634687?tool=bestpractice.com
პირიქით, ეს ტექნიკა სასარგებლო იყო სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. მაგალითად, ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებში, გონებამახვილობის უნარები დადებითად მოქმედებს დეპრესიაზე, განწყობასა და აქტივობის დონეზე.[199]Merkes M. Mindfulness-based stress reduction for people with chronic diseases. Aust J Prim Health. 2010;16(3):200-10. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20815988?tool=bestpractice.com ეს მიდგომა ხელს უწყობს ME/CFS-ის მქონე ადამიანს ამოიცნოს არასასურველი ემოციების გამომწვევი აზრები, დისფუნქციური ქცევები და კოგნიტური შაბლონები და იყენებს მიზანზე ორიენტირებულ, სისტემატურ პროცედურას თვითშეფასების გასაძლიერებლად. CBT შეიძლება დაეხმაროს ME/CFS-ს ახალ დიაგნოზთან გამკლავებაში, გააუმჯობესოს დაძლევის სტრატეგიები და დაეხმაროს რეაბილიტაციაში. CBT უნდა შეეთავაზოს არა როგორც ME/CFS-ის „განკურნება“, არამედ, როგორც ხელშემწყობი სიმპტომების მართვაში და თვითმართვის სტრატეგიების დახვეწაში ფუნქციონირებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
დაღლილობის, PEM და კოგნიტური აშლილობის მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
CDC, NICE და მაიოს კლინიკის მიხედვით, პეისინგი უზრუნველყოფს ყველაზე მომგებიან მიდგომას ME/CFS-ში დაღლილობისა და ვარჯიშის შემდგომი სისუსტის (PEM) შესამცირებლად.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 [192]Centers for Disease Control and Prevention. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: treating the most disruptive symptoms first and preventing worsening of symptoms. Apr 2021 [internet publication]. https://www.cdc.gov/me-cfs/healthcare-providers/clinical-care-patients-mecfs/treating-most-disruptive-symptoms.html [202]Mayo Clinic. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome (ME/CFS). May 2023 [internet publication]. https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-fatigue-syndrome/diagnosis-treatment/drc-20360510
იხილეთ ენერგიის მენეჯმენტი/პეისინგი.
სხვა დამხმარე ზომები შეიძლება მოიცავდეს: დამხმარე ხელსაწყოებს და სახლის დამხმარე მოწყობილობებს; სკოლის/სამუშაო მოქნილობა.
ძილის დარღვევის მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ძილის სირთულეები მთავარი პრობლემაა და პირველადი მართვა ძილის ჰიგიენის დაცვაა. NICE-ის სახელმძღვანელო რეკომენდაციას უწევს ძილის მართვის პერსონალიზებულ რჩევებს ME/CFS-ით დააავადებული პირებისათვის.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
თუ ეს არაეფექტურია, შეაფასეთ ძილის დარღვევის ძირითადი მიზეზები. ზოგადად ზრდასრულ პოპულაციაში, უძილობისთვის CBT (CBT-I), როგორც წესი, რეკომენდირებულია, როგორც პირველი რიგის მართვის ვარიანტი ქრონიკული უძილობისთვის.[203]Qaseem A, Kansagara D, Forciea MA, et al. Management of chronic insomnia disorder in adults: a clinical practice guideline from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2016 Jul 19;165(2):125-33. https://www.acpjournals.org/doi/10.7326/M15-2175 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27136449?tool=bestpractice.com ძილის/ღვიძილის რითმის ნორმალიზება იწყება დღისით ძილის შეწყვეტით, რაც რელაქსაციური თერაპიის ფარგლებში აუმჯობესებს ძილის ხარისხის. ინსტრუქციები მიეწოდება რეციდივის პრევენციის მიზნით.
იხ უძილობა.
ტკივილის მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
რეაბილიტაციამ და მასთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის სერვისის ფარგლებში შესაძლოა უზრუნველყოფილიყოს ტკივილის არაფარმაკოთერაპიული მიდგომები, მათ შორის აკუპუნქტურა და მასაჟი, თუ პაციენტი მოითმენს შეხებას.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com
NICE ინსტრუქცია ME/CFS-ისთვის ეხება თავის ტკივილისა და ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობას, სადაც დეტალურადაა აღწერილი შემდეგი.
თავის ტკივილისთვის: ასპირინის, პარაცეტამოლის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) არჩევანი.
ME/CFS-ის სხვა ტკივილისთვის: ამიტრიპტილინის, დულოქსეტინის, გაბაპენტინის ან პრეგაბალინის არჩევანი.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, არ ურჩია რაიმე ფარმაკოლოგიური ჩარევა, რომელიც სპეციფიკურია ME/CFS ტკივილისთვის, მტკიცებულების ნაკლებობის მოტივით. NICE-ის მიერ ზემოთხსენებული ვარიანტები შეესაბამება ME/CFS-ის ტკივილის რეკომენდაციებს EUROMENE-ის ევროპულ სახელმძღვანელოში.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებობს შეზღუდული მტკიცებულება ამ ფარმაკოთერაპიული აგენტებისთვის ME/CFS ტკივილის სამკურნალოდ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ ტკივილგამაყუჩებლები აუმჯობესებს ტკივილს, მაგრამ არაა სისტემური ჰიპერალგეზიის სამკურნალო საშუალება არ არის.
შეიძლება საჭირო გახდეს ტკივილის სპეციალისტებთან რეფერალი, თუ ტკივილი არ პასუხობს საწყის მკურნალობას.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 თუ თავდაპირველი მკურნალობა არ არის ატანადი, შემდგომი ფარმაკოლოგიური რეკომენდაციები ტკივილის მენეჯმენტისთვის ფიბრომიალგიის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობის სახელმძღვანელოდ, სპეციალიზებული ტკივილის/ME/CFS/ფიბრომიალგიის სერვისებთან ერთად.[204]Welsch P, Üçeyler N, Klose P, et al. Serotonin and noradrenaline reuptake inhibitors (SNRIs) for fibromyalgia. Cochrane Database Syst Rev. 2018 Feb 28;(2):CD010292. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD010292.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29489029?tool=bestpractice.com [205]Walitt B, Urrútia G, Nishishinya MB, et al. Selective serotonin reuptake inhibitors for fibromyalgia syndrome. Cochrane Database Syst Rev. 2015 Jun 5;(6):CD011735. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD011735/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26046493?tool=bestpractice.com
იხ ფიბრომიალგია.
ორთოსტატული აუტანლობის მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ორთოსტატული აუტანლობა პოსტურული ორთოსტატული ტაქიკარდიის გარეშეც კი არის ძირითადი შემზღუდველი მდგომარეობა, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია კომპრესიული წინდებით, პოზიციის ცვლილებებით და მარილით დატვირთვით.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com [207]Bou-Holaigah I, Rowe PC, Kan J, et al. The relationship between neurally mediated hypotension and the chronic fatigue syndrome. JAMA. 1995 Sep 27;274(12):961-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7674527?tool=bestpractice.com რჩევები დიეტის, ყოველდღიური აქტივობების და აქტივობის მხარდაჭერის შესახებ უნდა იყოს მორგებული ინდივიდზე, სხვა ME/CFS სიმპტომების გათვალისწინებით.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
მეორეული ჯანდაცვის რგოლში რეფერალი გამართლებულია, თუ სიმპტომები მძიმეა ან გაუარესდება, ან არსებობს შეშფოთება, რომ სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს მიზეზი.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
შეიძლება იყოს ფლუდროკორტიზონის, პირიდოსტიგმინის ან სხვა პრეპარატების როლი, რომლებიც გამოიყენება ორთოსტატული არასტაბილურობისთვის ME/CFS-ში.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com [208]Joseph P, Pari R, Miller S, et al. Neurovascular dysregulation and acute exercise intolerance in myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: a randomized, placebo-controlled trial of pyridostigmine. Chest. 2022 Nov;162(5):1116-26. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35526605?tool=bestpractice.com
NICE გვირჩევს, რომ ორთოსტატული აუტანლობისათვის ME/CFS-ით დაავადებულ ადამიანებში, უნდა დაინიშნოს ფარმაკოთერაპია ან ზედამხედველობა უნდა გაეწიოთ მხოლოდ ორთოსტატულ აუტანლობაში გამოცდილი კლინიცისტის მიერ; ეს იმიტომ ხდება, რომ ფარმაკოთერაპიამ შეიძლება გააუარესოს სხვა სიმპტომები ME/CFS-ის მქონე ადამიანებში.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
გასტროინტესტინური სიმპტომების მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და საკვების შეუწყნარებლობის მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, მოხსენებულია ME/CFS-ში.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com დააკვირდით პაციენტებს არასრულფასოვან კვებაზე და წონის უნებლიე კლებაზე ან მატებაზე.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206 დიეტის მოდიფიკაცია და საკვების თავიდან აცილების პრაქტიკა შეიძლება რეკომენდებული იყოს კონკრეტულ გარემოებებში დიეტოლოგის მხარდაჭერით.[10]Nacul L, Authier FJ, Scheibenbogen C, et al. European Network on Myalgic Encephalomyelitis/Chronic Fatigue Syndrome (EUROMENE): expert consensus on the diagnosis, service provision, and care of people with ME/CFS in Europe. Medicina (Kaunas). 2021 May 19;57(5):510. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8161074 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34069603?tool=bestpractice.com თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებმა, რომლებიც იკვლევენ დიეტური ინტერვენციების ეფექტებს ME/CFS-ში, გამოიღო არათანმიმდევრული შედეგები.[209]Campagnolo N, Johnston S, Collatz A, et al. Dietary and nutrition interventions for the therapeutic treatment of chronic fatigue syndrome/myalgic encephalomyelitis: a systematic review. J Hum Nutr Diet. 2017 Jun;30(3):247-59. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5434800 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28111818?tool=bestpractice.com დიეტური მენეჯმენტი არ არის შემოთავაზებული როგორც განკურნება ან მკურნალობა, არამედ როგორც მენეჯმენტის გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დიეტის ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას კუჭ-ნაწლავის გამოვლინებებზე.
NICE გაიდლაინები ME/CFS-ისთვის ხელს უწყობს ME/CFS-ით დაავადებული ადამიანების მითითებას დიეტური შეფასებისთვის და მენეჯმენტის გეგმის შესაქმნელად დიეტოლოგის მიერ, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ME/CFS-ით, თუ ისინი არიან: წონაში დაკლება და არასწორი კვების რისკი; წონაში მატება; შემზღუდავი დიეტის დაცვით.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
იმ შემთხვევაში, თუ საკვების თავიდან აცილების პრაქტიკა და დიეტური მენეჯმენტი წარუმატებელია, ფარმაკოლოგიური ჩარევები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭ-ნაწლავის სიმპტომების გასაუმჯობესებლად.
თანმხლები შფოთვის ან დეპრესიის მართვა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თანმხლები დეპრესიის ან შფოთვისთვის, CBT ± ანტიდეპრესანტები შეიძლება იყოს გამოსადეგი, დეპრესიისა და შფოთვის მენეჯმენტის შესაბამისად ზოგადი პოპულაციისთვის.[210]Karyotaki E, Smit Y, de Beurs DP, et al. The long-term efficacy of acute-phase psychotherapy for depression: a meta-analysis of randomized trials. Depress Anxiety. 2016 May;33(5):370-83. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27000501?tool=bestpractice.com [211]Health Quality Ontario. Psychotherapy for major depressive disorder and generalized anxiety disorder: a health technology assessment. Ont Health Technol Assess Ser. 2017 Nov 13;17(15):1-167. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5709536 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29213344?tool=bestpractice.com იმის გათვალისწინებით, რომ ME/CFS-ის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მიმართ, ჩვეულებრივ რეკომენდებულია წამლით მკურნალობის დაწყება დაბალი სუბთერაპიული დოზით, შემდგომნი თანდათანობითი ზრდით თერაპიულ დონემდე, რამდენადაც ატანადი იქნება.[201]Centers for Disease Control and Prevention. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: monitoring the use of all medicines and supplements. Jul 2018 [internet publication]. https://www.cdc.gov/me-cfs/healthcare-providers/clinical-care-patients-mecfs/monitoring-medication.html
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ანტიდეპრესანტები დამხმარე იყოს PEM-ის, კოგნიტურ დისფუნქციის, ორთოსტატულ აუტანლობის ან ME/CFS-ის სხვა კარდინალურ მახასიათებლებისთვის. ანტიდეპრესანტული პრეპარატის არჩევანი კომორბიდული დეპრესიის ან შფოთვისთვის უნდა ეფუძნებოდეს მკურნალობის ისტორიას, პრეპარატის გვერდითი ეფექტების პროფილს და პაციენტის პირველად პასუხს მკურნალობაზე.
დეპრესიის სტანდარტული მკურნალობის შესაძლო გვერდითი ეფექტები მოიცავს სედაციას, ორთოსტატულ ჰიპოტენზიას,მადის და წონის მომატებას, რამაც შეიძლება გააუარესოს დაღლილობა და ავტონომიური ლაბილობა ზოგიერთ პაციენტში. კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვარჯიშის საჭირო რაოდენობის მიღწევის სირთულე ნიშნავს, რომ ME/CFS-ით დაავაებულმა ადამიანებმა შეიძლება განიცადონ გადაჭარბებული არასასურველი ეფექტები, როგორიცაა წონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იატროგენული დიაბეტი ტიპი 2 და მეტაბოლური სინდრომი ასოცირებული გრძელვადიანი ჯანმრთელობის შედეგებთან.
მედიკამენტური მკურნალობით მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, თუმცა დეპრესიის უფრო მძიმე ფორმების დროს სავარაუდოა მკურნალობაზე შედარებით დაგვიანებული პასუხი.[213]Wearden AJ, Dunn G, Dowrick C, et al. Depressive symptoms and pragmatic rehabilitation for chronic fatigue syndrome. Br J Psychiatry. 2012 Sep;201(3):227-32. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22844025?tool=bestpractice.com
სუიციდის შეფასება სტანდარტული მეთოდია ყველა იმ პაციენტთან, რომელზეც არსებობს კლინიკური დეპრესიის ან მაღალი სტრესის ეჭვი. გაერთიანებულ სამეფოში ერთ კვლევაში აღმოჩნდა, რომ სუიციდ-სპეციფიკური სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ME/CFS-ით დაავადებულ პაციენტებში ზოგად პოპულაციასთან შედარებით, რაც მიუთითებს ექიმის ინფორმირებულობისა და თანაგრძნობით მოვლის აუცილებლობაზე.[212]Roberts E, Wessely S, Chalder T, et al. Mortality of people with chronic fatigue syndrome: a retrospective cohort study in England and Wales from the South London and Maudsley NHS Foundation Trust Biomedical Research Centre (SLaM BRC) Clinical Record Interactive Search (CRIS) Register. Lancet. 2016 Apr 16;387(10028):1638-43. https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736%2815%2901223-4/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26873808?tool=bestpractice.com ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მენეჯმენტი და/ან ჯანდაცვის მეორეულ რგოლში რეფერალი შეიძლება იყოს მითითებული მძიმე დეპრესიის შემთხვევაში (მაგ., სუიციდის რისკის არსებობისას).
იხ დეპრესია მოზრდილებში, დეპრესია ბავშვებში, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, და სუიციდის რისკის შემსუბუქება.
ფიზიოთერაპევტთან ან ოკუპაციურ თერაპევტთან რეფერალი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
NICE რეკომენდაციას უწევს ME/CFS-ით დაავადებული ადამიანებს მიმართონ ფიზიოთერაპევტს ან ოკუპაციურ თერაპევტს, რომელიც მუშაობს ME/CFS სპეციალისტთა გუნდში, თუ მათ: აქვთ სირთულეები გამოწვეული ფიზიკური აქტივობის ან მობილობის შემცირებით; გრძნობენ მზადყოფნას განავითარონ თავიანთი ფიზიკური აქტივობა ყოველდღიური ცხოვრების ამჟამინდელი საქმიანობის მიღმა; ან სურთ ფიზიკური აქტივობის ან სავარჯიშო პროგრამის ჩართვა თავიანთი ME/CFS-ის მართვაში.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
შეიძლება საჭირო გახდეს ოკუპაციური თერაპევტის შეფასება და ხელმისაწვდომობა, რათა დაეხმაროს სახლში ადაპტაციშის საშუალო და ძალიან მძიმე ME/CFS-ით დაავადებული პირებისათვის. ეს დამხმარე საშუალებები შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკინგი, ინვალიდის ეტლები, მოტორიზებული სკუტერები, საშხაპე სკამები, კიბეების ამწეები.
ფიზიოთერაპიამ შეიძლება დამხმარე იყოს ME/CFS-ის ფიზიკური სიმპტომებისათვის. ფიზიოთერაპია შემოთავაზებულია როგორც მართვის მიდგომა და არ არის მკურნალობის დადასტურებული ვარიანტი.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფიზიოთერაპია ან აქტივობა/ვარჯიშის გეგმა ყურადღებით იყოს დაგეგმნილი ინდივიდუალური პაციენტისთვის და ზედამხედველობდეს ME/CFS სპეციალისტის გუნდი; მიზანია აერობული და შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითების ფონზე ვარჯიშის არყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირება.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
ჯანდაცვის მეიორეულ რგოლში რეფერალი
მეორეული ჯანდაცვის პირთან რეფერალი საჭიროა, თუ პაციენტის ახალი სიმპტომები ან არსებულის გუარესება გამოვლინდა.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
იმ შემთხვევაში, თუ ME/CFS-ით დაავადებულ პირს სურს ფარმაკოლოგიური ჩარევა, როდესაც რეაბილიტაცია და მხარდაჭერის სტრატეგიები წარუმატებელია, ME/CFS-ის სპეციალისტმა შეიძლება განიხილოს ფარმაკოლოგიური ინტერვენციები, რომლებიც მიმართულია დაღლილობისა და კოგნიტური დარღვევებისაკენ.
NICE გაიდლაინები ME/CFS-ის შესახებ, ხაზს უსვამს, რომ მტკიცებულებები ამ აგენტების შესახებ შეზღუდული და ძალიან დაბალი ხარისხისაა. საბოლოო ჯამში, NICE-ის რეკომენდაციით, ამ ფარმაცევტული საშუალებებიდან ბევრი არ უნდა იქნას გამოყენებული ME/CFS-ის სამკურნალოდ.[8]National Institute for Health and Care Excellence. Myalgic encephalomyelitis (or encephalopathy)/chronic fatigue syndrome: diagnosis and management. Oct 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng206
აუცილებელია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ME/CFS-ის სამკურნალოდ ან განკურნების სახით არ შეიძლება იყოს შემოთავაზებული ფარმაკოლოგიური ჩარევა; თუმცა, კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლებელია გარკვეული შემსუბუქება.
იმის გათვალისწინებით, რომ ME/CFS-ით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მიმართ, ჩვეულებრივ, რეკომენდებულია წამლით მკურნალობის დაწყება დაბალი სუბთერაპიული დოზით, შემდგომი თანდათანობითი ზრდით თერაპიულ დონემდე, რამდენადაც ტოლერანტული იქნება.[201]Centers for Disease Control and Prevention. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: monitoring the use of all medicines and supplements. Jul 2018 [internet publication]. https://www.cdc.gov/me-cfs/healthcare-providers/clinical-care-patients-mecfs/monitoring-medication.html
შემდგომი ხაზის ფარმაცევტული აგენტები, რომლებიც ზოგჯერ ინიშნება ჯანდაცვის მეორეულ რგოლში კოგნიტური დარღვევებისა და დაღლილობისთვის (ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულებებზე დაყრდნობით) მოიცავს მოდაფინილს, ამანტადინს და მეთილფენიდატს.[214]Garg H, Douglas M, Turkington GD, et al. Recovery from refractory chronic fatigue syndrome with CBT and modafinil. BMJ Case Rep. 2021 Mar 22;14(3):e240283. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7986944 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33753384?tool=bestpractice.com [215]Randall DC, Cafferty FH, Shneerson JM, et al. Chronic treatment with modafinil may not be beneficial in patients with chronic fatigue syndrome. J Psychopharmacol. 2005 Nov;19(6):647-60. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16272188?tool=bestpractice.com [216]Pliszka AG. Modafinil: a review and its potential use in the treatment of long COVID fatigue and neurocognitive deficits. Am J Psychiatry Resid J. 2022 Jun 28;17(4):5-7. https://ajp.psychiatryonline.org/doi/10.1176/appi.ajp-rj.2022.170402 [217]Meirleir KD, McGregor N. Canadian chronic fatigue syndrome guidelines. J Chronic Fatigue Syndrome. 2003;11(1). https://www.investinme.org/Documents/PDFdocuments/CanadianDefinitionME-CFS.pdf [218]Blockmans D, Persoons P. Long-term methylphenidate intake in chronic fatigue syndrome. Acta Clin Belg. 2016 Dec;71(6):407-14. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27351244?tool=bestpractice.com გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ამანტადინი ასოცირდება რამდენიმე არასასურველ მოვლენასთან და შეიძლება ცუდად ატანადი იყოს.[217]Meirleir KD, McGregor N. Canadian chronic fatigue syndrome guidelines. J Chronic Fatigue Syndrome. 2003;11(1). https://www.investinme.org/Documents/PDFdocuments/CanadianDefinitionME-CFS.pdf
შემდგომი ხაზის აგენტები, რომლებიც ზოგჯერ ინიშნება ძილის დარღვევისთვის, მოიცავს ტრაზოდონს, დაბალი დოზით ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს და ციკლობენზაპრინს. მტკიცებულება ME/CFS სპეციფიკურ ამ მედიკამენტებზე დეფიციტურია.[219]Morillas-Arques P, Rodriguez-Lopez CM, Molina-Barea R, et al. Trazodone for the treatment of fibromyalgia: an open-label, 12-week study. BMC Musculoskelet Disord. 2010 Sep 10;11:204. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2945951 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20831796?tool=bestpractice.com [220]Calandre EP, Morillas-Arques P, Molina-Barea R, et al. Trazodone plus pregabalin combination in the treatment of fibromyalgia: a two-phase, 24-week, open-label uncontrolled study. BMC Musculoskelet Disord. 2011 May 16;12:95. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3112435 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21575194?tool=bestpractice.com [221]Clemons A, Vasiadi M, Kempuraj D, et al. Amitriptyline and prochlorperazine inhibit proinflammatory mediator release from human mast cells: possible relevance to chronic fatigue syndrome. J Clin Psychopharmacol. 2011 Jun;31(3):385-7. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3498825 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21532369?tool=bestpractice.com [222]Tofferi JK, Jackson JL, O'Malley PG. Treatment of fibromyalgia with cyclobenzaprine: a meta-analysis. Arthritis Rheum. 2004 Feb 15;51(1):9-13. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1002/art.20076 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14872449?tool=bestpractice.com
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას