მონიტორინგი

ME/CFS არის ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობა, სიმპტომებისა და დარღვევების ცვილით და კლებით. რეკომენდებულია გრძელვადიანი მართვა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმის მიერ. ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციით, ME/CFS-ით დაავადებულმა მოზრდილებს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა მიიღონ პირველადი ჯანდაცვის სფეროში მოვლისა და მხარდაჭერის გეგმის მიმოხილვ; ხოლო, ბავშვებმა და ახალგაზრდება მინიმუმ 6 თვეში ერთხელ. პირველადი ჯანდაცვის მიმოხილვები უფრო ხშირად უნდა მოეწყოს საჭიროებისამებრ, ინტერვალი დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და სირთულეზე და მათი მართვის ეფექტურობაზე.[8]​ ერთი სტრატეგია შეიძლება იყოს პაციენტებისთვის რჩევის მიცემა ყოველ 3 თვეში და მათი ხელახალი შეფასება ჯანმრთელობის სხვა საკითხებზე და განკურნებად დაავადებებზე.

პირველადი ჯანდაცვის კლინიკები მთავარ როლს ასრულებს ME/CFS-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, როგორც წესი, ინარჩუნებს პასუხისმგებლობას გრძელვადიან ზრუნვაზე და მონიტორინგზე, მეორადი ზრუნვის ME/CFS სპეციალისტების გუნდთან პარტნიორობით. პირველადი ჯანდაცვის კლინიკის მთავარი როლი არის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სხვა პროფესიონალებთან კონტაქტის დამყარება პაციენტის სპეციფიკური განვითარებადი საჭიროებების საპასუხოდ და საზოგადოებაში რესურსებზე წვდომის ხელშეწყობა(მაგ., ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, დიეტური მხარდაჭერა და რაიონული საექთნო პერსონალის ვიზიტები) დაავადების სიმძიმისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.[10] შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის რეფერალი ME/CFS მეორეული ჯანდაცვის ჯგუფში: მაგალითად, თუ გამოვლინდა მდგომარეობის გაუარესება ან ახალი ასპექტები.[8]

მკურნალობისას აქცენტი კეთდება ფუნქციური შესაძლებლობების მაქსიმალიზაციაზე და სიმტპომების შემსუბუქებაზე. მედიკამენტები, არასაჭირო დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული ტესტები და კონსულტანტებთან მუდმივი რეფერალი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. პაციენტები პერიოდულად უნდა შემოწმდნენ დეპრესიის მიმართულებით, ვინაიდან დეპრესიის არანამკურნალებმა და მძიმე ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობაზე დაგვიანებული პასუხი.[213]

საჭიროა პაციენტების დეპრესიის რუტინული მონიტორინგი და მათი წახალისება მათთვის პიროვნულად მნიშვნელოვან აქტივობებსა და სოციალურად მხარდამჭერ წრეებში ჩასაბმელად. ჩვენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დახმარება სათანადო ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების მიღებაში. თვითმკვლელობის შეფასება სტანდარტული მეთოდია ყველა იმ პაციენტთან, რომელზეც არსებობს კლინიკური დეპრესიის ან მაღალი სტრესის ეჭვი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას