შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

40 წლის ექიმსა და მარათონის მორბენალს უვითარდება უეცარი დაწყების გრიპისმაგვარი ავადმყოფობა, რომელიც გაგრძელდა და არ მსუბუქდება რამოდენიმე კვირის განმავლობაში. სიმპტომები პროგრესირებადია და ვლინდება პერსისტენტული დაღლილობა დღისით, ართრალგია სახსრების შეშუპების/სიწითლის გარეშე, ძილის ფრაგმენტირება, მეხსიერების პრობლემები, ახლადგანვითარებული შაკიკი, ფიზიკური აქტივობის შენარჩუნების სიძნელე. აქტივობები (მაგ. მაღაზიაში სიარული), რომლებიც უწინ არ იწვევდა დაღლილობას, ამჟამად განაპირობებს სხეულის დამძიმების შეგრძნებას, კოგნიტურ პრობლემებს და არასტაბილურობის განცდას. აქტივობების შესრულებას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება, რასაც მოჰყვება სამუშაო მეხსიერების უნარის დაქვეითება, მთლიანი სხეულის ტკივილი და გადაღლა. სამსახურში, მისი ელექტრონული სამედიცინო სისტემა გახდა რთულად აღსაქმელი, რამაც გამოიწვია პაციენტების გასინჯვის შესაძლებლობის შემცირება. ამ მდგომარეობამ განაპირობა, მენეჯერის მხრიდან მისი სამსახურიდან გათავსიუფლება, არაპროდუქტიულობის გამო. დასვენება აქტივობებს შორის, შუადღისა და ღამის ძილი ენერგიას არ აღდგენს და არ ხსნის სიმპტომებს. მოწყენილობა და იმედგაცრუება მოსალოდნელი რეაქციაა ჯანმრთელობისა და ძალის უეცარი, ქრონიკული დაქვეითების მიმართ. ოჯახის წევრები და მეგობრები ეჭვის თვალით უყურებენ პაციენტის მდგომარეობას. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში განმეორებითი სამედიცინო გასინჯვა და ლაბორატორიული კვლევები ნორმის ფარგლებშია. გამოირიცხა ჰიპოთირეოზი, აივ, ნარკოტიკების მოხმარება და სხვა სამედიცინო/ფსიქიატრიული დაავადებები.

შემთხვევის ანამნეზი #2

ზამთრის სეზონზე სათხილამურო ინსტრუქტორად მუშაობის შემდეგ, 28 წლის მამაკაცი განაგრძობს ჩვეულ სამსახურს (ხის მჭრელი) მარტში თვეში. აპრილში შენიშნა ახლადგამოვლენილი დაღლილობა და მიალგია, რომელიც თავს იჩენდა ჭამის შემდეგ ყოველ საღამოს. ღამე უფრო ადრე დაიწყო დაძინება, თუმცა დილით დასვენებულად ვერ გრძნობდა თავს და ჰქონდა ტკივილი სხეულის ყველა ნაწილში. ასევე აღენიშნავს მსუბუქ დეზორიენტაციას და უზუსტობას ყოველდღიური გეგმების არსებობაში. დაიწყო სათვალის ტარება, მზის მკვეთრი შუქისგან თვალების დასაცავად. ასევე იყენებს ყურის დამცავებს, ხერხის ხმის თავიდან არიდების მიზნით, რომელსაც სულ უფრო და უფრო ხმაურიანად აღიქვამს. მიუხედავად მისი მაქსიმალური ძალისხმევისა, იგი ვერ ახერხებს მისთვის დავალებული ხის ჭრის გეგმის შესრულებას, ამიტომ აგვისტოს თვეში იგი გადაყვანილ იქნა ბანაკის სამზარეულოში. ოქტომბრის თვეში ის ვერ ახერხებს კარტოფილის გათლას, გენერალიზებული მიალგიისა და ართრალგიის გამო, აღინიშნება დაღლილობის მდგომარეობის გაუარესება და აქტივობების შესრულების დროს საჭიროებს ჯდომას. პაციენტი სამედიცინო გზით გადაყვანილ იქნა რეგიონულ საავადმყოფოში, სადაც 6 კვირის განმავლობაში განმეორებითი სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე ვერ მოხერხდა მდგომარეობის მიზეზის დადგენა. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ნორმის ფარგლებშია: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის შიდსი, ასევე ღვიძლის და ენდოკრინული ფუნქციების და ნარკოტიკებზე სკრინინგის მაჩვენებელი.

სხვა გამოვლინებები

ME/CFS-ის გამოვლინდება შეიძლება იყოს უეცარი სრული სინდრომის 30 დღეში განვითარდებით, ან შესაძლოა სიმპტომები დაიწყოს უფრო ვერაგულად.[10]

მოზარდებს შორის ME/CFS არის სამედიცინო მიზეზით სკოლიდან ხანგრძლივი დათხოვნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.​[11] გარდა დაღლილობისა, ME/CFS-ით დავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, კოგნიტური სირთულეები, ორთოსტატული აუტანლობა და დიდი აქტივობების შემცირება.[12][13] კუჭის ტკივილი უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. მცირე ასაკი ხასიათდება მეტად თანაბარი გენდერული თანასწორობითა და ყელის ტკივილით, თუმცა ნაკლებია კოგნიტური სიმპტომები. მოზარდებში უფრო ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი და თანმხლები დეპრესია. შედარებისთვის, მოზრდილებში უფრო ხშირია შფოთვა, მტკივნეული ლიმფური კვანძები, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ზოგადი შეუძლოდ ყოფნა და ტკივილი.[14] სინდრომის სხვა მახასიათებლებია: აკადემიური მოსწრების გაუარესება, ყოველდღიური საქმიანობების ვერშესრულება, მეგობრების დაკარგვა, კლასგარეშე აქტივობებისგან გამოთიშა, როგორიცაა სპორტი და გაღიზიანებადობა დაავადების საპასუხოდ.

გაწვევის სისტემურმა ცდომილებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს საწყისი სიმპტომების აღწერას იმის გათვალისწინებით, რომ ME/CFS ჩვეულებრივ დიაგნოსტირებული მოზრდილებში სიმპტომების გამოვლენის 6 თვის შემდეგ (ბავშვებისთვის 3 თვე) და ნეგატიური სამედიცინო შეფასების შემდეგ.[3][4][5][6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას