გართულებები
ქრონიკული სიმპტომების გამოვლინება, ფუნქციური შესაძლებლობების კარგვა და შეზღუდული სოციალური თანადგომა პაციენტებს დეპრესიის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს. დეპრესია ასევე შეიძლება წინ უსწრებდეს ME/CFS-ს დაწყებას. მსუბუქი-საშუალო ხარიხის დეპრესიის მკურნალობა ხდება კოგნიტური ქცევითი ფსიქოთერაპიით ან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფარმაკოთერაპიით. დეპრესიის უფრო მძიმე ფორმები (თვითმკვლელობის რიკსის შემცველი) საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფარმაკოთერაპიით. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ ერთ კვლევაში აღმოჩნდა, რომ სუიციდ-სპეციფიკურისიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ME/CFS-ით დავადებულ პაციენტებში ზოგად პოპულაციასთან შედარებით (სტანდარტიზებული სიკვდილიანობის კოეფიციენტი 6.85, 95% CI 2.22-დან 15.98-მდე; P=0.002), რაც მიუთითებს ექიმის მიერ თანაგრძნობის და მუდმივად საქმის კურსში ყოფნის საჭიროებაზე.[212]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას