კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
დეპოლის სიმპტომური კითხვარი
ტესტი
დადასტურებული სკრინინგის ინსტრუმენტი ME/CFS-ისთვის. მთავარი სიახლე არის ის, რომ შეფასებულია ME/CFS სიმპტომების სიხშირე და სიმძიმე.[138] 54 პუნქტისგან შემდგარი საკონტროლო სია უზრუნველყოფს პაციენტის საჩივრების საფუძვლიან შეფასებას. DePaul symptom questionnaire Opens in new window DePaul scoring sheet Opens in new window
შედეგი
სიხშირისა და სიმძიმის აღმნიშვნელი ქულების გაერთიანების შედეგად, ვლინდება თითოეული სიმპტომისათვის დამახასიათებელი ზოგადი ინდიკატორი.
სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით ინფექციის გამოსარიცხად.
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით ანთებითი პროცესის გამოსარიცხად.
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმაშია ან შემცირებულია
CRP
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით ანთებითი პროცესის გამოსარიცხად.
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმალურიდან მაღალ ნორმამდე
სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით, რათა გამოირიცხოს თირკმლების ან ღვიძლის დისფუნქცია, მწვავე ინფექცია ან ავთვისებიანი მდგომარეობა.
მოიცავს შრატში ელექტროლიტებს, შარდოვანა/კრეატინინს, კალციუმს, ფოსფორს, ასპარტატ ტრანსამინაზას/ალანინ ტრანსამინაზას, ჯამურ ცილას, ალბუმინს, გლობულინს.
უზმოდ სისხლში გლუკოზის გასინჯვა დიაბეტის შესაფასებლად.
პათოლოგიების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა კორეგირება და სიმპტომების შემდგომი შეფასება.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით ჰიპოთიროიდიზმის გამოსარიცხად.
პათოლოგიების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა კორეგირება და სიმპტომების შემდგომი შეფასება.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ანტინუკლეური ანტისხეულები, რევმატოიდული ფაქტორი
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით შემართებელი ქსოვილის დაავადებების დროს არსებული ანთებითი მარკერების გამოსარიცხად. ანტინუკლეური ანტისხეულები სინდრომის მქონე პაციენტებში ხშირად დადებითია, რის გამოც საჭიროა განვსაზღვროთ, არის თუ არა ტიტრი მაღალი ან დაბალი (რაც მიუთითებს სისტემურ წითელ მგლურაზე). პროსპექტული კვლევებით რევმატოიდული ფაქტორის როლი განსაზღვრული არ არის.
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნეგატიური
აივ-ანტისხეულების ტესტი
ტესტი
აივ ინფექციის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
გასათვალისწინებელი კვლევები
სიმპტომური ორთოსტაზული აუტანლობა- ორთოსტატიკური სინჯი
ტესტი
ორთოსტაზული ტაქიკარდია/ჰიპოტენზია დიაგნოსტიკურია პოზიციური ორთოსტაზული ტაქიკარდიის სინდრომისათვის.[156]
შედეგი
ნორმაშია; პოზიციური ორთოსტაზული ტაქიკარდიის სინდრომის ნიშანია გულისცემის მომატება 30 დარტყმა/წთ ან მეტით დახრილ მაგიდაზე 10 წუთის შემდეგ (40 დარტყმა/წთ თუ ასაკი არის 12-19).
სისხლის შრატის ფერიტინი
ტესტი
ტარდება ზღვრული ანემიის შესაფასებლად, რომელიც ამწვავებს შემცირებული მოცირკულირე მოცულობისა და დისაუტონომიის ეფექტებს, რაც თავის მხრივ ორთოსტატულ დისბალანსს იწვევს.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
HbA1c
ტესტი
უზმოდ გლუკოზის გაზომვის ალტერნატივა შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
შარდის ტესტი ტოქსინებზე
ტესტი
ტარდება საბაზისო გამოკვლევის სახით ნარკოტიკების მოხმარების გმოსარიცხად (ანამნეზიდან გამომდინარე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში).
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნეგატიური
ანტისხეულების ტესტი გლუტენზე მგრძნობელობა/ცელიაკიაზე
ტესტი
იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზი მუითითებს გლუტენის მიმართ მგრძნობელობაზე, ჩაატარეთ ტესტი IgG ანტიქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას აუტოანტისხეულებზე და IgA ანტიენდომიზიალურ აუტოანტისხეულებზე (შენიშვნა: ცრუ უარყოფითი შედეგები, თუ პაციენტს აღენიშნება IgA ანტისხეულების ნაკლებობა).
დიაგნოსტიკური არ არის.
გაიმეორეთ მხოლოდ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ახალი ტესტები
კარდიოპულმონური დატვირთვის 2-დღიანი ტესტი
ტესტი
ეს ტესტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და მხოლოდ კვლევის მიზნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ქრონოტროპული აუტანლობა ვითარდება მაშინ, როდესაც პაციენტთან ვერ მიიღწევა სამიზნე გულისცემის სიხშირე.[163] პაციენტებს ME/CFS-ით მეორე დღეს უვლინდებათ მნიშვნელოვნად შემცირებული VO2 max, რაც არ არის ნაპოვნი გულის, ფილტვის ან სხვა მდგომარეობების დროს. ჯერჯერობით ამ ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა დადგენილი არ არის, ამიტომ იგი არ არის დიაგნოსტიკური.
ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ გადაღლა მნიშვნელოვნად მძიმდება ტესტირების შემდეგ.[109][110][111][164] გადაღლის დამძიმება უნდა ჩაითვალოს დატვირთვის შემდგომი შეუძლოდ ყოფნის სადიაგნოსტიკო ნიშნად.
შედეგი
VO2 max-ის მნიშვნელოვანი შემცირება მეორე დღის ტესტზე არის ME/CFS-ის სავარაუდო მტკიცებულება[162]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას