პროგნოზი
პროგნოზი საუკეთესოა, როდესაც:
პაციენტი არის >60 წლის ზრდასრული
სხეულის საერთო ზედაპირის ფართობის ჩართულობა დაბალია
პაციენტები გადაყვანილნი არიან დამწვრობის ცენტრში
პაციენტებს სეფსისი არ აქვთ
პაციენტებს არ ესაჭიროებათ ანტიბიოტიკები
პაციენტებს ფილტვის პრობლემები არ აქვთ.
2000-2007 წლებში აშშ-ს საავადმყოფოში ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის მქონე პედიატრიულ პაციენტთა შესწავლამ აჩვენა, რომ 18%-ს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომის რეციდივი 7 წლამდე პერიოდში, საწყისი ეპიზოდის შემდეგ, ხოლო 47% -ს აღენიშნებოდა ხანგრძლივი ნარჩენი მოვლენები. სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ზრდასრულებში.[97][98]
სტივენს-ჯონსონის სინდრომის მქონე 189 ბავშვის ტაილანდში ჩატარებულმა 29-წლიანი პერიოდის რეტროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა გართულებები შემთხვევათა 20%-ში.[99]
SJS
პაციენტების უმრავლესობა განიკურნა, თუმცა მათ შესაძლოა განუვითარდეთ რიგი ოკულური ან ორგანული გართულებები, დაავადების ნარჩენი სახით; სიკვდილობა 1% -დან 5% -მდე.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის თანხვედრა
პაციენტების უმრავლესობა განიკურნა, თუმცა მათ შესაძლოა განუვითარდეთ რიგი ოკულური ან ორგანული გართულებები
TEN
პაციენტების უმრავლესობა განიკურნა, თუმცა მათ შესაძლოა განუვითარდეთ რიგი ოკულური ან ორგანული გართულებები, დაავადების ნარჩენი სახით; სიკვდილობა 25%-დან 35%-მდე.
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მქონე 199 პაციენტის მულტიცენტრულ კვლევაში 64 გარდაიცვალა. გარდაცვალებათა ერთი მესამედი სეფსისით იყო გამოწვეული, ერთი მესამედი სხვადასხვა ორგანოთა უკმარისობით, 14% კარდიოპულმონურ გართულებებთან დაკავშირებით, ხოლო 16% მიეკუთვნებოდა სხვა მიზეზებს. 135 გადარჩენილთაგან, 66% გაეწერა სახლში, 14% დაენიშნა რეაბილიტაცია, 7.3% გადავიდა შუალედური მოვლის დაწესებულებაში და 7.3% დაუბრუნდა მიმმართველ ექიმს.[100]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას