გართულებები
საავადმყოფოში მიღებისას უნდა შეფასდეს პაციენტის ჰიდრატაციის ბალანსი. თუ მათ აღენიშნებათ სტომატიტი, გულისრევა ან ღებინება, სავარაუდოა, რომ ისინი დეჰიდრატირებული არიან. მკურნალობის გარეშე ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამონაყარის/სტომატიტის ანამნეზის შემთხვევაში, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ დეჰიდრატაციის რისკი. ასევე, კანის აშრევების მასშტაბის შესაბამისად, შეიძლება დაკარგოს სითხე კანის გაშიშვლებული ზედაპირის მეშვეობით. ყოველდღიურად უნდა მიმდინარეობდეს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის მონიტორინგი.[63][74]
თუ პაციენტს შეუძლია სითხეების პერორულად მიღება, უნდა წავახალისოთ ისინი, რომ მიიღონ სითხე. სხვა შემთხვევაში საჭიროა ინტრავენური გადასხმები, როგორიცაა რინგერის ლაქტატის ხსნარი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი, პაციენტის ჰიდრატაციის მიზნით.
თუ აშრევებული კანი მოიცავს სხეულის სრული ზედაპირული ფართობის 15-20%-ზე, საჭიროა დამწვრობის რანიმაციული სითხეების გამოყენება შემდეგი პროპორიცით: ზრდასრულებში და >14 წლის ბავშვებში, >40 კგ: 2-4 მლ რინგერის ლაქტატის ხსნარი × კგ წონაზე × % სხეულის სრული ზედაპირული ფართობი; <14 წლამდე ბავშვებში, <40 კგ: 3 მლ რინგერის ლაქტატის ხსნარი × კგ წონაზე × % სხეულის სრული ზედაპირული ფართობი; <10 კგ წონის ჩვილებში: 5%-იანი დექსტროზა რინგერის ლაქტატის ხსნარში.
გამოთვლილი სითხის 50% უნდა გადაისხას პირველ 8 საათის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი გაყოფილი დოზებით 16 საათის განმავლობაში.
პაციენტისთვის სითხის გამოთვლილი რაოდენობის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის რეაგირების კლინიკური შეფასება.
რეჰიდრატაციის მონიტორინგი ხორციელდება შარდის გამოყოფაზე დაკვირვებით. მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულის მიერ შარდის გამოყოფა შეადგენდეს 0.5 მლ / კგ / სთ-ს (30-დან 50 მლ / საათში), ხოლო <30 კგ წონის ბავშვებში - 1 მლ / კგ / სთ-ს. რეჰიდრატაციის გაძლიერება ან შესუსტება შარდის გამოყოფაზეა დამოკიდებული.[63][74]
დიაგნოზის დასასმელად და რეკომენდაციების მისაღებად დაუკავშირდით დერმატოლოგს.
ეს გართულება იშვიათია, მაგრამ შეიძლება ადგილი ქონდეს კიდურებში ან სხეულზე.[107]
კანის ზედაპირის დაკარგვა აშიშვლებს დერმას და ზრდის ინფექციის რისკს. დააკვირდით სასიცოცხლო ნიშნებს და ინტრავენურად გადაასხით სითხეები. პირხახა და დამსკდარი ტუჩები მაქსიმალურად სუფთად უნდა იყოს დაცული.
კანის დაუცველ უბნებზე არ უნდა იქნას გამოყენებული წებოვანი სახვევები.
საჭიროა სისხლის და ღია კანის ზედაპირის კულტურის დათესვა და მკურნალობის დანიშვნა ლაბორატორიული ანალიზით დადგენილი მგრძნობელობის გათვალისწინებით.
თუკი კანგაცლილი ფართობი ინფიცირებულია, ნაჩვენებია დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება, გასუფთავება, ანტიმიკრობული თერაპია და სახვევის გამოცვლა.[63]
ჩვენების შემთხვევაში ჩაატარეთ ინტუბაცია და გამოიყენეთ სასუნთქი აპარატი. გულმკერდის რენტგენოგრაფიით უნდა შემოწმდეს შეხორცების პროცესი.
თვალის გართულებები მოიცავს ფსევდომემბრანულ კონიუნქტივიტს, რქოვანას დაწყლულებას, წინა უვეიტს, დაკრიოცისტოცელეს, ექტროპიას, ტრიქიაზს და სიმბლეფარონს.
SJS/TEN-ის მქონე პარდოს ან ევრპული წარმოშობის ბრაზილიელ ხალხში ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი (HLA)-A*66:01 დაკავშირებულია თვალის მძიმე გართულებებთან; HLA-B*44:03 და HLA-C*12:03 შესაძლებელია იყოს ამ გართულებების მარკერები მათ ევროპელ შთამომავლებში.[101]
დიაგნოზის დასასმელად და რეკომენდაციების მისაღებად დაუკავშირდით ოფთალმოლოგს.
საჭიროა ფრჩხილის საწოლის დაცვა ფრჩხილის ფირფიტების რეგენერაციამდე.
ეს შეიძლება იყოს რეაგირება მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებს პაციენტი ან პასუხი სტივენს-ჯონსონის სინდრომზე (SJS) ან ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზზე (TEN).[42][44][102]
საჭიროა ფერმენტების მონიტორინგი, რათა დავაკვირდეთ მიმდინარეობს თუ არა გამოჯანმრთელება, ასევე ჩვენების შემთხვევაში ღვიძლის ბიოფსია, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ადგილი აქვს თირკმლის დაზიანებას, რაც იწვევს მწვავე ტუბულარულ ნეკროზს და თირკმლების უკმარისობას, ჰიპოპერფუზიის შედეგად ან ფარმაცევტული საშუალებების გამო, როგორიცაა ანტიბიოტიკები, რასაც ვიყენებთ პაციენტებში უხშირესად სეფსისის გამო.
საჭიროა შარდოვანას და კრეატინინის მონიტორინგი, რათა დავაკვირდეთ ხდება თუ არა გამოჯანმრთელება, ასევე ჩვენების შემთხვევაში თირკმლის ბიოფსია, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.[42][44][103]
სხეულის ზედაპირის საერთო ფართობის 15% -დან 20% -მდე ან მეტის აქერცვლის გამო, კანის დაკარგვის შემთხვევაში პაციენტები კარგავენ კანის ზედაპირის თერმოლგულაციის უნარს. ვითარდება ჰიპოთერმია და საჭიროა სხეულის გარედან გათბობა. ჰიპოთერმია საზიანოა სისხლძარღვთა სისტემისთვის, სისხლის შედედების სისტემისთვის და ჭრილობების შეხორცებისთვის. გათბობა მიიღწევა ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდით და თბილი ჰაერით სავსე გასაბერი პლასტიკური საბნების გამოყენებით.
ჰოსპიტალიზებულ ქალ პაციენტებს კონსულტაცია უნდა გაუწიოს გინეკოლოგმა რათა შემცირდეს უროგენიტალური გართულებების რისკი. მათ უნდა ჩაუტარდეთ მენჯის ღრუს გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ვაგინალური სინექია საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე თვეში. არანამკურნალევმა ვაგინალურმა სინექიამ შეიძლება შეაფერხოს სქესობრივი ურთიერთობა ან ნორმალური მშობიარობა ბუნებრივი გზით.[2][104]
დაფიქსირდა ფილტვის ქრონიკული დაავადების გართულებების დაახლოებით 13-დან 16-მდე შემთხვევა, მათ შორის ბრონქიტი, მაობლიტერებელი ბრონქიოლიტი და ბრონქოექტაზია.[105]
ეს გართულება იშვიათია.[106]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას