მეორეული პრევენცია

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღნიშნებათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), არ უნდა გამოიყენონ სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც გამოიწვია ავადმყოფობა. დავრწმუნდეთ, რომ წამლისმიერი ალერგიის სტატუსის(რეაქციის განვითარების თარიღი; წამლის დასახელება[ქიმიური და ჯენერიკული], მიღების გზის, დროის ინტერვალი პირველად მიღებულ დოზასა და შემთხვევას შორის, სიმპტომების ხასიათი და სიმძიმე) ინფორმაცია განახლებულია და შეტანილია გაწერის საბუთებში და ისტორიაში. პაციენტებს სასურველია, ვურჩიოთ სამედიცინო სამაჯურის ტარება.

პაციენტები ყურადღებით უნდა იყვნენ ლორწოვანის ეროზიის, წყლულის ან გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, რადგან ცნობილია, რომ სინდრომი რამდენჯერმე შეიძლება განვითარდეს ერთსა და იმავე ადამიანში.

გენეტიკური წინასწარგანწყობის გამო, ამ პაციენტებმა მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა ჩაიტარონ თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით ან ურეცეპტოდ გაყიდვადი  მედიკამენტებით.

ნებისმიერ ახალ ექიმს, რომელსაც ისინი ეწვევიან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ან რაიმე პრობლემის გამო, უნდა აცნობონ, რომ ჰქონდათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას