დიფერენციული დიაგნოზები
მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ნიშნები / სიმპტომები
წარმოდგენილია ცხელებით, გამონაყარით, ლიმფადენოპათიით, ართრალგიით, ჰეპატიტით, ნეფრიტით, კარდიტით, ეოზინოფილიითა და ატიპური ლიმფოციტებით.[19][65][66]
ყველაზე ხშირი გამომწვევებია ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი, ასევე სულფონამიდები.[19][67]
უფრო ხშირად შავკანიან ადამიანებში.
საჭიროა 2-დან 6 კვირამდე მედიკამენტური თერაპიის დაწყებიდან გამონაყარის დაწყებამდე.[3]
კვლევები
კანის ბიოფსია და კლინიკური სურათი; სისხლის საერთო ანალიზიით შეიძლება გამოვლინდეს ეოზინოფილია; ღვიძლის ფუნქციური სინჯები შეიძლება გაზრდილი იყოს, თუკი სახეზეა ჰეპატიტი.
სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის დაავადება (რიტერის დაავადება ).
ბაქტერიული ენდოტოქსინი შლის ეპიდერმისს, მაგრამ ნეკროზისა და ანთების გარეშე.[24]
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი, ჰემოკულტურა და ჭრილობის გამონადენის დათესვა და კანის ბიოფსია.
ტოქსიური შოკის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, სეფსისისა და მზის დამწვრობის გამონაყარის ნიშნების გამოვლინებით.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი, ჰემოკულტურა და ჭრილობის გამონადენის დათესვა და კანის ბიოფსია.
ტრანსპლანტანტისა და მიმღები პაციენტის შეუთავსებლობა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს უვითარდება გამონაყარი, მაგრამ ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების შემთხვევაში კანი ისე ადვილად არ იქერცლება, როგორც ეს ხდება სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) შემთხვევაში.
პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ გადანერგვა, გამონაყარი უვითარდებათ უცხო ორგანოს მიუღებლობის შედეგად და არა როგორც წამლით გამოწვეული ალერგია, თუმცა IV ხარისხის კანის გამოვლინებები შეიძლება ისეთივე მძიმე იყოს, როგორც TEN-ში. ოფთალმოლოგიური დაზიანებები იშვიათად გვხვდება.[24]
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი და კანის ბიოფსია.
ვეზიკანტებით მოწამვლა.
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური ეფექტები, როგორებიცაა ერითემა და წყლულები, გაჩნდება დაუყოვნებლივ ფოსგენის ოქსიმის ან ლუიზიტის შემთხვევაში ან დაყოვნდება 2-24 საათით მდოგვის აირის შემთხვევაში.[68]
კვლევები
კანის ბიოფსია.
მულტიფორმული ერითემა
კვლევები
კანის ბიოფსია.
დამწვრობა, კანი
ნიშნები / სიმპტომები
ტრავმის შედეგი ეპიდერმისისა და დერმის დარღვევით ცვალებად საფეხურებამდე.[19]
კვლევები
კანის ბიოფსია, თუკი არ არის კარგი ისტორია.
პარანეოპლასტიური პემფიგუსი
გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული მედიკამენტური დაზიანება (GBFDE)
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, ნეიტროფილია, მწვავე სტერილური პუსტულები, ერითმა, სახის შეშუპოება.[71]
კვლევები
კანის ბიოფსია.
კოქსაკის ვირუსი A6
ნიშნები / სიმპტომები
არა წამლების მიღება; ცხელება; პაპილოვეზიკულები ხელებზე, ენაზე, დუნდულებზე, წყლულები პირში.[72]
კვლევები
კანის ბიოფსია; ვირუსი კანში და ბუშტუკის სითხეში.
ჩიკუნგუნიას ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, 1 კვირაში ლაგდება. ვეზიკულები; ბულები; რამდენიმე პატარა, ზედაპირული ეროზია. მუკოზიტი ჩვეულებისამებრ, არ ვითარდება; თუ სახეზეა, ის გამოიხატება მსუბუქი ეროზიებით, რომლებიც ხორცდება 3-4 დღეში. ბავშვი აქტიურია, თამაშობს, კარგად ჭამს. ნელსონის სიმძიმის ქულა 8-დან 10-მდე (ზომიერად ავად არის ან არ არის ავად).[73]
კვლევები
ანტი-ჩიკუნგუნიას ვირუსის ანტისხეულები IgM; ჰისტოპათოლოგია; ნელსონის სიმძიმის ინდექსი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას