განხილვები პაციენტთან

სადაც ეს შესაძლებელია, პაციენტმა უნდა ატაროს MedicAlert ბრასლეტი.[63]

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღნიშნებათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), არ უნდა გამოიყენონ სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც გამოიწვია ეს დაავადება. გადაეცით პაციენტს წერილობითი ინფორმაცია იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც მათ თავი უნდა აარიდონ.[63]

პაციენტები უნდა ერიდონ მზის სხივების ზემოქმედებას მინიმუმ 1 წლის განმავლობაში, კანის გაჯანსაღების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებზეც აღინიშნებოდა გამონაყარი, ბუშტუკები ან კანის ნეკროზი. მათ უნდა გამოიყენონ დამატენიანებელი ჰიდროფილური კრემი..

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას