ეპიდემიოლოგია

სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ითვლება იშვიათ დაავადებებად: აღრიცხული სავარაუდო შემთხვევების ინციდენტობა მერყეობს 2-დან 7 შემთხვევამდე მილიონ ადამიანზე წელიწადში.[4][5][6]

სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ყველა ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.[7]

აქტიური კიბოს შემთხვევაში პაციენტებს აქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გაზრდილი რისკი.[6] აქტიური კიბოთი დაავადებული პაციენტებზე ჩატარებული ერთი რეტროსპექტული კოჰორტული კვლევით დაფიქსირდა 7.2 და 17.9 ინციდენტობა 100000 პაციენტ-წელიწადზე სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დადასტურებული და დადასტურებული პლუს შესაძლო შემთხვევებისთვის (რიგითობა დაცულია).[8]

ინციდენტობა და პრევალენსი გაზრდილია იმ ქვეპოპულაციებში, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან კონკრეტულ მედიკამენტებთან, როგორიცაა ანტიკონვულსანტები, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრუნჩხვები და აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების ისტორია აივ-ინფიცირებულებში, განსხვავებით იმ პაციენტებისაგან, რომლებიც არ იღებენ ზ/ა მედიკამენტებს. აივ-დადებით პაციენტებში სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1/1000 ადამიან-წელიწადს.[9][10]

ფარმაკოგენომური კვლევები აჩვენებს, რომ ეთნიკურმა კუთვნილებამ და ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) ტიპებმა შეიძლება პაციენტებში შექმნას მედიკამნტების გამოყენების საპასუხოდ არასასურველი რეაქციის განვითარების წინასწარგანწყობა.[11][12][13][14][15] HLA-B * 1502 ალელს მჭიდრო კავშირი აქვს კარბამაზეპინ-ინდუცირებულ SJS დაTEN-თან ჰანშუის ჩინურ პოპულციაში; აშშ-ში, სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA) რეკომენდაციას იძლევა, რომ აზიური წარმოშობის ყველა პირს ჩაუტარდეს ტესტირება ამ წამლის დანიშვნამდე.[12] HLA-A * 0206 და HLA-B * 4403 დაკავშირებულია გაციების საწინააღმდეგო წამლებთან ასოცირებულ SJS და TEN-თან.[15] HLA-A * 3101-ს მჭიდრო კავშირი აქვს SJS-სა დაTEN-ის დროს აარსებულ უკულურ და სხვა გართულებებთან ეთნიკურობის მიუხედავად.[11] ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს HLA-B * 5801, იმყოფება ალოპურინოლით გამოწვეული SJS / TENS -ის რისკის ქვეშ.[16]

HLA-B * 1502, HLA-C * 0602 ან HLA-C * 0801 ალელების არსებობა დაკავშირებული იყო ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლით გამოწვეულ SJS / TEN-თან.[2][17] FDA გვირჩევს, რომ პაციენტებმა აბაკავირით აივ ინფექციის მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ სკრინინგი HLA-B * 5701 ალელზე აივ-ინფექციის სამკურნალოდ.[18]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას