კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კანის ბიოფსია
ტესტი
საბოლოო დიაგნოსტიკური ტესტი. თუკი პაციენტთან საეჭვოა სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად, კანის ბიოფსია. დერმატოლოგმა ბიოფტატი უნდა აიღოს ბუშტუკების გადასვლის წერტილში, რათა შეფასდეს კანის აქერცვლის დონე.
განცალკევების ფართობი შეიძლება შეიცავდეს გარკვეული რაოდენობის CD8-დადებით Т-ლიმფოციტს, ხოლო კანი შეიძლება შეიცავდეს CD4-დადებით Т-ლიმფოციტებს და მაკროფაგებს, ბიოფსიის დროს დაავადების სტადიიდან გამომდინარე.[19][Figure caption and citation for the preceding image starts]: სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჰისტოპათოლოგია /ტოქსიკურიეპიდერმულინეკროლიზიექიმ არეტა კოვალ-ვერნის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
კერატინოციტების აპოპტოზი კანში ეპიდერმული შრის დერმული შრისგან მოწყვეტით
სისხლის კულტურები
ტესტი
საჭიროა გამოირიცხოს ტოქსიკური შოკის სინდრომი და დათუთქული კანის სინდრომი, რომლის დროსაც დადებითია ულტურას სტაფილოკოკურ ან სტრეპტოკოკურ გამომწვევებზე.
შედეგი
უარყოფითი SJS / TEN-ში
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
თუკი სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება ეოზინოფილია, განიხილეთ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური გამოვლინებებით [DRESS]). ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება გაზრდილი იყოს, თუკი არსებობს ჭრილობის ინფექცია ან სეფსისი.
შედეგი
შედეგები დამოკიდებულია სტადიაზე, რომლითაც პაციენტი შემოიყვანეს ანალიზისთვის და კანის დაკარგვის სიმძიმეზე; TEN პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ სეფსისი და ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა
გლუკოზა
ტესტი
საჭიროა თანმხლები დაავადებების გამორიცხვა, როგორიცაა დიაბეტი ან ჰიპოგლიკემია, რომლებიც სახეზეა ჰოსპიტალიზაციის დროს.
შედეგი
ჰიპერგლიკემია; ჰიპოგლიკემია
მაგნიუმი
ტესტი
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს მაგნიუმის დაბალი დონე, როგორც თერმული დაზიანების შედეგად კანის დაკარგვის დროს.
შედეგი
ჰიპომაგნიემია; ჰიპერმაგნიემია
ფოსფატი
ტესტი
მომატებული ან შემცირებული დონე მიუთითებს კუნთების დაზიანებაზე, სახსრების ტკივილი და სისუსტე, ან თირკმლის თანმხლები დაავადებები.
შეიძლება საჭირო გახდეს ენდოკრინული დარღვევების ან D ვიტამინის ნაკლებობის შეფასება.
შედეგი
მომატებული; შემცირებული
შარდოვანა
ტესტი
მომატებული შარდოვანა მიანიშნებს ჰიპოვოლემიაზე.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
ბიკარბონატი
ტესტი
მაღალი ან დაბალი დონე შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტზე ან თირკმლის დაავადებაზე.
შედეგი
მეტაბოლური აციდოზი ან ალკალოზი
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
კალიუმის და ნატრიუმის დაბალი დონე მიუთითებს მოცულობის შემცირებაზე.
შედეგი
ჰიპოკალემია; ჰიპონატრიემია
სისხლის შრატის კრეატინინი
ტესტი
მომტებული შრატის კრეატინინი მიანიშნებს თირკმლის უკმარისობაზე ან თირკმელების დაავადებაზე.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ზუსტი დარღვევები ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში ნაწილობრივ დამოკიდებულია მედიკამენტის ტოქსიკურობაზე, რომელმაც გამოიწვია SJS-მ ან TEN-მა, ასევე სხეულის ზედაპირის მთლიანი მოცულობის (TBSA) პროცენტულ ჩართულობაზე. SJS ან TEN-ის სიმძიმიდან გამომდინარე, ციტოკინებით განპირობებული ანთებითი პასუხი, შეიძლება იყოს იმ პასუხის მსგავსი, რომელიც თერმული დაზიანებისას ვითარდება: ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ჰეპატოციტური აპოპტოზი და ნეკროზი.
შედეგი
ცვლადი დარღვევები
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
როგორც წესი, მომატებულია სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შემთხვევაში.
შედეგი
მომატებულია
C- რეაქტიული ცილა
ტესტი
როგორც წესი, მომატებულია სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შემთხვევაში.
შედეგი
მომატებულია
არტერიული სისხლის აირები და ჟანგბადით გაჯერება (ჟანგბადის სატურაცია)
ტესტი
არტერიული სისხლის აირები და ჟანგბადით გაჯერება (ჟანგბადის სატურაცია) დაგეხმარებათ პაციენტის კლინიკური რესპირატორული სტატუსის განსაზღვრაში. SJS / TEN-ის ერთ-ერთი პოტენციული გართულება არის ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ჩართვა როდესაც წარმოიქმნება ბუშტუკები, წყლულოვანი წარმონაქმნები და ფაქტობრივი ლორწოვანი გარსის ქერცლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხორხის სტრიდორი, ასევე შესაძლო რეტრაქციები და ცხვირ-ხახის შეშუპება.
შედეგი
ანოქსემია, აციდოზი
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
პნევმონიის და ინტერსტიციული პნევმონიტის მაღალი რისკის გამო ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა.[63]
შედეგი
შესაძლო პნევმონია/ინტერსტიციული პნევმონიტი
კოაგულოგრამა
ტესტი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზთან დაკავშირებული დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის გამოსავლენად. სხეულის სრული ზედაპირის ფართობის >20%-ზე სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დაზიანების შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ ჰემოსტატიკური დარღვევები, რომლებიც დაფიქსირებულია სხეულის სრული ზედაპირი ფართობის >20%-ის დამწვრობით დაზიანების შედეგად განვითარებული კოაგულოპათიების დროს.[64]
შედეგი
პათოლოგიურია
კანის ნაცხი დაზიანებული კანიდან
ტესტი
დაზიანებული კანის მეორადი ინფექციის გამოსავლენად.
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
მიკოპლაზმის სეროლოგია
ტესტი
Mycoplasma pneumoniae ინფექციის გამოსავლენად, როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ტრიგერის.
შედეგი
შესაძლოა იყოს დადებითი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას