მონიტორინგი

კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს, რადგან თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწერისას განსაზღვრავს შემდგომ ღონისძიებებს. დანიშნეთ პაციენტის შემდგომი დაკვირვების ამბულატორიული ვიზიტები მდგომარეობის შემოწმებისთვის და გართულებების მონიტორინგისთვის.[63]

თუ დაზიანებულია თვალიც, პაციენტი უნდა შეამოწმოს ოფთალმოლოგმა და ორგანოს ნებისმიერი ნარჩენი დაზიანების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტების ჩართულობა, მაგ. პულმონოლოგი, ნეფროლოგი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი ან დამწვრობის სპეციალისტი.[2]

მდედრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მენოპაუზა, უნდა ჩაიტარონ მენჯის გამოკვლევა ვაგინალური სინექიის გამოსარიცხად, საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე თვეში. არადიაგნოსტირებულმა ვაგინალურმა სინექიამ შეიძლება შეაფერხოს სქესობრივი ურთიერთობა ან ნორმალური ბუნებრივი გზით მშობიარობა. მნიშვნელოვანია ამ გართულების პრევენცია.[2][104]

პაციენტებმა, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა ან აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, უნდა გაიარონ შემოწმება ოტორინოლარინგოლოგთან.[2]

პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ მოძრაობის შეზღუდვა, კუნთოვანი ძალის დაქვეითებით. პაციენტებმა ყოველდღიურად უნდა ივარჯიშონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ფიზიოთერაპევტის და საჭიროების შემთხვევაში, შრომითი თერაპევტის თანხლებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას