პროგნოზი
ჰერპეს-ზოსტერი იშვიათად სრულდება ფატალური გამოსავალით იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, თუმცა ინფექცია სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. შემთხვევათა 50%-90%-ში აღინიშნება გართულებები თვალზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის როგორც დროებითი, ასევე მუდმივი დაქვეითება ან სიბრმავე მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში.[96][118][119] სხვა გართულებებია: მეორადი ბაქტერიული ინფექციები (1.1%), პერიფერიული ნერვების დამბლა (1.8%), მგრძნობელობის დაკარგვა (1.8%) და დისემინირებული ჰერპეს-ზოსტერი (1.7%).[41]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას