განხილვები პაციენტთან

ურჩიეთ პაციენტებს, რომ გამონაყარის შენარჩუნება აუცილებელია სუფთად და მშრალად, რათა შემცირდეს ბაქტერიული სუპერინფექციის განვითარების რისკი. ასევე არ შეიძლება ტოპიკური ანტიბიოტიკებისა და ადჰეზიური საფენების გამოყენება, ვინაიდან არსებობს დაზიანებული კანის გაღიზიანებისა და გამონაყარის ალაგების დაყოვნების რისკი. გარდა ამისა, მათ თავი უნდა აარიდონ ისეთი ტანსაცმელის ტარებას, რომელიც შექმნილია გამაღიზიანებელი ბოჭკოთი (მაგ. შალი). პაციენტებთან უნდა განიხილოთ შესაძლო პოსტჰერპესული ტკივილის შესახებ დ მისცეთ რჩევები როგორ მართონ ფსიქოლოგიურად ქრონიკული ტკივილი (მაგ. რელაქსაციური ტექნიკებითა და კონსულტაციით). იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი პაციენტს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საჭიროა მისი მიმართვა ტკივილის მართვის სპეციალისტთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას