შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

77 წლის მამაკაცი 5 დღეა უჩივის მწველ და ყრუ ტიპის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნაწილში. შემდგომ პაციენტს განუვითარდა ერითემა და მაკულოპაპულოზური ტიპის გამონაყარი სხეულის იმ მტკივან ნაწილში. აღნიშნულს თან ახლავს თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. გამონაყარი პროგრესირებს და ყალიბდება 3-5 დღის განმავლობაში გამჭვირვალე ვეზიკულების ჯგუფები სახით, რასაც მოჰყვება პუსტულაცია, დაწყლულება და ფუფხების გაჩენა.

შემთხვევის ანამნეზი #2

65 წლის ქალი უჩივის გენერალიზებულ თავის ტკივილის და მწველ ტკივილს მარცხენა საფეთქლის არეში. ტკივილის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ გაჩნდა რამოდენიმე დაზიანება სახის არეში. გასინჯვისას მაღალი ტემპერატურა არ აღინიშნება. შუბლის მარცხენა არეში აღინიშნება ერითემატოზული მტკივნეული ფოლაქი. უფრო მცირე ზომის სამი მსგავსი ფოლაქი გამოვლენილია მარცხენა საფეთქლისა და ლოყის არეში.

სხვა გამოვლინებები

პაციენტებს შესაძლოა ქონდეს ტკივილი და ცალმხრივი გამონაყარი, რომელიც არ კვეთს შუახაზს. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია მოიცავს ერთ დერმატომს. პროცესში რამოდენიმე დერმატომის ჩართვა იმუნოკომპეტენტურ პირებში ძალინ იშვიათია, თუმცა იმუნოსუპრესიულ პაციენტებში ხშირად გვხვდება.[3]​ კანის მცირერიცხოვანი დაზიანებები პირველადი ან მომიჯნავე დერმატომის მიღმა, არ არის უჩვეულო მოვლენა იმუნოკომპეტენტურ პირებში. პაციენტთა დაახლოებით 20%-სი ვლინდება სისტემური სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა ან დაღლილობა[3]​ მოშუშება ხდება 2-დან 4 კვირამდე პერიოდში და ხშირად მოსდევს ნაწიბურების წარმოქმნა და მუდმივი პიგმენტაცია დაზიანებულ არეში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას