მიდგომა

ინფექციები, როგორც წესი, თვითგანკურნებადია; თუმცა ანტივირუსული სამკურნალო საშუალებების გამოყენება მხედველობაში უნდა მივიღოთ თითოეულ პაციენტში, განსაკუთრებით მძიმედ დაავადებულებსა და/ან >50 წელზე მეტი ასაკის პირებში. ჰერპეს-ზოსტერთან დაკავშრებული გართულებების მაღალი რისკის, მათ შორის პოსტჰერპეტული ნევრალგიის გამო, ანტივირუსული სამკურნალლო საშუალებები რეკომენდებულია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, განსაკუთრებით კი აივ ინფიცირებულებში. მკურნალობა ფოკუსირდება ვირუსული რეპლიკაციის შენელებაზე, ტკივილის მართვაზე და პოსტჰერპესული ნევრალგიის შემცირებაზე. ჰერპეს-ზოსტერის მკურნალობა ორსულებში იდენტურია ინფექციის მქონე სხვა პირების დროს გამოყენებული მკურნალობისა. ანტივირუსულ წამლებს შორის ორსულ ქალებში ყველაზე სიღრმისეულად აციკლოვირია შესწავლილი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება.

ვირუსული რეპლიკაციის შემცირება

ანტივირუსული პრეპარატები ვირუსული რეპლიკაციის შესამცირებლად გამოიყენება თითოეულ პაციენტში, განსაკუთრებით მათში, ვისაც აღენიშნება მძიმედ მიმდინარე დაავადება, არის >50 წლის, არის იმუნოკომპრომისული და/ან აღენიშნებათ სამწვერა ნერვის ჩართულობის ნიშნები. მედიკამენტის გამოყენება ამცირებს ვირუსული ინფექციის გამოყოფის ხანგრძლივობას, აჩერებს ახალი დაზიანებების ჩამოყალიბებას, ახდენს თვალზე შესაძლო გართულებების პრევენციას და ამცირებს ტკივილის სიმძიმეს.[78][79][80][81][82]​​​​ მკურნალობა ჩვეულებრივ, წარმოებს პერორულად მისაღები ანტივირუსული საშუალებებით, როგორიცაა აციკლოვირი, ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი, და ყველაზე ეფექტურია გამონაყარის დაწყებიდან 72 საათის განმავლობაში. ინტრავენური აციკლოვირი გამოიყენეთ იმ პაციენტებთან, რომლებიც ვერ იტანენ პერორულ საშუალებებს. ტოპიკური ანტივირუსული საშუალებები არ არის რეკომენდებული.

კვლევებმა, რომლებიც ადარებდნენ ფამციკლოვირისა და ვალაციკლოვირის ეფექტებს კანსა და ტკივილზე, დაადგინეს, რომ მიზნობრივი ეფექტურობა არ განსხვავდება.[81][83] მაღალი ხარისხის კვლევების სისტემური მიმოხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი გახანგრძლივებული ტკივილის შემცირების თვალსაზრისით აციკლოვირზე უკეთესი პრეპარატებია.[84]

რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების ზოგიერთი მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ ჰერპეს-ზოსტერის მქონე პაციენტებში ანტივირუსული თერაპია ამცირებს პროლონგირებული ტკივილის ხანგრძლივობას და ინციდენტობას.[80][83][85][86][87][88][89] თუმცა სხვა კვლევებმა საპირისპირო შედეგები აჩვენა.[90][91][92] აღმოჩნდა, რომ ფამციკლოვირი, ვალაციკლოვირი და აციკლოვირი პლაცებოსთან შედარებით უკეთესი ეფექტურობით ხასიათდება ტკივილის ხანგრძლივობის შემცირების თვალსაზრისით.[80][86][93][94] თუმცა ქრონიკული ტკივილზე აციკლოვირის ეფექტურობა იყო ნაკლებად ნათელი სხვა კლინიკურ კვლევებში.[91][95]

იმუნოკომპრომისული პაციენტები

ჰერპეს-ზოსტერის ინფექციები უფრო ხშირია და ხშირად უფრო გართულებულია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. ასეთ პაციენტებში მკურნალობის მთავარი მიზანია ინფქეციის გავრცელების შემცირება კანსა და ვისცერულ ორგანოებზე, რასაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარებამდე მიგვიყვანოს . შესაბამისად იმუნოკომპრომისულ პაციენტებში რეკომენდებულია ანტივირუსული თერაპიის სასწრაფოდ დაწყება გამონაყარის გამოვლინებიდან 1 კვირის განმავლობაში ან ნებისმიერ დროს დაზიანებების სრულად ფუფხით დაფარვამდე. ლოკალიზებულ დაავადებას უმკურნალეთ პერორალური ვალაციკლოვირით, ფამციკლოვირით ან აციკლოვირით, შემდგომი ამბულატორიული მეთვალყურეობით. შემოინახეთ ინტრავენური აციკლოვირის თერაპია პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის დისემინირებული ინფექცია, თვალის დაზიანება, ძალიან მძიმე იმუნოსუპრესია ან მედიკამენტების პერორალურად მიღების უუნარობა.

ტკივილის მართვა

ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ამცირებენ ტკივილს როგორც მწვავე ფაზის დროს, აგრეთვე პოსტჰერპესული ნევრალგიისას, ხოლო მედიკამენტის გამოყენების ფორმა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე. მსუბუქი ტკივილისას, შესაფერისია ისეთ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი. მძიმე ტკივილის დროს შეგვიძლია ოპოიდური ჯგუფის ანალგეზიური პრეპარატების გამოყენება. ცნობილია, რომ ეფექტურია ადგილობრივად ლიდოკაინისა და ნერვის მაბლოკირებელი საშუალებების გამოყენება.[96][97][98] ასევე შესაძლებელია კალამინის შემცველი ლოსიონების გამოყენება ღია დაზიანებებზე, ტკივილისა და ქავილის შესამცირებლად.

პოსტჰერპესული ტკივილი

წარმოადგენს ყველაზე ხშირ გართულებას და ეჭვი უნდა მივიტანოთ თუ ტკივილი გრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს გამონაყარის გამოვლინებიდან ან კანზე დაზიანებების ალაგების შემდეგ. ტკივილი უხშირესად თავს იჩენს, როგორც წვის შეგრძნება და ქავილი. სიმძიმე ვარირებს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე.[2] 50 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებს აქვთ გართულებებისა და მძიმე ფორმის ტკივილის მომატებული რისკი.[99] ძირითადად აღმოიფხვრება 6 თვის განმავლობაში; თუმცა 70 წელს გადაცილებული პაციენტებში მაღალია ტკივილის გახანგრძლივების რისკი.

მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს ტკივილის კონტროლის მიღწევას. მსუბუქი-ზომიერი ტკივილის მქონე პაციენტებში მკურნალობა შესაძლოა ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით ან პარაცეტამოლით და გამოიყენება ცალკე ან სუსტ ოპიოდურ ტკივილგამაყუჩებელთან კომბინაციაში.[100][101][102][103][104] აღმოჩნდა, რომ ტოპიკური კაპსაიცინი აგრეთვე ასუსტებს ტკივილს.[105][106][107][108] საშუალო- მძიმე ფორმის ტკივილის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვიხილოთ მძიმე ოპიოიდური ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლები. მკურნალობა შესაძლებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, როგორიცაა ამიტრიპტილინი ან ასევე ეფექტურია ანტიკონვულსანტები, როგორიცაა გაბაპენტინი ან პრეგაბალინი.[109][110][111][112] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] ტკივილის შემსუბუქების თვალსაზრისით გაბაპენტინსა და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს შორის ერთ-ერთი მეტა-ანალიზის მიხედვით განსხვავება არ გამოვლინდა.[113] ოპიოდების აუტანლობის ან დამოკიდებულების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოიყენება ცალკე ან კომბინაციაში ანტიკონვულსანტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან კორტიკოსტეროიდები.

არ არსებობს სტანდარტული გაიდლაინები იმის შესახებ, თუ რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ თავდაპირველად მკურნალობის დროს.[114] მკურნალობის ხსენებული საშუალებები გამოიყენება ცალკეული სახით ან კომბინაციაში და დამოკიდებულია ტკივილის სიმძიმესა და მკურნალობის პასუხზე.

თვალის დაზიანება

მკურნალობა მოიცავს ისეთი ანტივირუსული წამლების გამოყენებას, როგორიცაა აციკლოვირი, ფამციკლოვირი ან ვალაციკლოვირი 7-10 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყება უმჯობესია გამონაყრის გამოვლინებიდან პირველი 72 საათის განმავლობაში. ინტრავენური აციკლოვირი საჭიროებისამსებრ ინიშნება რეტინიტის შემთხვევაში. პერორალური ანტივირუსული წამლები აცხრობენ მწვავე დაავადებას და აჩერებენ ანთების ხელახალ განვითარებას.[82]​​[115] მკურნალობის სხვა მეთოდები მოიცავს: ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, ანტიბიოტიკის შემცველი თვალის მალამოს თვალის ზედაპირის დასაცავად და ტოპიკური კორტიკოსტეროიდებს. ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ გაგზავნა საჭიროა თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება გამოვლინებები თვალზე. დაიწყეთ ანტივირუსული მკურნალობა რაც შეიძლება მალე, გადამისამართებამდე.[3]

ქრონიკული პრობლემების მკურნალობის დროს გამოიყენება:[3]

  • ლუბრიკანტის შემცველი, ხელოვნური ცრემლის გელები ან ცრემლები (კონსერვანტების გარეშე)

  • ანტიბიოტიკის შემცველი მალამო

  • ლატერალური ტარსორაფია რქოვანების (რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოსთეზიურობა/ანესთეზიურობა ნეირონული დაზიანების შედეგად) ჩამოშლისგან დასაცავად

  • უწყვეტი რეჟიმის, თერაპიული რბილი კონტაქტური ლინზები და ანტიბიოტიკის წვეთები

  • ტოპიკური კორტიკოსტეროიდები და ანტიბიოტიკები ანთებითი დაავადების შემთხვევაში (ირიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი და იმუნური კერატიტი)

  • დილატაცია ირიტის შემთხვევაში

  • გლაუკომის მკურნალობა საჭიროებისამებრ

  • ქირურგიული მართვა საჭიროებისამებრ ქირურგიული მართვა საჭიროებისამებრ მაგ.: ამნიოტური მემბრანის ტრანსპლანტაცია, ქსოვილთა ადჰეზიური წებო წყლულებისათვის, კერატოპროთეზირება და ტრაბეკულექტომია გლაუკომის დროს.

ქრონიკული ტკივილის მართვა, როგორც წესი, მსგავსია პოსტჰერპესული ნევრალგიის მართვისა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას