პირველადი პრევენცია

ვაქცინაცია გვეხმარება HZ და HZ-თან დაკავშირებული პოსტჰერპესური ნევრალგიის თავიდან აცილებაში.[34][35][36]​​​ Shingrix ® არის ზოსტერის რეკომბინანტული ვაქცინა, რომელიც შეიცავს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) გლიკოპროტეინს E-ს და AS01B დამხმარე სისტემას. Zostavax® არის ცოცხალი, ატენუირებული VZV-ის ოკა/მერკის შტამის ლიოფილიზებული ან ყინვაში გამომშრალი პრეპარატი.

Zostavax® იყო პირველი ვაქცინა, რომელიც დამტკიცდა 50 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში, ჰერპეს ზოსტერის და მასთან დაკავშირებული პოსტჰერპესული ნევრალგიის პრევენციისთვის.[37][38][39]​​[40] ზოსტავაქსი ® ინიშნება ერთჯერადი კანქვეშა დოზის სახით და შეუძლია შეამციროს HZ შემთხვევები 51%-ით, პოსტჰერპესური ნევრალგიის შემთხვევები 67%-ით და დაავადების საერთო დატვირთვა 61%-ით.[41] იმის გამო, რომ ეს არის ცოცხალი ვაქცინა, ის უკუჩვენება არის მძიმე ფორმის იმუნოსუპრესირებულ ადამიანებში, ორსულებში ან ბავშვებში. ის შიძლება უსაფრთხოდ შევიყვანოთ გრიპის ვირუსის ოთხვალენტურ ვაქცინასთან ერთად.[42] მნიშვნელოვანია, რომ Zostavax® ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ხანდაზმულ პაციენტებში და ვაქცინის ეფექტურობა სრულად ქრება დაახლოებით 10 წელში.[43]

2017 წელს აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ დამტკიცდა ჰერპეს-ზოსტერის ვაქცინა Shingrix®, ასევე ≥50 წლის მოზრდილებისთვის. სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) რეკომენდაციას უწევს ჰერპეს-ზოსტერისა და პოსტჰერპესული ნევრალგიის პრევენციისთვის ≥50 წლის ადამიანებში Zostavax® -ის ნაცვლად Shingrix® -ის გამოყენებას.[44] ეს ნიშნავს რეკომენდებული ვაქცინაციის ასაკის შემცირებას ≥60 წლის. იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) აგრეთვე რეკომენდაციას უწევს, რომ ყველა პაციენტს, რომლებსაც წინათ ვაქცინაცია ჩაუტარდათ Zostavax®-ით მიიღონ Shingrix® მათი საწყისი ვაქცინაციიდან სულ მცირე 2 თვის შემდეგ. Shingrix® საჭიროებს 2 ინტრამუსკულარულ დოზას, რომელიც შეიყვანება 2-6 თვის ინტერვალით და აქვს უფრო მაღალი ეფექტურობა Zostavax®-თან შედარებით, ჰერპეს-ზოსტერის შემთხვევები მცირდება 97%-ით.[45][46][47]​ ანალიზის მიხედვით, რომელიც აერთიანებს Shingrix ® -ის ორ დიდ ფაზაში 3 კვლევას, ეფექტურობა HZ-თან დაკავშირებული გართულებების წინააღმდეგ მსგავსი იყო ≥50 წლის და ≥70 წლის ასაკის მოზრდილებში და HZ-თან დაკავშირებული გართულებების შემცირების უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო HZ-ის შემთხვევების შემცირებით.[48] რაც მთავარია, Shingrix®-ის ეფექტურობა მხოლოდ ოდნავ მცირდება 7 წლის შემდეგ და რჩება >84%-ზე.[49] თუმცა, ეფექტურობის მონაცემები 2-დოზიანი სერიიდან 10-წლიანი შემდგომი დაკვირვების შესახებ, ჯერ კიდევ გამოკვლევის პროცესშია. ერთჯერადი დოზის ეფექტურობა აგრეთვე უცნობია, მაგრამ ადრეული კვლევები მიუთითებს, რომ ერთჯერადი დოზა არ განაპირობებს სძლიერ იმუნურ პასუხს.[36][50][51]​​​ ამიტომ, ექიმები უნდა ეცადონ, დაარწმუნონ პაციენტები, რომ მიიღონ ორივე დოზა. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია სერია დასრულდეს 2-დან 6-მდე თვეში, როგორც ეს მითითებულია, რადგან სერიას 12 თვის ინტერვალის დოზირებით, უფრო დაბალი იმუნოგენურობა აქვს.[52] ამჟამად არ არსებობს რეკომენდაცია ორსულობის დროს Shingrix®-ის გამოყენების შესახებ; შეიძლება განიხილებოდეს ვაქცინაციის გადადება ორსულობის დასრულებამდე.[47]

ჰერპეს-ზოსტერის მეტი შემთხვევების პრევენციას Shingrix® ახდენს, თუმცა აგრეთვე იწვევს ინექციის ადგილის უფრო მეტ რეაქციას Zostavax®-თან შედარებით.[53] მე-3 ხარისხის სისტემური ვაქცინის რეაქცია განისაზვრება როგორც სიმპტომები, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიური აქტივობების განხორციელებას, ეს ხდება ვაქცინის მიმღებთა 17%-მდე რაოდენობაში და უფრო ხშირია მეორე დოზის დროს ვიდრე პირველი დოზისას.[45] Shingrix®-ის წარდგენიდან 1 წლის შემდეგ ლიცენზიის შემდგომი უსაფრთხოების ზედამხედველობამ დაადგინა, რომ უსაფრთხოების მონაცემები შეესაბამებოდა კლინიკურ კვლევებს.[54] Shingrix® უსაფრთხოა და იმუნოგენურია პაციენტებში, რომლებსაც წინათ ჩაუტარდათ Zostavax®-ით ვაქცინაცია.[55] გარდა ამისა, მისი შეყვანა შესაძლებელია გრიპის ვაქცინასთან ერთად, იმუნური პასუხში ჩაურევლად.[56] Shingrix® ავლენს, რომ ამცირებს ჰერპეს-ზოსტერის დაავადების ტვირთს და ჰერპეს-ზოსტერთან დაკავშირებულ ტკივილის სიმძიმეს, აგრეთვე აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.[57] Medicare-ის ჩივილების მონაცემების ანალიზმა აღმოაჩინა გიენ-ბარის სინდრომის (GBS) გაზრდილი რისკი ≥65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებმაც მიიღეს Shingrix®. Zostavax®-is რეციპიენტებთან შედარებით, Shingrix®-ით ვაქცინირებულ ხანდაზმულებს ჰქონდათ გიენ-ბარეს სინდრომის განვითრების ორჯერ მაღალი რისკი, რაც ექვივალენტურია 6.47 შემთხვევისა მილიონ დოზაზე. თუმცა, Shingrix®-ის რისკისა და სარგებლის ბალანსის საფუძველზე კვლავ მხარდაჭერილია მისი გამოყენება.[58]

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Zostavax® ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით კანქვეშ; და Shingrix® გამოიყენება 2 დოზის სახით (2-დან 6 თვემდე ინტერვალით ზოგად პოპულაციაში, ან 1-დან 2 თვემდე ინტერვალით იმუნოსუპრესიის ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში) კუნთში. ვაქცინის ორი კომპონენტის შერევის საჭიროება შენახვის სხვადასხვა მოთხოვნასთან და Zostavax®-ის მიღების განსხვავებულ გზასთან ერთად იწვევს შეცდომების უფრო მაღალ რისკს Shingrix®-ის გამოყენებისას, რამაც გამოიწვია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ექიმებისთვის შესახსენებელის გაცემა.[59]

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები ჰერპეს ზოსტერის ინფექციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან და მათი ვაქცინირება ამიტომ მნიშვნელოვანია.[60] Shingrix®-ის ერთ-ერთმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ მოზრდილებში, რომლებსაც ჩაუტარდათ აუტოლოგიური ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, 21 თვიანი შემდგომი მეთვალყურეობის შედეგად დაადგინა, რომ 2-დოზიანი ვაქცინის კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს ჰერპეს-ზოსტერის ინციდენტობას პლაცებოსთან შედარებით და აქვს 68%-იანი ეფექტურობა.[61] ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში Shingrix®-ის მე-3 ფაზის კვლევის მონაცემების მიმოხილვის შემდგომმა (post-hoc)ანალიზმა 11-თვის განმავლობაში დაკვირვებით აჩვენა 87%-იანი ეფექტურობა.[62] სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ Shingrix® ასტიმულირებს იმუნურ პასუხს თირკმლის ტრანსპლანტაციის მიმღებ და ორგანოს სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში.[63][64] აივ ინფექციით დაავადებულ პაციენტებში აჩვენა, რომ Zostavax®-is ორი დოზა aRmoCnda უსაფრთხოა და იმუნოგენური იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა ≥200 უჯრედი/მმ³.[65] 1/2 ფაზის რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში გამოვლინდა, რომ Shingrix® ზრდის ჰუმორულ და უჯრედული იმუნიტეტს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <200 უჯრედი/მმ³ და არ იწვევს ვაქცინასთან დაკავშირებულ მძიმე გვერდით მოვლენებს.[66] თუმცა, ამჟამად არ არსებობს მე-3 ფაზის მონაცემები Zostavax®-ის და Shingrix®-ის შესახებ აივ-ით დაავადებულ პაციენტებში. აშშ-ის გაიდლაინის მიხედვით, აივ ინფიცირებულ მოზრდილებში ოპორტუნისტული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, რეკომენდირებულია ვაქცინაცია Shingrix ® -ით ≥18 წლის ასაკის მოზრდილებში, CD4-ის რაოდენობის მიუხედავად.[13] ვაქცინაცია არ უნდა უნდა ჩატარდეს HZ-ის მწვავე პერიოდის განმავლობაში და მეტიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვაქციანცია უნდა დაყოვნდეს მანამდე, სანამ პაციენტი ანტირეტროვირუსული თერაპიის ფონზე ვირუსოლოგიურად სრულად სუპრესირებული არ იქნება, ან სანამ ვაქცინაციაზე მაქსიმალური პასუხის გამოოვლენის მიზნით, CD4-ის რაოდენობა არ აღდგება.[13]

მრჩეველთა კომიტეტი იმუნიზაციის პრაქტიკების შესახებ რეკომენდაციას უწევს Shingrix®-ის გამოყენებას იმუნოდეფიციტის ან იმუნოსუპრესიის მქონე 19 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.[67][68] იდეალურ შემთხვევაში, Shingrix® უნდა დაინიშნოს მანამდე, სანამ განუვითარდებათ იმუნოსუპრესია, ან წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც იმუნური პასუხი ძლიერია (ანუ უფრო დაბალი იმუნოსუპრესიის და სტაბილური დაავადების პერიოდში).[69]

აშშ-ში Zostavax ® კომერციულად აღარ არის ხელმისაწვდომი; Shingrix ® არის HZ-ის საპრევენციო ერთადერთი ხელმისაწვდომი ვაქცინა.[69]​ ევროპაში, 2018 წლის იანვარში, Shingrix ®-ს მიენიჭა მარკეტინგული ავტორიზაცია HZ და პოსტჰერპესური ნევრალგიის პრევენციისთვის ≥50 წლის ასაკის პირებში. 2020 წლის ივლისში, ავტორიზაცია განივრცო ≥18 წლის პირებისთვისა, რომელთაც ჰერპეს-ზოსტერის გაზრდილი რისკი აქვთ. დიდ ბრიტანეთში, 2023 წლის სექტემბრიდან, ნაცვლად Zostavax®-ისა, Shingrix ® უკვე შეთავაზებული იქნება  იმუნოკომპეტენტური პირებისთვს 60 წლიდან(ეტაპობრივად 10 წლიანი პერიოდებით, მათთან ვინც ხდება 65 და 70 წლის) და მძიმე იმუნოსუპრესირებული პირებისთვის 50 წლიდან.[70]

მეორეული პრევენცია

პაციენტებს შეუძლიათ გაავრცელონ ვირუსი დაზიანებული ვეზიკულებიდან გამოყოფილი სითხის საშუალებით პირებში, რომელთაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვთ; ასე რომ, პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ გარშემომყოფებთან პირდაპირ კონტაქტს. ინფექციის ტრანსმისიას აგრეთვე ამცირებს კანის დაზიანებული ნაწილის ტანსაცმლით დაფარვა, რომელიც ნორმალურ პირობებში დაფარული არ არის. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ინფექციის გაავრცელება დაზიანებული უბნებიდან და სასუნთქი გზებიდან.

შეერთებულ შტატებში, პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა ვარიცელას ვაქცინაციით ან ვარიცელა-ზოსტერის იმუნოგლობულინით, უნდა განიხილებოდეს, თუ პაციენტი არის მგრძნობიარე და ახლო კონტაქტი აქვს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსით დასნებოვნებულ პირთან.[125]​ Varicella-zoster იმუნოგლობულინი, რეკომენდებულია იმ პაციენტებთან, რომლებსაც არ აქვთ ვარიცელას მიმართ არსებული იმუნიტეტის მტკიცებულება, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ვარიცელას და გართულებების მაღალი რისკის ქვეშ, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან ვარიცელასა ან ჰერპეს ზოსტერთან და, ვისთვისაც ვარიცელას ვაქცინა უკუნაჩვენებია.[126]

დიდ ბრიტანეთში, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა რეკომენდირებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მჭიდრო ექსპოზირება ზოსტერთან (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი), რომლებიც იმყოფებიან მძიმე ჩუტყვავილას რისკის ქვეშ (მაგ., იმუნოსუპრესიული პირები, ახალშობილები, ორსული ქალები) და, რომელთაც არ აქვთ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის ანტისხეულები. პირველი რიგის მკურნალობა არის ორალური ანტივირუსული საშუალებები(მაგ., აციკლოვირი, ვალაციკლოვირი). ადამიანის ვარიცელა-ზოსტერის ინტრამუსკულური იმუნოგლობულინი (VZIG) არის მეორე რიგის საშუალება მათთვის, ვისაც არ შეუძლია პერორული ანტივირუსული საშუალებების მიღება და პირველი რიგის მკურნალობაა მგრძნობიარე ახალშობილებში, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან მშობიარობიდან 1 კვირის განმავლობაში. ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინის ინტრავენური შეყვანა არის ვარიანტი იმათთვის, ვისაც არ შეუძლიათ ანტივირუსული წამლების ან VZIG-ის მიღება.[127]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას