მიდგომა

დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურად დგინდება და არ საჭიროებს ტესტირებებსა და კულტურას.

სიმპტომები და ნიშნები

ტიპიური გამოვლინება მოიცავს დერმატომულ ტკივილს, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარის გაჩენა დაზიანების ადგილზე. ჰერპეს-ზოსტერის მქონე პაციენტების დაახლოებით 70%-80%-ს თავდაპირველად უვლინდება ტკივილი იმ დერმატომის ნაწილში, სადაც შემდგომში ვითარდება გამონაყარი.[22] დაზიანებულ დერმატომაზე ტკივილი უხშირესად გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყალიბდება გამონაყარი. თუმცა ზოგიერთ პაციენტს გამონაყრის გამოვლინებამდე ტკივილი 1 კვირის განმავლობაში აღენიშნება.[3]​ ეს ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული და, როგორც წესი აღწერენ, როგორც წვას, ჩხვლეტას ან ფეთქვას. ტკივილის სიძლიერე ცვალებადია და ზოგჯერ შეიძლება იყოს იმდენად ინტენსიური იყოს, რომ პაციენტს დაეღვეს ძილი და გაუუარესდეს ცხოვრების ხარისხი.[71] გამონაყარი თავდაპირველად არის ერითემატოზული მაკულური ფუძით, თუმცა სწრაფადვე, 1-2 დღეში გარდაიქმნება ვეზიკულებად და გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში. დაზიანებები, როგორც წესი, ჯგუფდებიანკანის მგრძნობიარე (სენსორული) ნერვის ტოტების გასწვრივ ვეზიკულების პუსტუელბად გარდაქმნა იწყება გამონაყრის გამოვლენიდან 1 კვირის შემდეგ., რასაც 3-5 დღეში მოჰყვება დაწყლულებები და ქერქების გაჩენა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მძიმე ჰერპეს-ზოსტერი იმუნოკომპრომისულ პაციენტებში T1 და T2 დერმატომებზე.BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.07.2008.0533] Copyright © 2009 by the BMJ Publishing Group Ltd. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@38cf37c6[Figure caption and citation for the preceding image starts]: მძიმე ჰერპეს-ზოსტერი იმუნოკომპრომისულ პაციენტებში T1 და T2 დერმატომებზე.BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.07.2008.0533] Copyright © 2009 by the BMJ Publishing Group Ltd. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4947d139[Figure caption and citation for the preceding image starts]: აღწერილია მძიმე ჰერპეს-ზოსტერის ინფექცია იმუნოკომპრომისულ პაციენტში: მრავლობითი დაჯგუფებული ვეზიკულებით, რამოდენიმე პუსტულით და ექსტენსიური მოშავო წებოვანი ფუფხები ეროზიებით.BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.07.2008.0533] Copyright © 2009 by the BMJ Publishing Group Ltd. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6c63425d პაციენტთა დაახლოებით 20%-ს უვლინდება სისტემური სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა ან დაღლილობა[3]​ იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი გამონაყარის გარეშე (ჰერპესი ზოსტერის გარეშე).[72]

ლაბორატორიიული კვლევები

ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) დნმ-ის აღმოსაჩენად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) ყველაზე მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით გამოირჩევა, თუმცა ხსენებული გამოკვლევა ძვირადღირებულია. კანის ანაფხეკის იმუნოჰისტოქიმიური ანალიზი ნაკლებად ძვირადღირებული ტესტია რომლის მგრძნობელობა არის 90%, ხოლო სპეციფიკურობა- 95%. ვირუსის კულტურა ძალიან სპეციფიკურია თუმცა ვირუსის არამდგრადი და მყიფე ბუნების გამო ხასიათდება დაბალი მგრძნობელობით.[3]​​[22] თითქმის ყველა შემთხვევაში ჰერპეს-ზოსტერი შესაძლებელია და უნდა გამოვავლინოთ ანამნეზითა და გასინჯვით. ლაბორატორიული ტესტებით დიაგნოზის დადასტურება შესაძლოა საჭირო გახდეს გენიტალური ზოსტერის მარტივი ჰერპესისგან დიფერენციაციის თვალსაზრისით ან ჰერპეს-ზოსტერის მხოლოდ ტკივილით მიმდინარე (ზოსტერი sine herpete) ფორმის დიაგნოსტიკის დროს.

იმის გამო, რომ ჰერპეს-ზოსტერი არის აივ-ის ინდიკატორი (ანუ არადიაგნოსტირებულ აივ ინფექციისას ჰერპეს-ზოსტერის პრევალენტობა 0.1%-ზე მეტია), რეკომენდებულია, რომ ჰერპეს-ზოსტერის მქონე პაციენტებს შევთავაზოთ აივ ტესტირება.[73][74]​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას