ეპიდემიოლოგია

დიდ ბრიტანეთში ჰერპეს-ზოსტერის ყოველწლიური ინციდენტობა გამოთვლილია და არის 1.85-დან 3.9-მდე შემთხვევა ყოველ 1000 მოსახლეზე.[4] ის იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, 50 წლამდე ადამიანებში იმატებს ორზე ნაკლები შემთხვევით ყოველ 1000 ადამიანზე, ხოლო 80 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში კი 1-მდე შემთხვევით ყოველთ 1000 ადამიანზე-

მსგავსი ინციდენტობის სიხშირე დაფიქსირდა აშშ-ში, სადაც მოზრდილთა 90%-ზე მეტს ჰქონდათ ვარიცელა ზოსტერის ვირუსის სეროლოგიური მტკიცებულება და შესაბამისად ჰერპეს-ზოსტერის რისკი.[5] ჰოლანდიაში, ჰერპეს-ზოსტერის ინციდენტობა არის 3.4 ყოველ 1000-ზე.[6] იტალიაში, ინციდენტობა >14 წლის ადამიანებში დადგენილია და არის 1.4 ყოველ 1000-ზე.[7] ესპანეთში ინციდენტობა არის 4.2 ყოველ 1000-ზე.[8] ჰერპეს-ზოსტერი არ ხასიათდება სეზონური ვარიაბელურობით და ასევე განსხვავებული ინციდენტობით მსოფლიო მასშტაბით.

ინციდენტობა მაღალია ქალებს შორის.[9] ინციდენტობა ასევე მაღალია იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებში (მაგ. აივ ინფიცირებულები ან ავთვისებიანი დაავადებების მქონენი, ქიმიოთერაპიულ ან კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებზე მყოფი პაციენტები.[10][11][12] სარტყლისებური ლიქენის (იგივე სირსველი) რისკი რჩება მაღალი აივ ინფიცირებულ ადამიანებში, მაშინაც კი თუ ისინი იტარებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას.[9][13][14] შავკანიანები უფრო ნაკლებად ავადობენ ჰერპეს-ზოსტერით, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფები.[15] უცნობია, თუ იცავს ექსპოზიცია აუცრელ ბავშვებს..[16]

ჰერპეს-ზოსტერის ინციდენტობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა აშშ-ში, ვარიცელას ვაქცინაციის პროგრამამდე და მას შემდეგაც.[17][18] ინციდენტობა ასევე გაიზარდა სხვა ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი და იაპონია, სადაც არ არის ვარიცელას ვაქცინაციის პროგრამები.[19][20][21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას