გართულებები
ვითარდება ვირუსული ინფექციით სამწვერა ნერვის დაზიანების დროს. ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს კონიუნქტივიტი, კერატიტი, რქოვანას დაწყლულება, ირიდოციკლიტი, გლაუკომა და სიბრმავე. ყველა პაციენტს უნდა დაენიშნოს ანტივირუსული მკურნალობა. გამონაყარის განვითარებიდან პირველი 72 საათის განმავლობაში დანიშნული ანტივირუსული პრეპარატი ამცირებს გართულებების ინციდენტობას 25 %-ით.[120] თვალის მალამო (ლუბრიკანტი) უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომელთაც განვითარებული აქვთ თვალის დახამხამების რეფლექსის პრობლემა, რათა თავიდან ავირიდოთ რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება.
კანზე არსებულ დაზიანებებზე მეორადი ინფექციის მიზეზი, როგორც წესი, სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკული ბაქტერიაა. ბაქტერიული მეორადი იფნექცია იწვევს ცელულიტს, ოსტეომიელიტს ან სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს, როგორიცაა ნეკროზული ფასციტი და სეფსისი. სიმპტომებია: ტკივილი, სიწითლე და შეშუპება დაზიანების მიდამოებში. დაზიანებები შესაძლოა დაჩირქდეს. ინფექციის სამკურნალოდ საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია.
როგორც წესი, ვლინდება გამონაყარის გაჩენიდან რამდენიმე დღეში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჰერპეს-ზოსტერის ეპიზოდიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ვლინდება თავის ტკივილით, მენინგიზმით, ცხელებით, ატაქსიითა და გულყრებით. ქრონიკული ენცეფალიტი თითქმის ყოველთვის იმუნოკომპრომისულ პაციენტებში გვხვდება. მისი დაწყება ძირითადად, გამონაყარის ჩაცხრობიდან რმოდენიმე თვეში ხდება. პაციენტებს უხშირესად ქვემწვავე სიმპტომები უვლინდებათ: თავის ტკივილი, სიცხე და ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები. თუმცა პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ კეროვანი სიმპტომები, როგორიცაა ჰემიპლეგია და აფაზია. პროგნოზი არასახარბიელოა. მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებით ვლინდება თავის ტვინის ქერქოვანი და ქერქვეშა რუხი და თეთრი ნივითირებების ინფარქტები და ასევე მცირე ზომის სისხლძარღვების ვასკულიტი.
ჩნდება ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის ხელახალი გააქტიურებისას კრანიალური ნერვის VII (სახის ნერვის) მუხლის განგლიაში. გვხვდება ზოსტერის შემთხვევების <1%-ში და უფრო ხშირია 60 წელს გადაცილეულ პირებში. რამსეი ჰანტის სინდრომის კლასიკური ტრიადა არის ოტალგია, ვეზიკულური გამონაყარი ყურზე (ჰერპეს ზოსტერი oticus) და სახის იფსილატერალური დამბლა. რამსეი ჰანტის სინდრომი განსხვავებულია მოტორული კომპონენტით (იფსილატერალური სახის დამბლა), რაც ვითარდება იმ ნერვის გამო, რომელიც გამოდის სახის ნერვის მოტორული ბირთვიდან და გადის მუხლის განგლიაში. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს ტინიტუსი, სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და ნისტაგმი, რაც დაკავშირებულია ვესტიბულოქოლეურ ნერვის ჩართულობასთან. რამსეი ჰანტის სინდრომის სამკურნალოდ რეკომენდებულია ანტივირუსული აგენტებითა და სტეროიდებით კომბინირებული თერაპიას. სწრაფი დიაგნოსტიკა და მკურნალობა (იდეალურად 72 საათის განმავლობაში) განაპირობებს გაუმჯობესებულ გამოსავალს.[121][122]
ხშირია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში და, როგორც წესი, ვითარდება გულმკერდის ჰერპეს-ზოსტერის შემდეგ. კუნთების სისუსტე უმეტესწილად ვითარდება ზურგის ტვინის იმავე სეგმენტში, რომელშიც გამონაყარია. პირველი სიმპტომი უხშირესად შარდის შეკავებაა. მაგნიტურ რეზონანსული გამოსახულება უჩვენებს მიელიტის არსებობას ინფექციის სეგმენტში.
ბადურის მწვავე ნეკროზი შეიძლება განვითარდეს იმუნოკომპეტენტურ და იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში. ის ჩვეულებრივ ცალმხრივია და ვლინდება, როგორც მხედველობის მწვავე დაქვეითება შესაძლო სიწითლით, ფოტოფობიით, ტკივილით, მხედველობის ველში მოძრავი წერტილების და ციმციმის/ნათების გაჩენით. ანთება შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის. ბადურის გარეთა პროგრესირებადი ნეკროზი ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, როდესაც CD4 რაოდენობა არის <100 უჯრედი/მმ3. ეს ჩვეულებრივ ორმხრივია და ანთება მინიმალურია. ბადურის გარეთა შრეებში პერიფერიული დაზიანებები ერთმანეთს ერწყმის, რაც იწვევს ბადურის სრული შრეების ნეკროზს და შესაძლოა ბადურის აცლას.[13][123][124]
მკურნალობა ხდება ანტივირუსული საშუალებებით და რეკომენდებულია გამოცდილი ოფთალმოლოგის ჩართვა.
ხშირია ძალიან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ვეზიკულური გამონაყარი მოიცავს რამოდენიმე დერმატომას და შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს ვისცერული ჩართულობა. პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ინტრავენური აციკლოვირი სანამ ინფექციის კონტროლი არ იქნება მიღწეული. ამის შემდეგ მკურნალობის კურსის დარჩენილი ნაწილის ჩატარება შესაძლებელა პერორალური ანტივირუსული მედიკამენტებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას