ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკფაქტორებია: ასაკი > 50 წელი, აივ-დადებითი, კორტიკოსტეროიდების ქრონიკული გამოყენება, ქიმიოთერაპია და ავთვისებიანი მდგომარეობა.
ლოკალური ტკივილი დერმატომაში
ტკივილი არის ლოკალიზებული, მწველი, მსუსხავი, გამჭოლი ხასიათის, ქავილით მიმდინარე და შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან ძლიერიამდე
ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია დაზიანებულ დერმატომაზე, შესაძლოა გამონაყარის ჩამოყალიბებას წინ უსწრებდეს რამოდენიმე დღით ან კვირით.
ყველაზე ხშირად გვხვდება გულმკერდისა და სამწვერა ნერვის განგლიების დაზიანება.
ქავილი
შესაძლოა აღინიშნებოდეს დაზიანებულ დერმატომაზე.
გამონაყარი
პაციენტებს უვითარდებათ ერითემატოზული მაკულოპაპულური ტიპის გამონაყარი, რომელსაც მოყვება ვეზიკულების წარმოქმნა. გამონაყარი ჩნდება დაზიანებული მგრძნობელობის ნერვის განგლიონის ინერვაციის ზონაში და არ კვეთს შუახაზს. ვეზიკულები შემდგომ გარდაიქმნებიან პუსტულებად, რომელთა მთლიანობაც ირღვევა და იფარება ფუფხით/ქერქებით.
რქოვანას წყლული
სამწვერა ნერვის დაზიანების შემთხვევაში გამონაყარმა შესაძლოა გამოიწვიოს რქოვანას დაწყლულება. პაციენტებს დაზიანებული თვალის არეში უვითარდებათ ტკივილი და მხედველობის დაქვეითება.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
ცხელება
შესაძლოა იყოს დაბალი. ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება ძალიან იშვიათია.
თავისტკივილი
პაციენტთა დაახლოებით 20%-ს უვლინდება სისტემური სიმპტომები.[3]
საერთო სისუსტე
პაციენტთა დაახლოებით 20%-ს უვლინდება სისტემური სიმპტომები.[3]
დაღლილობა
პაციენტთა დაახლოებით 20%-ს უვლინდება სისტემური სიმპტომები.[3]
ტკივილი გამონაყარის გარეშე
პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ზოსტერის ტიპური ტკივილი (მწვავე, ქრონიკული ან ორივე) გამონაყრის გარეშე, ამ სინდრომის ზოსტერი ჰერპესის გარეშე (zoster sine herpete) ეწოდება.[72]
რისკფაქტორები
ძლიერი
> 50 წელზე
ინციდენტობა იზრდება 50 წლის ასაკიდან.[23]
მდედრობითი სქესი.
ჰერპეს-ზოსტერის ინციდენტობა მაღალია ქალებში, მამაკაცებთან შედარებით.[9]
აივ
ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ხელმისაწვდომობამდე, ჰერპეს ზოსტერის სიხშირე 15-ჯერ მეტი იყო აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, ვიდრე არაინფიცირებულ ადამიანებში.[10][11][24] ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ შეამცირა ჰერპეს ზოსტერის სიხშირე აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებში, თუმცა რისკი მაინც 3-ჯერ მაღალია ზოგად პოპულაციასთან შედარებით.[13]
კორტიკოსტეროიდების ქრონიკული გამოყენება
კორტიკოსტეროიდების ქრონიკულად გამოყენება იწვევს იმუნოსუპრესიას, რაც თავის მხრივ ზრდის რისკს.[25]
ქიმიოთერაპია
ეს სამკურნალო საშუალებები იწვევენ იმუნოსუპრესიას და შესაბამისად ზრდიან ვირუსით დინფიცირების ალბათობას.
ავთვისებიანი მდგომარეობები
ლიმფოპროლიფერაციული ავთვისებიანი დაავადებები განსაკუთრებულად განაპირობებენ იმუნოსუპრესიას და ზრდიან ინფექციის ჩამოყალიბების რისკს.[16]
სუსტი
ეთნიკურობა: თეთრკანიანობა
ერთ-ერთი კვლევის თანახმად თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით, შავკანიან მოსახლეობას ნაკლებად უვითარდებათ ჰერპეს ზოსტერი (შანსების თანაფარდობა 0.25).[15]
გარკვეული მწვავე ან ქრონიკული მდგომარეობები
რიგი მდგომარეობები დაკავშირებულია HZ-ის გაზრდილ რისკთან, მათ შორის COVID-19, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ტიპი 1 დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფიზიკური ტრავმა და ფსიქოლოგიური სტრესი.[26][27][28][29] წინმსწერბი ანტიბიოტიკოთერაპია აგრთვე დაკავშირებულია შემდგომში ჰერპეს ზოსტერის ინფექციის გაზრდილ რისკთან.[30] სხვა კავშირების გამოსავლენად საჭიროა დამატებითი კვლევები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას