კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
როგორც წესი, არ საჭიროებს ტესტებს ან კულტურას.
შედეგი
ტიპური გამოლინება მოიცავს დერმატომულ ტკივილს, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარის ჩამოყალიბება დაზიანების ადგილას
გასათვალისწინებელი კვლევები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
ავლენს დნმ-ის არსებობას სითხეებსა და ქსოვილებში. ხასიათდება ყველაზე მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით გამოკვლევის მეთოდებს შორის.[75]
დაზიანებებიდან ნიმუშების აღება საჭირო ხდება მარტივ ჰერპესთან დიფერენცირების დროს.
სისხლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოყენებული იქნეს, როდესაც არ არის გამონაყარი (zoster sine herpete)
დისემინირებული ზოსტერი იმუნოკომპრომრომეტირებულ პაციენტებში დიაგნოსტირდება სისხლის და დაზიანებების პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით.
შედეგი
დადებითია ვარიცელას დნმ-ზე
იმუნოჰისტოქიმია
ტესტი
ცანკის მოდიფიცირებული ტექნიკის გამოყენებით, უჯრედები იფხიკება დაზიანების ფუძიდან სკალპელით ან დიდი ზომის ნემსით, შემდეგ იდება მინის ფირფიტაზე და იღებება ფლუორესცეინთან კონიუგირებული მონოკლონური ანტისხეულებით, რათა ვირუსული გლიკოპროტეინის არსებობა დამტკიცდეს. გამოკვლევის ეს მეთოდი ვირუსის კულტურაზე მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება[76][77]
შედეგი
დადებითია ვარიცელას ვირუსის შეღებვაზე
ვეზიკულური სითხის კულტურა
ტესტი
ვირუსის აღდგენა დამოკიდებულია დაზიანებების სტადიაზე და ნიმუშის ხარისხზე. ვირუსის არამდგრადი ბუნების გამო ეს მეთოდი იმუნოფლუორესცენციის მეთოდთან შედარებით უფრო დაბალი მგრძნობელობით ხასიათდება.[1]
შედეგი
დადებითია ვარიცელას ვირუსზე კულტურის დროს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას