მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

მწვავე რეციდივი, გავლენა აქვს ფუნქციაზე

Back
1-ლი რიგის – 

მეთილპრედნიზოლონი

გაფანტული სკლეროზის მწვავე რეციდივის დროს, როდესაც ფუნქციური მოშლა გვაქვს(მაგ. სიარული, მხედველობა), შეიძლება სარგებლიანი იყოს მეთილპრედნიზოლონის მაღალ დოზებში გამოყენება.[53] სტანდარტული მეთოდია ინტრავენური გზა, თუმცა თუ ეს შესაძლებელი არ არის, განიხილება მაღალი დოზით პერორული მკურნალობა, რაც არ ჩამოუვარდება ინტრავენურ გზას.[54] არსებობს პერორული მკურნალობის სხვადასხვა რეჟიმი და შერჩევისას საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

საჭიროა პაციენტების სკრინინგი ინფექციაზე, ხოლო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში - შრატში გლუკოზას მონიტორინგი.

მაღალი დოზით მკურნალობა ძირითადად 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა მძიმე რეციდივის დროს შესაძლოა გაგრძელდეს 5 დღეც.

ოპტიკური ნეირომიელიტის სპექტრის დაავადებების დროს, რეციდივის პრევენციის მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს იმ დროის გახანგრძლივება, რა დროის მონაკვეთშიც ვამცირებთ პერორული დოზას, განსაკუთრებით იმ პაციენტების შემთვევაში, რომლებიც არიან სეროდადებითი მიელინის ოლიგოდენდროციტის გლიკოპროტეინის აუტოანტისხეულებზე.

პირველადი პარამეტრები

მეთილპრედნიზოლონი: 1000 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ, 3 დღე; არსებობს პერორული მკურნალობის სხვადასხვა რეჟიმები - კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან დოზირების თაობაზე

Back
განიხილე – 

პლაზმური გაცვლა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე მწვავე რეციდივის ან სწრაფად პროგრესირებადი ქმედუუნარობის მქონე პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს პლაზმის შეცვლა ან პლაზმის შეცვლა პლიუს ინტრავენური კორტიკოსტეროიდები.[55]

მიმდინარე

მორეციდივე გაფანტული სკლეროზი

Back
1-ლი რიგის – 

იმუნომოდულატორები

დაავადების მამოდიფიცრებელი თერაპია გასათვალისწინებელია მორეციდივე-რემისიული გაფანტული სკლეროზით დაავადებული ყველა პაციენტისთვის.[15][57] თუმცა, ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ან შეიძლება პაციენტი ისეთ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდეს, რომელშიც დაავადების მოდიფიკაციის მკურნალობის სარგებელი ნაკლებად გამოხატულია.

როგორც წესი, პირველი რიგის პრეპარატებად განიხილება ინტერფერონ ბეტა პრეპარატები, გლატირამერი, დიმეთილ ფუმარატი, დიროქსიმელ ფუმარატი და ტერიფლუნომიდი.[58][59][60][61][62] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] [მტკიცებულების დონე B] ზოგიერთ ქვეყანაში ფინგოლიმოდი და სიპონიმოდი პირველი რიგის აგენტადაც გამოიყენება. თუმცა, ფინგოლიმოდი, სიპონიმოდი, ნატალიზუმაბი, ოკრელიზუმაბი, კლადრიბინი და ალემტუზუმაბი უფრო ხშირად დამარაგებულია უფრო აგრესიული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ან მათთვის, ვისაც სხვა აგენტების მიმართ აუტანლობა აქვთ.[58][59][63][64][65][66][67]

დიმეთილ ფუმარატის ფონზე ფიქსირდება ღვიძლის დაზიანების კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევები.[85] გამოვლილნდებოდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში. ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა შემოწმდეს ბაზისურად და შემდეგ - 6-12 თვის ინტერვალებით. დიმეთილ ფუმარატით მკურნალობისას აღწერილია პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები; პერსისტენტული ლიმფოპენია, როგორც ჩანს, არის რისკფაქტორი.[84] მკურნალობის პეროიდში ლიმფოციტების რაოდენობის მონიტორინგი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ.

დიროქსიმელ ფუმარატი მსგავსია დიმეთილ ფუმარატისა (ორივე წამალს აქვს ერთი და იგივე აქტიური მეტაბოლიტი, მონომეთილ ფუმარატი). მას აქვს მსგავსი ეფექტურობა, თუმცა იწვევს უფრო ნაკლებ გასტროინტესტინურ არასასურველ მოვლენებს.[86][87] დიროქსიმელ ფუმარატით მკურნალობისას გასათვალისწინებელია ღვიძლის დაზიანების კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევების რისკი; ამიტომ, მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების მონიტორინგი.

ტერიფლუნომიდი არის პოტენციური ტერატოგენი; მკურანლობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ხოლო მკურნალობისას აუცილებელია კონტრაცეფცია. ჩასახვის მცდელობამდე უნდა ჩატარდეს წამლის ელიმინაციის პროცედურა.

ფინგოლიმოდმა შეიძლება გამოიწვიოს პერსისტირებადი ბრადიკარდია, რაც ზრდის გულის მძიმე არითმიების რისკს. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს თანახმად, ფინგოლიმოდი უკუნაჩვენებია გულის თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში.[91] აღწერილია გაფანტული სკლეროზის და მძიმე ფინგოლიმოდის შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი უნარშეზღუდულობა, თუმცა ეს იშვიათია.[93] ფინგოლიმოდის მიმღებ პაციენტებში, ასევე ფიქსირდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევები. ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს რეკომენდაციით, ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი, ფინგოლიმოდი არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულ ქალებში ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტური კონტრაცეპციას. თუ ფინგოლიმოდის გამოყენების დროს ორსულობა დადგება, უნდა მიმდინარეობდეს მკაცრი მონიტორინგით და მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.[119]

სიპონიმოდი ასოცირებულია გვერდითი ეფექტების უფრო დაბალ რისკთან, ვიდრე ფინგოლიმოდი.

ნატალიზუმაბი დაკავშირებულია პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის მომატებულ რისკთან. ჯონ კანინგემის ვირუსის ტესტირება უნდა ჩატარდეს რისკის სტრატიფიკაციისთვის, ხოლო ნატალიზუმაბის გამოყენება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.[98][99][166] გამოქვეყნდა ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები ნატალიზუმაბთან ასოცირებული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის რისკის სტრატიფიკაციასა და მიმდინარე მონიტორინგთან დაკავშირებით.[100]

ოგაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების დროს კრელიზუმაბის გამოყენება , დამტკიცებულია ევროპის სამედიცინო საშუალებების სააგენტოსა და აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ.[102][103] ოკრელიზუმაბმა შეიძლება გამოიწვიოს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე. იზრდება ინფექციის რისკიც. ასევე შესაძლებელია იმატებდეს ავთვისებიანი დაავადების, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს რისკი.

რიტუქსიმაბი, გაფანტული სკლეროზის მართვის მიზნით, ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება ავტორიზაციის გარეშე.[106] არსებობს მტკიცებულებები, რომ რიტუქსიმაბს გააჩნია ეფექტურობა და არის უსაფრთხო მორეციდივე-რემისიული გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში.[107][108]

პერორული კლადრიბინი დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების, მათ შორის მორეციდივე-რემისიული გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის. ლიცენზირებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ზრდასრულებში აქტიური მორეციდივე ფორმის სამკურნალოდ. კლადრიბინის ფონზე შეიძლება გაიზარდოს ავთვისებიანი მდგომარეობის და ნაყოფის დაზიანების რისკი. შესაბამისად, მედიკამენტი არ ინიშნება სითმსივნით დაავადებულ პირებში ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში/მამაკაცებში, რომლებიც არ გეგმავენ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენებას.

ალემტუზუმაბის ინფუზიიდან 3 დღის ფარგლებში დაფიქსირებული იშვიათი, მნიშვნელოვანი, ზოგჯერ ფატალური გვერდითი მოვლენებია: მიოკარდიუმის იშემია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრული ჰემორაგია, ცერვიკოცეფალური არტერიის აშრევება, ფილტვის ალვეოლების ჰემორაგია და თრომბოციტოპენია.[113] იმუნურად გაშუალებული მდგომარეობები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. აღწერილია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების რისკი, მათ შორის ინფექციების, ავთვისებიანი მდგომარეობების, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, მელანომის და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების.[112] [ Cochrane Clinical Answers logo ] აღწერილია მძიმე შემთხვევები ინსულტისა და თავ-კისრის არტერიების შიდა გარსის მთლიანობის დარღვევის შესახებ (არტერიული აშრევება) ალემტუზუმაბით მკურნალობის დაწყებიდან მალევე (როგორც წესი, 1 დღეში). ამ ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ფუნქციური შეზღუდვა ან სიკვდილიც კი.[114] ჯანდაცვის პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნდა განიხილონ ალემტუზუმაბით მკურნალობის შეწყვეტა პაციენტებში, რომელთაც მსგავსი მდგომარეობების ნიშნები ექნებათ.

ალემტუზუმაბი პაციენტმა უნდა მიიღოს კლინიკაში, სადაც არის წვდომა ინტენსიურ განყოფილებაზე და სპეციალისტებზე, რომლებიც მძიმე გვერდით მოვლენებს მართავენ. თითოეული ინფუზიის დაწყებამდე და ინფუზიის მიმდინარეობისას საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი; ღვიძლის ფუნქციური ტესტები ტარდება მკურნალობამდე და შემდეგ. საჭიროა პათოლოგიური იმუნური აქტივაციის მონიტორინგი. პაციენტებმა უნდა იცოდნენ ინფუზიის გვერდითი ეფექტების ნიშნების შესახებ. ამ სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვონ სამედიცინო დახმარება.[115] უსაფრთხოების პროფილის გამო, ალემტუზუმაბი დამტკიცებულია სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მითითებული ორი ან მეტი წამლის მიმართ არასასურველი პასუხი. ევროპაში ალემტუზუმაბის გამოყენება მოწოდებულია მხოლოდ რემისიული-მორეციდივე ფორმის პაციენტებში, რომლებსაც ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, სულ მცირე მონოთერაპიის ფონზე, აქვთ მაღალაქტიური დაავადება ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სწრაფად პროგრესირებადი დაავადება(სულ მცირე ორი რეციდივი ბოლო 1 წლის განმავლობაში და თავის ტვინის რადიოლოგიურ კვლევაზე ახალი დაზიანება). ალემტუზუმაბი არ უნდა გამოიყენოთ გულის, სისხლის მიმოქცევის პათოლოგიების ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებში.[115]

არსებობს გაურკვევლობა დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტების პოტენციური ზიანის შესახებ ახალშობილებში, როდესაც წამლები გამოიყენება ნაყოფის ჩასახვამდე და ორსულობის დროს. ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, უნდა შედარდეს ახალშობილის პოტენციური ზიანის რისკი და პაციცენტის დაავადების რეციდივის რისკი.[57] ბრიტანეთის ნევროლოგთა ასოციაციის გაიდლაინებში ხაზგასმულია მითითებები სპეციფიკური მედიკამენტების და გარემოებების შესახებ.[116]

პირველადი პარამეტრები

ინტერფერონ ბეტა 1a: 30 მიკროგრამი კუნთშიდა ინექციით, კვირაში ერთხელ; ან 44 მიკროგრამი კანქვეშ კვირაში სამჯერ

მეტი

ან

ინტერფერონ ბეტა 1b: 250 მიკროგრამი კანქვეშ დღეში ერთხელ ყოველდღიურად დღეგამოშვებით

ან

პეგინტერფერონ ბეტა 1a: თავდაპირველად 63 მიკროგრამი კანქვეშ, დღეში ერთხელ პირველ დღეს, გაზარდეთ დოზა 94 მიკროგრამამდე/დღეში მე-15 დღეს, შემდგომ გამოიყენეთ 125 მიკროგრამი ყოველ ორ კვირაში ერთხელ

ან

გლატირამერი: (20 მგ/მლ ხსნარი) 20 მგ კანქვეშ დღეში ერთჯერ; (40 მგ/მლ ხსნარი):40 მგ კანქვეშ სამჯერ კვირაში

ან

ტერიფლუნომიდი: 7-14 მგ პერორულად დღეში ერთჯერ

ან

დიმეთილ ფუმარატი: 120-240 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

დიროქსიმელ ფუმარატი: 231 მგ პერორულად დღეში ორჯერ თავდაპირველად 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 462 მგ დღეში ორჯერ; შესაძლოა დროებით დოზის შემცირება საწყის დოზამდე, თუ პაციენტს აქვს ამტანობის პრობლემა შემანარჩუნებელი დოზის მიღების დროს. ამ შემთხვევაში დოზას ხელმეორედ 4 კვირის ფარგლებში ვზრდით

მეორეული ვარიანტები

ფინგოლიმოდი: 0.5 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ

ან

სიპონიმოდი: დოზასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; დოზა დამოკიდებულია CYP2C9 გენოტიპზე

ან

ნატალიზუმაბი: 300 მგ ინტრავენურად ყოველ 4 კვირაში ერთხელ

ან

ოკრელიზუმაბი: თავდაპირველად 300 მგ ინტრავენურად ერთეული დოზის სახით, შემდგომ 300 მგ 2 კვირის შემდეგ ასევე ერთეული დოზის სახით, შემდგომ 600 მგ ყოველ 6 თვეში ერთხელ

ან

რიტუქსიმაბი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მესამე ვარიანტები

კლადრიბინი: გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან პერორულ დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ალემტუზუმაბი: 12 მგ ინტრავენურად, ყოველდღიურად ზედიზედ 5 დღის განმავლობაში მკურნალობის პირველი კურსის ფარგლებში, შემდგომ 12 მგ ინტრავენურად, ყოველდღიურად ზედიზედ 3 დღის განმავლობაში 12 თვის შემდეგ

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის შეცვლა და/ან არაფარმაკოლოგიური თერაპიები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობისთვის სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური დატვირთვის პროგრამები.[130][131] [ Cochrane Clinical Answers logo ] სასურველია ადექვატური ძილის ჩვევების წახალისება.

პროგრესირებადი რეზისტენტობის ტრენინგი არის რეაბილიტაციის ფორმა, რომელიც შეიძლება ამცირებდეს დაღლილობას.[132]

ზოგიერთი პაციენტისთვის სარგებელი აქვს გონება-სხეულის თერაპიას, როგორიცაა იოგა და რელაქსაცია ან კოგნიტიური ქცევითი თერაპია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თერაპიის შესახებ მტკიცებულება მწირია, პრაქტიკულად საკმაოდ უსაფრთხოა და შეიძლება გამოვიყენოთ მედიკამენტური მართვის პარალელურად.[133][134][135]

Back
განიხილე – 

ფარმაკოთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტი კვლავ უჩივის დაღლილობას არაფარმაკოლოგიური ჩარევების შემდეგ, შესაძლებელია ამანტადინით, მოდაფინილით ან არმოდაფნილით საცდელი მკურნალობის დანიშვნა.[136][137]

პირველადი პარამეტრები

ამანტადინი: დილით 100 მგ პერორულად, ხოლო შუადღეს 100 მგ არაუგვიანეს 14:00-15:00 საათისა

ან

მოდაფინილი: დილით 100-200 მგ პერორულად, განმეორებითი დოზა შუადღისას, საჭიროებისამებრ

ან

არმოდაფინილი: 150-250 მგ პერორულად, დილით

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის ცვლილება ± გონება-სხეულის თერაპიები ± ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოფეინი და ვიტამინით გაჯერებული წყლები.

უნდა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციების არსებობა.

შესაძლოა საჭირო გახდეს უროლოგის მიერ პაციენტის სრული შეფასება და შარდის შეკავების გამორიცხვა. ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი გაფანტული სკლეროზის დროს საშარდე სისტემის დისფუნქციის ("ნეიროგენული შარდის ბუშტი") მართვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი სადავოა.[159]

შარდვის გახშირების სიმპტომებისთვის (თუ არ ვლინდება შარდის შეკავება) შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქსიბუტინინი და სხვა აგენტები, როგორებიცაა სოლიფენაცინი, დარიფენაცინი, ფესოტეროდინი და ტოლტეროდინი.

მკურნალობის დამატებითი ვარიანტებია ბოტულიზმის ტოქსინის ინექცია და წყვეტილი თვითკათეტერიზაცია.

ზოგიერთი პაციენტი სარგებლობს სხეული-გონების თერაპიებით, როგორიცაა იოგა და რელაქსაცია.[160] მიუხედავად მწირი რაოდენობის მტკიცებულებებისა, შედარებით უსაფრთხოა და შესაძლებელია, ფარმაკოთერაპიასთან ერთადაც.[133][134]

პირველადი პარამეტრები

ოქსიბუტინინი: 5 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ ან სამჯერ

ან

ტელტეროდინი: 1-2 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ; 2-4 მგ (გახანგრძლივებული გამოდევნით) დღეში ერთხელ

ან

სოლიფენაცინი: 5-10 მგ. ორალურად დღეში ერთხელ

ან

დარიფენაცინი: 7.5- 15 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოდევნით), დღეში ერთხელ

ან

ფესოტეროდინი: 4-8 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით), დღეში ერთხელ

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე – 

დაბალი დოზით ანტიკონვულსანტი ან ანტიდეპრესანტი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ამ სიმპტომების დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არ არის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები პაციენტისთვის შემაწუხებელია ან საქმიანობაში ხელის შემშლელია, შეგვიძლია ანტიკონვულსანტების და ანტიდეპრესანტების გამოყენება.

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში გვხვდება სხვადასხვა სახის ტკივილი: სამწვერა ნერვის ნევრალგია, მტკივნეული დიზესთეზიები, მტკივნეული ტონური სპაზმები და სპასტიკურობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ტკივილი და ძვალკუნთოვანი ტკივილი. ცენტრალური ან ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია ანტიკონვულსანტებით (მაგ. გაბაპენტინი, პრეგაბალინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი) და ანტიდეპრესანტებით (მაგ. დულოქსეტინი, ამიტრიპტილინი).[147]

პირველადი პარამეტრები

გაბაპენტინი: 100 მგ პერორულად დღეში ერთხელ ძილის წინ (თავდაპირველად), შემდგომ ვზრდით დოზას 100მგ-ით/დღეში 300 მგ-მდე, რომელსაც ასევე დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებთ; ან 100-300 მგ სამჯერ დღეში ყოველდღიურად

ან

პრეგაბალინი: 150 მგ/დღე პერურულად, ვიყენებთ 3 დაყოფილ დოზად თავდაპირველად, გაზარდეთ დოზა 2-3 დღის შემდეგ 300 მგ-მდე/დღეში, რომელსაც აგრეთვე 3 დაყოფილ დოზად გამოვიყენებთ

ან

კარბამაზეპინი: 200-400 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

ოქსკარბაზეპინი: 150-300 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

დულოქსეტინი: 60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

ამიტრიპტილინი: 25-100 მგ დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია ± სპასტიკურობის საწინააღმდეგო ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პირველი რიგის ჩარევა არის ფრთხილი გაწელვითი სავარჯიშოები, რომლებიც ფიზიოთერაპევტმა უნდა ჩაატაროს.

ბაკლოფენის გვერდითი ეფექტებია: დაღლილობა, მენტალური ფუნქციის დაბინდვა, კუნთის სისუსტის გამოვლენა, სისუსტის გაუარესება.

ტიზანიდინს გააჩნია უფრო ძლიერი სედაციური ეფექტი, ვიდრე ბაკლოფენს. დაუშვებელია გამოყენება ციპროფლოქსაცინთან ერთად, რომელიც აძლიერებს მის მოქმედებას.

სპასტიკურობის მკურნალობა ბოტულიზმის ტოქსინის ინექციებით უნდა ჩატარდეს სიმპტომების პოტენციური გაუმჯობესების და ფუნქციური სიმძლავრის შესაძლო დაქვეითების ბალანსის წინასწარი შეფასების საფუძველზე.[150][151][152]

გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებული სპასტიკურობის შესამსუბუქებლად, შესაძლოა ეფექტური იყოს კანაბინოიდების გამოყენება.[153][154][155][156] კანადის ოჯახის ექიმთა კოლეჯის რეკომენდაციით, გაფანტული სკლეროზის დროს რეზისტენტული სპასტიკურობის შემთხვევაში, ექიმებმა შეიძლება განიხილონ სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება. კერძოდ, უპირატესი სამედიცინო კანაბინოიდი ამ შემთხვევაში არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეი (იგივე ნაბიქსიმოლი).[157] ინგლისის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეის გამოყენებას საშუალო და მძიმე სპასტიკურობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა ფარმაკოლოგიური სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია.[158]

პირველადი პარამეტრები

ბაკლოფენი: თავდაპირველად 5 მგ პერორულად სამჯერ დღეში, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით ყოველ 3 დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 80 მგ/დღე

ან

ტიზანიდინი: 2-4 მგ პერორულად დღეში სამჯერ

ან

კლონაზეპამი: 0.5 - 1 მგ პერორულად დღეში ერთჯერ ძილის წინ

ან

გაბაპენტინი: 100-300 მგ პერორაულად დღეში ერთჯერ ძილის წინ

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

პარკუჭშიდა ბაკლოფენი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მესამე ვარიანტები

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლი: (2.7 მგ/2.5 მგ პირის ღრუს სპრეი) ლოყის ლორწოვანზე გამოყენებისთვის დოზირების შესახებ მიმართეთ სპეციალისტს

Back
პლიუს – 

ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიფრთხილე საჭიროა თითოეული გამოყენების დროს. პროპრანოლოლის გამოყენების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია და დეპრესია. პრიმიდონსა და კლონაზეპამს შესაძლოა გააჩნდეს სედაციური ეფექტი, ხოლო კლონაზეპამმა, ამასთანავე, შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.

მედიკამენტების გამოყენება ყოველთვის დაბალი დოზით იწყება, რომელსაც ვზრდით კლინიკურ პასუხზე დაფუძნებით.

პირველადი პარამეტრები

პროპრანოლოლი: თავდაპირველად 5 მგ ყოველდღიურად პერორული გზით, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით 20 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში ორჯერ

ან

პრიმიდონი: თავდაპირველად 50 მგ დღეში ერთჯერ ძილის წინ, გაზარდეთ დოზა 12.5 მგ-ით/დღეში 50 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ

ან

კლონაზეპამი: თავდაპირველად 0.25 მგ დღეში სამჯერ, დოზას ვზრდით 0.25 მგ-ით/დოზა 1 მგ-მდე და ვიყენებთ დღეში სამჯერ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია და/ან პროგრესირებადი რეზისტენტობის ტრენინგი (PRT)

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიარულისა და ბალანსის გასაუმჯობესებლად სხვადსხვა ფიზიოთერაპიული მეთოდია გამოყენებული, განსაკუთრებით თუ დარღვევა მსუბუქი-საშუალო ხარისხისაა.[138][139][140]

პროგრესირებადი რეზისტენტობის ვარჯიშმა შესაძლოა გააუმჯობესოს წონასწორობა.[132]

ვირტუალური რეალობის ტრენინგი ჩვეულებრივი ვარჯიშის ალტერნატივაა.[141]

Back
განიხილე – 

ფამპრიდინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სიარულის გამძლეობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ იყენებენ ფამპრიდინს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სიარულის სიჩქარე.[142][144] კლინიკური კვლევების და ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ჩაშვების შემდგომი ზედამხედველობის მონაცემების თანახმად, ფამპრიდინს ახასიათებს გულყრების რისკის მატება დოზის შესაბამისად.[143] დოზები უნდა გამოიყენებოდეს 12 საათის ინტერვალებით. მედიკამენტის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს კრეატინინის დონე და ანამნეზში არ უნდა აღინიშნებოდეს გულყრა.[144] ფამპრიდინით მკურნალობის დროს, მედპერსონალი უნდა დააკვირდეს პაციენტს გულყრის განვითარებაზე. ასევე საჭიროა პაციენტის ცნობიერების ამაღლება სათანადოდ.

პირველადი პარამეტრები

ფამპრიდინი: 10 მგ პერორულად, ყოველ 12 საათში ერთხელ

მეორეული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი

Back
1-ლი რიგის – 

სიპონიმოდი ან მეთილპრედნიზოლონი

ზოგიერთ ქვეყანაში სიპონიმოდი გამიოყენება აქტიური მეორეული პროგრესირებადი ფორმის სამკურნალოდ. მასშტაბური ორმაგი ბრმა, რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის თანახხმად, მეორეული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში, სიპონიმოდი ამცირებს ქმედუუნარობის პროგრესირებას პლაცებოსთან შედარებით (სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დაბალი პროცენტი ქმედუუნარობის დადასტურებული პროგრესირების მქონე პაციენტებისა 3 თვეში, სიპონიმოდის მიმღები პაციენტების ჯგუფში).[120]

მეორეული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში, ინტრავენურ მეთილპრედნიზოლონს (სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული გაფანტული სკლეროზის გამწვავებების სამკურნალოდ) პულსი-დოზის პროტოკოლის შესაბამისად რეგულარულად იყენებენ, რასაც გააჩნია გარკვეული სარგებელი. თუმცა, ოპტიმალური დოზირების შესახებ არ არსებობს კონსენსუსი. შეიძლება განვიხილოთ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ აქვთ. სარგებელი ყოველთვის უნდა შევადაროთ პოტენციურ გვერდით ეფექტებს.

პირველადი პარამეტრები

სიპონიმოდი: დოზასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; დოზა დამოკიდებულია CYP2C9 გენოტიპზე

მეორეული ვარიანტები

მეთილპრედნიზოლონი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
მე-2 რიგის – 

კლადრიბინი

ზოგიერთ ქვეყანაში პერორული კლადრიბინი გამიოყენება აქტიური მეორეული პროგრესირებადი ფორმის სამკურნალოდ. 96-კვირიანი მე-2 ფაზის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის მიხედვით, კლადრიბინი ამცირებს რეციდივის სიხშირეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოვლენილი დაზიანებების აქტივობას პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აქტიური მორეციდივე გაფანტული სკლეროზი და რომლებშიც ინტერფერონი ეფექტური არ აღმოჩნდა.[121] თუმცა, მეორეული პოგრესირებადი გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები საკვლევი პოპულაციის მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ.

კლადრიბინის ფონზე შეიძლება გაიზარდოს ავთვისებიანი მდგომარეობის და ნაყოფის დაზიანების რისკი. შესაბამისად, მედიკამენტი არ ინიშნება სითმსივნით დაავადებულ პირებში ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში/მამაკაცებში, რომლებიც არ გეგმავენ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენებას.

პირველადი პარამეტრები

კლადრიბინი: გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან პერორულ დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის ცვლილება ± ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობისთვის სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური დატვირთვის პროგრამები.[130][131] [ Cochrane Clinical Answers logo ] სასურველია ადექვატური ძილის ჩვევების წახალისება.

თუ პაციენტი კვლავ უჩივის დაღლილობას არაფარმაკოლოგიური ჩარევების შემდეგ, შესაძლებელია ამანტადინით, მოდაფინილით ან არმოდაფნილით საცდელი მკურნალობის დანიშვნა.[136][137]

პირველადი პარამეტრები

ამანტადინი: დილით 100 მგ პერორულად, ხოლო შუადღეს 100 მგ არაუგვიანეს 14:00-15:00 საათისა

ან

მოდაფინილი: დილით 100-200 მგ პერორულად, განმეორებითი დოზა შუადღისას, საჭიროებისამებრ

ან

არმოდაფინილი: 150-250 მგ პერორულად, დილით

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის ცვლილება ± ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოფეინი და ვიტამინით გაჯერებული წყლები.

უნდა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციების არსებობა.

შესაძლოა საჭირო გახდეს უროლოგის მიერ პაციენტის სრული შეფასება და შარდის შეკავების გამორიცხვა.

შარდვის გახშირების სიმპტომებისთვის (თუ არ ვლინდება შარდის შეკავება) შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქსიბუტინინი და სხვა აგენტები, როგორებიცაა სოლიფენაცინი, დარიფენაცინი, ფესოტეროდინი და ტოლტეროდინი.

მკურნალობის დამატებითი ვარიანტებია ბოტულიზმის ტოქსინის ინექცია და წყვეტილი თვითკათეტერიზაცია.

პირველადი პარამეტრები

ოქსიბუტინინი: 5 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ ან სამჯერ

ან

ტელტეროდინი: 1-2 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ; 2-4 მგ (გახანგრძლივებული გამოდევნით) დღეში ერთხელ

ან

სოლიფენაცინი: 5-10 მგ. ორალურად დღეში ერთხელ

ან

დარიფენაცინი: 7.5- 15 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოდევნით), დღეში ერთხელ

ან

ფესოტეროდინი: 4-8 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით), დღეში ერთხელ

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე – 

დაბალი დოზით ანტიკონვულსანტი ან ანტიდეპრესანტი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ამ სიმპტომების დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არ არის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები პაციენტისთვის შემაწუხებელია ან საქმიანობაში ხელის შემშლელია, შეგვიძლია ანტიკონვულსანტების და ანტიდეპრესანტების გამოყენება.

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში გვხვდება სხვადასხვა სახის ტკივილი: სამწვერა ნერვის ნევრალგია, მტკივნეული დიზესთეზიები, მტკივნეული ტონური სპაზმები და სპასტიკურობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ტკივილი და ძვალკუნთოვანი ტკივილი. ცენტრალური ან ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია ანტიკონვულსანტებით (მაგ. გაბაპენტინი, პრეგაბალინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი) და ანტიდეპრესანტებით (მაგ. დულოქსეტინი, ამიტრიპტილინი).[147]

პირველადი პარამეტრები

გაბაპენტინი: 100 მგ პერორულად დღეში ერთხელ ძილის წინ (თავდაპირველად), შემდგომ ვზრდით დოზას 100მგ-ით/დღეში 300 მგ-მდე, რომელსაც ასევე დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებთ; ან 100-300 მგ სამჯერ დღეში ყოველდღიურად

ან

პრეგაბალინი: 150 მგ/დღე პერურულად, ვიყენებთ 3 დაყოფილ დოზად თავდაპირველად, გაზარდეთ დოზა 2-3 დღის შემდეგ 300 მგ-მდე/დღეში, რომელსაც აგრეთვე 3 დაყოფილ დოზად გამოვიყენებთ

ან

კარბამაზეპინი: 200-400 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

ოქსკარბაზეპინი: 150-300 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

დულოქსეტინი: 60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

ამიტრიპტილინი: 25-100 მგ დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია ± სპასტიკურობის საწინააღმდეგო ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პირველი რიგის ჩარევა არის ფრთხილი გაწელვითი სავარჯიშოები, რომლებიც ფიზიოთერაპევტმა უნდა ჩაატაროს.

ბაკლოფენის გვერდითი ეფექტებია: დაღლილობა, მენტალური ფუნქციის დაბინდვა, კუნთის სისუსტის გამოვლენა, სისუსტის გაუარესება.

ტიზანიდინს გააჩნია უფრო ძლიერი სედაციური ეფექტი, ვიდრე ბაკლოფენს. დაუშვებელია გამოყენება ციპროფლოქსაცინთან ერთად, რომელიც აძლიერებს მის მოქმედებას.

სპასტიკურობის მკურნალობა ბოტულიზმის ტოქსინის ინექციებით უნდა ჩატარდეს სიმპტომების პოტენციური გაუმჯობესების და ფუნქციური სიმძლავრის შესაძლო დაქვეითების ბალანსის წინასწარი შეფასების საფუძველზე.[150][151][152]

გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებული სპასტიკურობის შესამსუბუქებლად, შესაძლოა ეფექტური იყოს კანაბინოიდების გამოყენება.[153][154][155][156] კანადის ოჯახის ექიმთა კოლეჯის რეკომენდაციით, გაფანტული სკლეროზის დროს რეზისტენტული სპასტიკურობის შემთხვევაში, ექიმებმა შეიძლება განიხილონ სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება. კერძოდ, უპირატესი სამედიცინო კანაბინოიდი ამ შემთხვევაში არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეი (იგივე ნაბიქსიმოლი).[157] ინგლისის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეის გამოყენებას საშუალო და მძიმე სპასტიკურობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა ფარმაკოლოგიური სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია.[158]

პირველადი პარამეტრები

ბაკლოფენი: თავდაპირველად 5 მგ პერორულად სამჯერ დღეში, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით ყოველ 3 დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 80 მგ/დღე

ან

ტიზანიდინი: 2-4 მგ პერორულად დღეში სამჯერ

ან

კლონაზეპამი: 0.5 - 1 მგ პერორულად დღეში ერთჯერ ძილის წინ

ან

გაბაპენტინი: 100 მგ პერორულად დღეში ერთხელ ძილის წინ (თავდაპირველად), შემდგომ ვზრდით დოზას 100მგ-ით/დღეში 300 მგ-მდე, რომელსაც ასევე დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებთ; ან 100-300 მგ სამჯერ დღეში ყოველდღიურად

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

პარკუჭშიდა ბაკლოფენი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მესამე ვარიანტები

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლი: (2.7 მგ/2.5 მგ პირის ღრუს სპრეი) ლოყის ლორწოვანზე გამოყენებისთვის დოზირების შესახებ მიმართეთ სპეციალისტს

Back
პლიუს – 

ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიფრთხილე საჭიროა თითოეული გამოყენების დროს. პროპრანოლოლის გამოყენების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია და დეპრესია. პრიმიდონსა და კლონაზეპამს შესაძლოა გააჩნდეს სედაციური ეფექტი, ხოლო კლონაზეპამმა, ამასთანავე, შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.

მედიკამენტების გამოყენება ყოველთვის დაბალი დოზით იწყება, რომელსაც ვზრდით კლინიკურ პასუხზე დაფუძნებით.

პირველადი პარამეტრები

პროპრანოლოლი: თავდაპირველად 5 მგ ყოველდღიურად პერორული გზით, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით 20 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში ორჯერ

ან

პრიმიდონი: თავდაპირველად 50 მგ დღეში ერთჯერ ძილის წინ, გაზარდეთ დოზა 12.5 მგ-ით/დღეში 50 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ

ან

კლონაზეპამი: თავდაპირველად 0.25 მგ დღეში სამჯერ, დოზას ვზრდით 0.25 მგ-ით/დოზა 1 მგ-მდე და ვიყენებთ დღეში სამჯერ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია ± ფამპრიდინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიარულისა და ბალანსის გასაუმჯობესებლად სხვადსხვა ფიზიოთერაპიული მეთოდია გამოყენებული, განსაკუთრებით თუ დარღვევა მსუბუქი-საშუალო ხარისხისაა.[132][138][139][140][141]

სიარულის გამძლეობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ იყენებენ ფამპრიდინს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სიარულის სიჩქარე.[142][144]

კლინიკური კვლევების და ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ჩაშვების შემდგომი ზედამხედველობის მონაცემების თანახმად, ფამპრიდინს ახასიათებს გულყრების რისკის მატება დოზის შესაბამისად.[143] დოზები უნდა გამოიყენებოდეს 12 საათის ინტერვალებით. მედიკამენტის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს კრეატინინის დონე და ანამნეზში არ უნდა აღინიშნებოდეს გულყრა.[144] ფამპრიდინით მკურნალობის დროს, მედპერსონალი უნდა დააკვირდეს პაციენტს გულყრის განვითარებაზე. ასევე საჭიროა პაციენტის ცნობიერების ამაღლება სათანადოდ.

პირველადი პარამეტრები

ფამპრიდინი: 10 მგ პერორულად, ყოველ 12 საათში ერთხელ

პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი

Back
1-ლი რიგის – 

ფარმაკოთერაპიის განხილვა

ოკრელიზუმაბი, რომელიც დამტკიცებულია სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ, პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, დაკავშირებულია დაავადების კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოვლენილი დაზიანებების აქტივობის პროგრესირების შენელებასთან, პლაცებოსთან შედარებით. ეს მონაცემები წარმოდგენილია პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში.[103] თუმცა, ოკრელიზუმაბი არ შესწავლილა 55 წელს გადაცილებულ ან მძიმე ქმედუუნარო პაციენტებში (გავრცობილი შეზღუდვის სტატუსის ქულა >6.5). შესაბამისად, ევროპაში დამტკიცებულია მხოლოდ ადრეული სტადიის გაფანტული სკლეროზის დროს.[128]

მორეციდივე ფორმის დროს გამოყენებულია სხვა მედიკამენტებიც, მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი და აზათიოპრინი, თუმცა არ არსებობს კონსენსუსი პირველადი პროგრესირებადი ფორმის დროს სარგებლიანობის შესახებ. ჩამოთვლილი მედიკამენტი შეიძლება გამოიყენოთ იმ ქვეყნებში, როლებშიც ოკრელიზუმაბი ხელმისაწვდომი არ არის.

პირველადი პარამეტრები

ოკრელიზუმაბი: თავდაპირველად 300 მგ ინტრავენურად ერთეული დოზის სახით, შემდგომ 300 მგ 2 კვირის შემდეგ ასევე ერთეული დოზის სახით, შემდგომ 600 მგ ყოველ 6 თვეში ერთხელ

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის ცვლილება ± ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობისთვის სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური დატვირთვის პროგრამები.[130][131] [ Cochrane Clinical Answers logo ] სასურველია ადექვატური ძილის ჩვევების წახალისება.

თუ პაციენტი კვლავ უჩივის დაღლილობას არაფარმაკოლოგიური ჩარევების შემდეგ, შესაძლებელია ამანტადინით, მოდაფინილით ან არმოდაფნილით საცდელი მკურნალობის დანიშვნა.[136][137]

პირველადი პარამეტრები

ამანტადინი: დილით 100 მგ პერორულად, ხოლო შუადღეს 100 მგ არაუგვიანეს 14:00-15:00 საათისა

ან

მოდაფინილი: დილით 100-200 მგ პერორულად, განმეორებითი დოზა შუადღისას, საჭიროებისამებრ

ან

არმოდაფინილი: 150-250 მგ პერორულად, დილით

Back
პლიუს – 

ცხოვრების სტილის ცვლილება ± ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოფეინი და ვიტამინით გაჯერებული წყლები.

უნდა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციების არსებობა.

შესაძლოა საჭირო გახდეს უროლოგის მიერ პაციენტის სრული შეფასება და შარდის შეკავების გამორიცხვა.

შარდვის გახშირების სიმპტომებისთვის (თუ არ ვლინდება შარდის შეკავება) შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქსიბუტინინი და სხვა აგენტები, როგორებიცაა სოლიფენაცინი, დარიფენაცინი, ფესოტეროდინი და ტოლტეროდინი.

მკურნალობის დამატებითი ვარიანტებია ბოტულიზმის ტოქსინის ინექცია და წყვეტილი თვითკათეტერიზაცია.

პირველადი პარამეტრები

ოქსიბუტინინი: 5 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ ან სამჯერ

ან

ტელტეროდინი: 1-2 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ; 2-4 მგ (გახანგრძლივებული გამოდევნით) დღეში ერთხელ

ან

სოლიფენაცინი: 5-10 მგ. ორალურად დღეში ერთხელ

ან

დარიფენაცინი: 7.5- 15 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოდევნით), დღეში ერთხელ

ან

ფესოტეროდინი: 4-8 მგ პერორულად (გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით), დღეში ერთხელ

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე – 

დაბალი დოზით ანტიკონვულსანტი ან ანტიდეპრესანტი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ამ სიმპტომების დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არ არის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები პაციენტისთვის შემაწუხებელია ან საქმიანობაში ხელის შემშლელია, შეგვიძლია ანტიკონვულსანტების და ანტიდეპრესანტების გამოყენება.

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში გვხვდება სხვადასხვა სახის ტკივილი: სამწვერა ნერვის ნევრალგია, მტკივნეული დიზესთეზიები, მტკივნეული ტონური სპაზმები და სპასტიკურობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ტკივილი და ძვალკუნთოვანი ტკივილი. ცენტრალური ან ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია ანტიკონვულსანტებით (მაგ. გაბაპენტინი, პრეგაბალინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი) და ანტიდეპრესანტებით (მაგ. დულოქსეტინი, ამიტრიპტილინი).[147]

პირველადი პარამეტრები

გაბაპენტინი: 100 მგ პერორულად დღეში ერთხელ ძილის წინ (თავდაპირველად), შემდგომ ვზრდით დოზას 100მგ-ით/დღეში 300 მგ-მდე, რომელსაც ასევე დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებთ; ან 100-300 მგ სამჯერ დღეში ყოველდღიურად

ან

პრეგაბალინი: 150 მგ/დღე პერურულად, ვიყენებთ 3 დაყოფილ დოზად თავდაპირველად, გაზარდეთ დოზა 2-3 დღის შემდეგ 300 მგ-მდე/დღეში, რომელსაც აგრეთვე 3 დაყოფილ დოზად გამოვიყენებთ

ან

კარბამაზეპინი: 200-400 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

ოქსკარბაზეპინი: 150-300 მგ პერორულად დღეში ორჯერ

ან

დულოქსეტინი: 60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

ამიტრიპტილინი: 25-100 მგ დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია ± სპასტიკურობის საწინააღმდეგო ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პირველი რიგის ჩარევა არის ფრთხილი გაწელვითი სავარჯიშოები, რომლებიც ფიზიოთერაპევტმა უნდა ჩაატაროს.

ბაკლოფენის გვერდითი ეფექტებია: დაღლილობა, მენტალური ფუნქციის დაბინდვა, კუნთის სისუსტის გამოვლენა, სისუსტის გაუარესება.

ტიზანიდინს გააჩნია უფრო ძლიერი სედაციური ეფექტი, ვიდრე ბაკლოფენს. დაუშვებელია გამოყენება ციპროფლოქსაცინთან ერთად, რომელიც აძლიერებს მის მოქმედებას.

სპასტიკურობის მკურნალობა ბოტულიზმის ტოქსინის ინექციებით უნდა ჩატარდეს სიმპტომების პოტენციური გაუმჯობესების და ფუნქციური სიმძლავრის შესაძლო დაქვეითების ბალანსის წინასწარი შეფასების საფუძველზე.[150][151][152]

გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებული სპასტიკურობის შესამსუბუქებლად, შესაძლოა ეფექტური იყოს კანაბინოიდების გამოყენება.[153][154][155][156] კანადის ოჯახის ექიმთა კოლეჯის რეკომენდაციით, გაფანტული სკლეროზის დროს რეზისტენტული სპასტიკურობის შემთხვევაში, ექიმებმა შეიძლება განიხილონ სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება. კერძოდ, უპირატესი სამედიცინო კანაბინოიდი ამ შემთხვევაში არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეი (იგივე ნაბიქსიმოლი).[157] ინგლისის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის/კანაბიდიოლის პირის ღრუს სპრეის გამოყენებას საშუალო და მძიმე სპასტიკურობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა ფარმაკოლოგიური სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია.[158]

პირველადი პარამეტრები

ბაკლოფენი: თავდაპირველად 5 მგ პერორულად სამჯერ დღეში, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით ყოველ 3 დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 80 მგ/დღე

ან

ტიზანიდინი: 2-4 მგ პერორულად დღეში სამჯერ

ან

კლონაზეპამი: 0.5 - 1 მგ პერორულად დღეში ერთჯერ ძილის წინ

ან

გაბაპენტინი: 100 მგ პერორულად დღეში ერთხელ ძილის წინ (თავდაპირველად), შემდგომ ვზრდით დოზას 100მგ-ით/დღეში 300 მგ-მდე, რომელსაც ასევე დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებთ; ან 100-300 მგ სამჯერ დღეში ყოველდღიურად

ან

A ტიპის ბოტულინის ტოქსინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

პარკუჭშიდა ბაკლოფენი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მესამე ვარიანტები

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი/კანაბიდიოლი: (2.7 მგ/2.5 მგ პირის ღრუს სპრეი) ლოყის ლორწოვანზე გამოყენებისთვის დოზირების შესახებ მიმართეთ სპეციალისტს

Back
პლიუს – 

ფარმაკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიფრთხილე საჭიროა თითოეული გამოყენების დროს. პროპრანოლოლის გამოყენების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია და დეპრესია. პრიმიდონსა და კლონაზეპამს შესაძლოა გააჩნდეთ სედაციური ეფექტი, ხოლო კლონაზეპამმა, ამასთანავე, შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.

მედიკამენტების გამოყენება ყოველთვის დაბალი დოზით იწყება, რომელსაც ვზრდით კლინიკურ პასუხზე დაფუძნებით.

პირველადი პარამეტრები

პროპრანოლოლი: თავდაპირველად 5 მგ ყოველდღიურად პერორული გზით, გაზარდეთ დოზა 5 მგ-ით 20 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში ორჯერ

ან

პრიმიდონი: თავდაპირველად 50 მგ დღეში ერთჯერ ძილის წინ, გაზარდეთ დოზა 12.5 მგ-ით/დღეში 50 მგ-მდე და გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ

ან

კლონაზეპამი: თავდაპირველად 0.25 მგ დღეში სამჯერ, დოზას ვზრდით 0.25 მგ-ით/დოზა 1 მგ-მდე და ვიყენებთ დღეში სამჯერ

Back
პლიუს – 

ფიზიოთერაპია ± ფამპრიდინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიარულისა და ბალანსის გასაუმჯობესებლად სხვადსხვა ფიზიოთერაპიული მეთოდია გამოყენებული, განსაკუთრებით თუ დარღვევა მსუბუქი-საშუალო ხარისხისაა.[132][138][139][140][141]

სიარულის გამძლეობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ იყენებენ ფამპრიდინს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სიარულის სიჩქარე.[142][144]

კლინიკური კვლევების და ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ჩაშვების შემდგომი ზედამხედველობის მონაცემების თანახმად, ფამპრიდინს ახასიათებს გულყრების რისკის მატება დოზის შესაბამისად.[143] დოზები უნდა გამოიყენებოდეს 12 საათის ინტერვალებით. მედიკამენტის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს კრეატინინის დონე და ანამნეზში არ უნდა აღინიშნებოდეს გულყრა.[144] ფამპრიდინით მკურნალობის დროს, მედპერსონალი უნდა დააკვირდეს პაციენტს გულყრის განვითარებაზე. ასევე საჭიროა პაციენტის ცნობიერების ამაღლება სათანადოდ. მედიკამენტის დაწყებამდე პაციენტს უნდა ჰქონდეს კრეატინინი ნორმის ფარგლებში და ანამნეზში არ უნდა აღინიშნებოდეს გულყრა.

პირველადი პარამეტრები

ფამპრიდინი: 10 მგ პერორულად, ყოველ 12 საათში ერთხელ

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას