დიფერენციული დიაგნოზები
მიელოპათია კისრის სპონდილოზის გამო
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტის სიმპტომები და ნიშნები ვლინდება კისრის ქვემოთ (თუმცა, შესაძლებელია თავბრუსხვევა და თავის ტკივილი).
კვლევები
კისრის წილის MRI გამოავლენს ზურგის ტვინის კომპრესიას.
ფიბრომიალგია
ნიშნები / სიმპტომები
ხშირია ზოგადი სისუსტე და არასპეციფიკური დაღლილობა.
ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემები ნორმაშია, გარდა შესაძლო ფუნქციური გადაფარვისა.
კვლევები
თავის ტვინის MRI-ზე შეიძლება გამოვლინდეს თეთრი ნივთიერების არასპეციფიკური ცვლილებები, თუმცა არ გამოვლინდება გაფანტული სკლეროზის დამახასიათებელი ნიშნები.
სხეულის მდგომარეობით გამოწვეული ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი, კისრისმიერი შაკიკით ან მის გარეშე
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში გვხვდება თავის ტკივილები და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით თავის პოზიციის ცვლილებისას ან დგომისას. გასინჯვით მონაცემები ნორმაშია.
კვლევები
კისრის წილის MRI-ზე შეიძლება გამოვლინდეს კისრის სპონდილოზი.
მოძრავი მაგიდის ტესტი შეიძლება პათოლოგიური იყოს.
ძილის დარღვევა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტი აღწერს, რომ ძილით ვერ ისვენებს, აქვს ხვრინვა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და აპნოე. შეიძლება გამოხატული იყოს მეხსიერების ცვლილებები და განწყობის ცვლილება. ნევროლოგიური გასინჯვით - ნორმა
კვლევები
დარღვეული ძილის შესწავლა.
შოგრენის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მშრალი თვალებისა და მშრალი პირის სიმპტომები, ასევე სახსრების გაშეშება და ტკივილი. როგორც წესი, ნევროლოგიური გასინჯვით - ნორმა.
კვლევები
მომატებული აუტოანტისხეულები (ანტი-Ro/SSA და ანტი-La/SSB).
თავისა და ზურგის ტვინის MRI ნორმაშია.
B12 ვიტამინის დეფიციტი
ნიშნები / სიმპტომები
დაბუჟება, დაღლილობა, შესაძლებელია მეხსიერების დაქვეითება. მგრძნობელობის დაკარგვა უკანა სვეტის გამო (ვიბრაცია და პროპრიოცეფცია), რეფლექსების გაძლიერება გასინჯვისას.
კვლევები
დაბალია B12 ვიტამინის დონე, მაღალია მეთილმალონის მჟავა.
MRI-ზე არ ვლინდება გაფანტული სკლეროზის ნიშნები.
იშემიური ინსულტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზი მიუთითებს სიმპტომების სწრაფ გამოვლენაზე. ნიშნები და სიმპტომები აიხსნება ერთი ნევროლოგიური დაზიანებით, და არა მრავლობითი დაზიანებებით.
კვლევები
თავის CT ავლენს იშემიურ ცვლილებებს.
დიფუზურად შეწონილი MRI პათოლოგიური იქნება მწვავე პერიოდში.
პერიფერიული ნეიროპათია
ნიშნები / სიმპტომები
თუ დიდი ზომის ნერვის ბოჭკოა დაზიანებული - მგრძნობელობისა და რეფლექსების დაკარგვა ტერფებსა და მტევნებში, თუ მცირე ზომის ბოჭკოა დაზიანებული - ძლიერი ტკივილი.
კვლევები
თუ დიდი ზომის ნერვის ბოჭკოა დაზიანებული - პათოლოგიური ელექტრომიოგრამა, თუ მცირე ზომის ბოჭკოა დაზიანებული - პათოლოგიური კანის ბიოფსია რამდენიმე ბოჭკოზე.
სისხლის ანალიზი კონკრეტულ მიზეზებზე (მაგ. ჰემოგლობინი A1c [HbA1c] ან ფარისებრის მასტიმულირებელი ჰორმონი) ავლენს პათოლოგიას.
ლიმფომა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს თანდათან ეწყება მკაფიოდ გამოხატული უნარშეზღუდულობა.
კვლევები
MRI-ზე ვლინდება მუდმივი დაზიანებები დროთა განმავლობაში, რომლებიც შეიძლება დამძიმდეს მკურნალობის მიუხედავად.
თავზურგტვინის სითხის ციტოლოგიით ვლინდება ნეოპლაზიური უჯრედები.
მემკვიდრული დაავადებები, როგორიცაა მიტოქონდრიული დაავადებები და ლეიკოდისტროფიები
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს თანდათან ეწყება მეხსიერების ან კოგნიტური პრობლემები, ზოგჯერ ნეიროპათიის ფონზე.
კვლევები
MRI სურათი საკმაოდ დამახასიათებელია და მოიცავს გამოხატულ, სიმეტრიულ ცვლილებებს თეთრ ნივთიერებაში. ნორმაშია ზურგის ტვინის MRI.
არსებობს კონკრეტული დაავადებების სისხლის ტესტები.
სარკოიდოზი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ფილტვის სარკოიდოზი და სუნთქვის უკმარისობა.
კვლევები
შრატში ACE-ს დონის მომატება.
პათოლოგიური გულმკერდის ტენრგენოგრამა და გალიუმის სკანირება.
თავის ტვინის MRI-ზე ვლინდება თეთრი ნივთიერების არასპეციფიკური ცვლილებები; თავის ან ზურგის ტვინის MRI-ზე შეიძლება გამოვლინდეს მენინგეალური გარსების გაძლიერება.
გიენ-ბარეს სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
რეფლექსების დაკარგვა, მეტწილად მოტორული სიმპტომებით. უფრო ხშირია საშიში სასუნთქი გართულებები.
კვლევები
MRI კვლევით - ნორმა.
თავზურგტვინის სითხეში გვხვდება დამახასიათებელი ციტოალბუმინის დისოციაცია, არ ვლინდება გაფანტული სკლეროზის ნიშნები (ოლიგოკლონური ჩანართები და მომატებული IgG/IgG სინთეზი).
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების შერეული ნიშნები: გაძლიერებული რეფლექსები (ზედა), ატროფია და ფასციკულაციები (ქვედა).
მხედველობითი ცვლილებები არ ვლინდება.
შეიძლება გამოვლინდეს დისფაგია და ფილტვის ფუნქციის დარღვევები, თუმცა დისფაგიას (გაფანტული სკლეროზისგან განსხვავებით), თან ახლავს ენის ფასციკულაციები და დისფონიაც.
კვლევები
ელექტრომიოგრამა დიაგნოსტიკურად ღირებულია ამიოტროფული ლატერალური სკლეროზისთვის. გაფანტული სკლეროზის დროს ელექტრომიოგრამა ნორმის ფარგლებშია, თუ არ გვხვდება თანმხლები დაავადება, როგორიცაა დიაბეტი ან B12 ვიტამინის დეფიციტი.
კომპრესიული დაზიანება შეიძლება წააგავდეს გაფანტულ სკლეროზს. ზურგის ტვინის MRI რეკომენდებულია კომპრესიული სინდრომების გამოსარიცხად; თუ სახეზეა გაფანტული სკლეროზი, MRI-ზე გამოჩნდება დამახასიათებელი დაზიანებები.
კუნთის ბიოფსია გამოსადეგია კუნთის პირველადი პათოლოგიების გამოსარიცხად.
სისტემური წითელი მგლურა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და შეშუპება, კუნთის მტკივნეულობა, პეპელასებური გამონაყარი.
კვლევები
მომატებულია ანტინუკლეარული ანტისხეულები (თუმცა, მცირე მატება გაფანტული სკლეროზის დროსაც გვხვდება), დადებითია ანტი-DS DNA.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას