კრიტერიუმები
მაკდონალდის კრიტერიუმები (2017 წლის ვერსია) - გაფანტული სკლეროზის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები[4]
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დასმა დაშვეულია შემდეგ შემთხვევაში: პაციენტს აქვს ტიპური კლინიკურად იზოლირებული სინდრომი, აკმაყოფილებს კლინიკურ ან მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების (MRI) კრიტერიუმებს სივრცეში გავრცელების კუთხით, ან კლინიკური სურათი სხვა პათოლოგიის არსებობით ვერ იხსნება; თავზურგტვინის სითხეში ვლინდება დამახასიათებელი ოლიგოკლონური ჩანართები და არ ვლინდება სხვა ნიშნები, რომლებიც არაა დამახასიათებელი გაფანტული სკლეროზისათვის. ეს რეკომენდაცია დაემატა მაკდონალდის 2010 წლის კრიტერიუმებს.
სიმპტომური და უსიმპტომო MRI დაზიანებები ითვლება დროში ან სივრცეში გავრცელების დადგენის დროს. გამონაკლისს წარმოადგენს ოპტიკური ნევრიტის მქონე პაციენტში მხედველობის ნერვის დაზიანება, რომელიც არასაკმარისი მტკიცებულების გამო ვერ ჩაითვლება მაკდონალდის კრიტერიუმებში. მაკდონალდის კრიტერიუმების 2010 წლის ვერსიის მიხედვით, სიმპტომური დაზიანება ტვინის ღეროში ან ზურგის ტვინის სინდრომი არ განიხილება MRI მტკიცებულებად სივრცეში ან დროში დაავადების გავრცელების კუთხით.
MRI კვლევით გავრცელების კრიტერიუმში ითვლება როგორც კორტიკალური, ასევე იუქსტაკორტიკაური დაზიანებები. 2010 წლის ვერსიის მიხედვით, კორტიკალური დაზიანებები სივრცეში გავრცელების MRI მტკიცებულებად არ ითვლება.
პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები მაკდონალდის 2010 და 2017 წლის ვერსიებში მსგავსია, თუმცა განსხვავებებია: სიმპტომური და უსიმპტომო MRI დაზიანებების გარჩევის ამოღება და კორტიკალური დაზიანებების შეტანა.
დიაგნოზის დადგენის დროს, წინა წლის ანამნეზის გათვალისწინებით, საჭიროა დაავადების მიმდინარეობის ტიპის წინასწარი დადგენა (მორეციდივე, პირველადი პროგრესირებადი ან მეორეული პროგრესირებადი, აქტიური ან არააქტიური). ფენოტიპის პერიოდული ხელახალი შეფასება შესაძლებელია დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს რეკომენდაცია დაემატა მაკდონალდის 2010 წლის კრიტერიუმებს.
მაკდონალდის კრიტერიუმები (2010 წლის ვერსია) - გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები[44]
ორი ან მეტი შეტევა; 2 ან მეტი დაზიანების ობიექტური კლინიკური მტკიცებულება ან 1 დაზიანების ობიექტური კლინიკური მტკიცებულება, ანამნეზში წინა შეტევის მტკიცებულებასთან ერთად.
მეტი მონაცემები საჭირო არ არის.
ორი ან მეტი შეტევა; 1 დაზიანების ობიექტური კლინიკური მტკიცებულება
MRI კვლევით ვლინდება სივრცეში ვგავრცელება (DIS), ან ელოდებით შემდეგ კლინიკურ შეტევას, რომელიც სხვა ადგილას გამოვლინდება.
ერთი შეტევა, 2 ან მეტი დაზიანების ობიექტური კლინიკური მტკიცებულება
MRI კვლევით ვლინდება დროში გავრცელება (DIT), ან მეორე კლინიკური შეტევა.
ერთი შეტევა, 1 დაზიანების ობიექტური კლინიკური მტკიცებულება (მონოსიმპტომური გამოვლინება, კლინიკურად იზოლირებული სინდრომი)
ვლინდება MRI კვლევით სივრცეში გავრცელება(DIS) ან ცნს-ის სხვა უბანზე მეორე კლინიკური შეტევა და
MRI-ზე გავრცელება დროში (DIT) ან მეორე კლინიკური შეტევა.
თანდათანობითი ნევროლოგიური პროგრესირება, რომელიც მიუთითებს გაფანტულ სკლეროზზე
ავადმყოფობის მიმდინარეობა 1 წლის განმავლობაში (რეტროსპექტულად ან პროსპექტულად განსაზღვრული) და 2 ჩამოთვლილთაგან:
გავრცელება სივრცეში (DIS) - 1 ან მეტი T2 დაზიანება პერივენტრიკულურად, კორტიკალური არეების მიმდებარედ ან კარვის ქვემოთ)
გავრცელება სივრცეში (DIS) ზურგის ტვინში - 2 ან მეტი T2 დაზიანება ზურგის ტვინში
დადებითია თავზურგტვინის სითხის ანალიზი (ოლიგოკლონური ჩანართები ან მომატებული იმუნოგლობულინ G ინდექსი).
მაკდონალდის კრიტერიუმები (2017 წლის ვერსია) - MRI ნიშნები[4]
გავრცელება სივრცეში (DIS):
ერთი ან მეტი T2-ჰიპერინტენსიური დაზიანება ცნს-ის 4-დან 2 ან მეტ ადგილში: პერივენტრიკულური, კორტიკალური, კორტიკალურის მიმდებარე, კარვის ქვედა რეგიონები და ზურგის ტვინი.
გავრცელება დროში (DIT):
ერთდროულად ისეთი უსიმპტომო დაზიანებების არსებობა, რომელთაგან ნაწილი. გადოლინიუმით (Gd)-ნათდება, ნაწილი კი არა, ან
ახალი T2 და/ან გადოლინიუმით განათებული დაზიანება განმეორებით MRI-ზე, ბაზისური სკანირების თარიღს მნიშვნელობა არ აქვს.
ფუნქციური სისტემების კრიტერიუმები[45]
1. პირამიდული სისტემის ფუნქცია
0 - ნორმა
1 - პათოლოგიური ნიშნები, შეზღუდვის გარეშე
2 - მინიმალური შეზღუდვა
3 - მსუბუქი/საშუალო პარაპარეზი ან ჰემიპარეზი; მძიმე მონოპარეზი
4 - გამოხატული პარაპარეზი ან ჰემიპარეზი; საშუალო სიმძიმის კვადრიპარეზი ან მონოპარეზი
5 - პარაპლეგია, ჰემიპლეგია, ან გამოხატული პარაპარეზი
6 - კვადრიპლეგია
V - უცნობია.
2. ნათხემის ფუნქცია
0 - ნორმა
1 - პათოლოგიური ნიშნები, შეზღუდვის გარეშე
2 - მსუბუქი ატაქსია
3 - ტანის ან კიდურების საშუალო სიმძიმის ატაქსია
4 - მძიმე ატაქსია
5 - ვერ ასრულებს კოორდინირებულ მოძრაობებს
V - უცნობია.
X - სისუსტე.
3. თავის ტვინის ღეროს ფუნქცია
0 - ნორმა
1 - მხოლოდ ნიშნები
2 - საშუალო ხარისხის ნისტაგმი ან სხვა მსუბუქი ნიშანი
3 - მძიმე ნისტაგმი, გამოხატული თვალგარე სისუსტე ან საშუალო ხარისხის შეზღუდვა სხვა კრანიულ ნერვებზე
4 - გამოხატული დიზართრია ან სხვა გამოხატული შეზღუდვა
5 - მეტყველების ან ყლაპვის უნარის დაკარგვა
V - უცნობია.
4. მგრძნობელობითი ფუნქცია
0 - ნორმა
1 - მხოლოდ ვიბრაციის ან ფიგურების დაქვეითება, 1 ან 2 კიდურში
2 - შეხების ან ტკივილის ან პროპრიოცეფციის მსუბუქი დაქვეითება, და/ან ვიბრაციის საშუალო დაქვეითება 1 ან 2 კიდურში, ან ვიბრაციის დაქვეითება 3 ან 4 კიდურში
3 - შეხების ან ტკივილის ან პროპრიოცეფციის საშუალო სიმძიმის დაქვეითება, და/ან დაკარგული ვიბრაცია 1 ან 2 კიდურში; ან შეხების ან ტკივილის მსუბუქი დაქვეითება და/ან საშუალო დაქვეითება პროპრიოცეფციის ყველა ტესტზე 3 ან 4 კიდურში
4 - შეხების ან ტკივილის შეგრძნების გამოხატული დაქვეითება, ან პროპრიოცეფციის დაკარგვა, ცალკეულად ან კომბინაციაში 1 ან 2 კიდურში; ან შეხების ან ტკივილის საშუალო და/ან მძიმე პროპრიოცეფციული დაქვეითება 2 კიდურზე მეტში
5 - მგრძნობელობის დაკარგვა 1 ან 2 კიდურში; ან შეხების ან ტკივილის საშუალო დაქვეითება და/ან პროპრიოცეფციის დაკარგვა თავის ქვემოთ სხეულის უმეტეს ნაწილში
6 - მგრძნობელობა დაკარგულია თავის ქვემოთ
V - უცნობია.
5. ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ფუნქცია
0 - ნორმა
1 - მსუბუქი გართულებული შარდვა, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, ან შეკავება
2 - საშუალო გართულებული შარდვა, ნაწლავური ან შარდის ბუშტის შეკავება, ან იშვიათად შარდის შეუკავებლობა
3 - შარდის ხშირი შეუკავებლობა
4 - თითქმის მუდმივი კათეტერიზაცია
5 - შარდის ბუშტის ფუნქციის დაკარგვა
6 - ნაწლავური ფუნქციის დაკარგვა
V - უცნობია.
6. მხედველობითი ფუნქცია
0 - ნორმა
1 - სკოტომა, მხედველობის სიმახვილე >20/30 (კორეგირებული)
2 - უფრო მძიმე შემთხვევა, სკოტომა, მაქსიმალური სიმახვილე 20/30 - 20/59
3. უფრო მძიმე შემთხვევა, დიდი ზომის სკოტომა ან ველების დავიწროება, სიმახვილე 20/60 - 20/99
4. მხედველობის ველების გამოხატული დავიწროება, სიმახვილე 20/100- 20/200; მე-3 და მეტი ხარისხის უკეთესი თვალის მაქსიმალური სიმახვილე <20/60
5 - უარესი თვალის სიმახვილე <20/200; მე-4 და მეტი ხარისხის უკეთესი თვალის მაქსიმალური სიმახვილე <20/60
V - უცნობია.
7. თავის ტვინის ფუნქცია
0 - ნორმა
1 - განწყობის ცვლილება
2 - მენტალური შესაძლებლობების მსუბუქი დაქვეითება
3 - მენტალური შესაძლებლობების საშუალო დაქვეითება
4 - მენტალური შესაძლებლობების გამოხატული დაქვეითება
5 - დემენცია
V - უცნობია.
8. სხვა ფუნქცია
0 - ნორმა
1 - სხვა ნევროლოგიური ნიშანი.
შეზღუდული უნარების სტატუსის გაფართოებული შკალა (EDSS)[45]
0.0 - ნევროლოგიური გამოკვლევით - ნორმა.
1.0 - არ ვლინდება შეზღუდვა, ვლინდება 1 ფუნქციური სისტემის მინიმალური ნიშნები.
1.5 - არ ვლინდება შეზღუდვა, ვლინდება 2 ფუნქციური სისტემის მინიმალური ნიშნები (7-დან).
2.0 - მინიმალური შეზღუდვა 7 სისტემიდან 1-ში.
2.5 - მინიმალური შეზღუდვა 2 სისტემაში.
3.0 - საშუალო შეზღუდვა 1 სისტემაში ან მსუბუქი შეზღუდვა 3-4 სისტემაში, თუმცა პაციენტი სრულიად მოძრავია.
3.5 - პაციენტი სრულიად მოძრავია, მაგრამ აქვს საშუალო შეზღუდვა 1 სისტემაში და მსუბუქი შეზღუდვა 1-2 სისტემაში, ან საშუალო შეზღუდვა 2 სისტემაში, ან მსუბუქი შეზღუდვა 5 სისტემაში.
4.0 - პაციენტი სრულიად მოძრავია, დახმარების გარეშე; დღეში 12 საათს მოძრაობს, მიუხედავად შედარებით მძიმე შეზღუდვისა. დახმარების გარეშე შეუძლია 500 მეტრის გავლა.
4.5 - სრულიად მოძრავია, დახმარების გარეშე. დღის განმავლობაში მეტწილად მოძრაობს, შეუძლია იმუშაოს სრული დღე, თუმცა სხვა აქტივობებზე შეიძლება შეიზღუდოს ან მინიმალური დახმარება დაჭირდეს; შედარებით მძიმე შეზღუდვა; შეუძლია 300 მეტრის გავლა დახმარების გარეშე.
5.0 - გადაადგილდება დახმარების გარეშე დაახლოებით 200 მეტრს; შეზღუდული აქვს ყოველდღიური აქტივობები.
5.5 - გადაადგილდება 100 მეტრზე; შეზღუდულია ყოველდღიური აქტივობაში.
6.0 - ხანგამოშვებითი ან მუდმივი ცალმხრივი დახმარება (ჯოხი, ჩარჩო), საჭიროა 100 მეტრის გასავლელად, დასვენებით ან დასვენების გარეშე.
6.5 - საჭიროა მუდმივი ორმხრივი დახმარება (ჯოხი, ჩარჩო), რათა 20 მეტრი გაიაროს დასვენების გარეშე.
7.0 - 5 მეტრის შემდეგ დახმარებითაც ვერ გადაადგილდება; მეტწილად მიჯაჭვულია ეტლზე, თავად ამოძრავებს ეტლს, მარტო გადაადგილდება, აქტიურია ეტლში დღეში 12 საათის განმავლობაში.
7.5 - რამდენიმე ნაბიჯზე მეტს ვერ ადგამს, მიჯაჭვულია ეტლზე, შეიძლება დახმარება დასჭირდეს ეტლით გადაადგილებისას, თუმცა თავად ამოძრავებს ეტლს; სრული დღისათვის შეიძლება დაჭირდეს მოტორიზებული ეტლი.
8.0 - მეტწილად არის ლოგინად, სავარძელში ან ეტლში, მაგრამ შესაძლოა დღის უმეტეს ნაწილი არამწოლიარედაც გაატაროს, შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, თავისუფლად იყენებს ხელებს.
8.5 - დღის უმეტეს ნაწილს ლოგინში ატარებს, ხელებს ზოგჯერ ეფექტურად იყენებს, თავის მოვლის ზოგიერთი აქტივობა შენარჩუნებულია.
9.0 - ლოგინად ჩავარდნილი პაციენტი, შეუძლია კომუნიკაცია და საკვების მიღება.
9.5 - არ შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია ან საკვების მიღება/ყლაპვა.
10.0 - სიკვდილი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას