პროგნოზი

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში პროგნოზირება ძალიან რთულია. პაციენტთა ნაწილში დაავადებას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა აქვს და/ან პაციენტი კარგად პასუხობს მკურნალობას, თუმცა სხვა შემთხვევაში პირი შესაძლოა დიაგნოზიდან სწრაფად, რამდენიმე წელიწადში ქმედუუნარო გახდეს. გაფანტულ სკლეროზში გამოყენებული ინტერფერონ ბეტა-1b-ის წინასალიცენზიო კვლევის ხანგრძლივი საკონტროლო შესწავლის შედეგად, მიიჩნევენ, რომ გრძელვადიანი ფიზიკური და კოგნიტიური შედეგები შესაძლოა დიდწილად განსაზღვრული იყოს დაავადების მიმდინარეობის ადრეულ ეტაპებზე.[189]

არაერთი წინა ეპოქაში ჩატარებუი დემოგრაფიული კვლევა აღწერს უკეთესი პროგნოზის არაერთ ფაქტორს, მათ შორის მდედრობით სქესს, მგრძნობელობით სიმპტომებს ან დაავადების გამოვლინების დროს მხედველობის ნერვის ნევრიტს.[190] არასასურველი პროგნოზული ფაქტორებია ხშირი რეციდივი და დაავადების მოტორული ან ნათხემის სიმპტომებით გამოვლინება.[191][192]

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სასარგებლო ინსტრუმენტია პროგნოზირებისთვის; მაგ. მისი საშუალებით შესაძლებელია გაფანტული სკლეროზის განვითრების, ქმედუუნარობის და ქმედუუნარობის პროგრესირების პროგნოზირება.[3] მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე დაზიანებების მაღალი ტვირთი საწყის ეტაპზე შესაძლოა მიუთითებდეს არასასურველ პროგნოზზე, განსაკუთრებით კოგნიტური შედეგების კუთხით.[189][193]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას