გართულებები
საშარდე გზების ინფექციების მქონე პაციენტები შესაძლოა მხოლოდ ნევროლოგიური ფუნქციის გაუარესების სიმპტომით იყვნენ წარმოდგენილნი. შესაბამისად, საშარდე გზების ინფექციის დროს ზღვარი სკრინინგისთვის უფრო დაბლა უნდა დაწესდეს.
საჭიროა საშარდე გზების ინფექციების სათანადო მკურნალობა და პრევენციული ზომების მიღება: ჰიდრატაციის გაძლიერება, ყაბზობის გაკონტროლება და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია.
მულტიფაქტორული მიზეზებია: ჰიპოდინამია, მოწევა, კალციუმისა და D ვიტამინის დაბალი რაოდენობით მიღება და კორტიკოსტეროიდების გამოყენება.
გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგიაში შესაძლოა მიმდინარეობდეს გარკვეული ფონური პროცესი, რომელიც ზრდის ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობას.
საჭიროა პაციენტების სკრინინგი ოსტეოპოროზზე და გამოვლინების შემთხვევაში სათანადო მკურნალობა. თითოეულ პაციენტში უნდა განვიხილოთ კალციუმითა და D ვიტამინით პროფილაქტიკა.
მულტიფაქტორული მიზეზები, როგორებიცაა ძილის დარღვევები და სიტუაციური რეაქცია.
გაფანტული სკლეროზის დროს საკმაოდ მაღალია დეპრესიის ინციდენტობა, რაც აძლიერებს ძილის პრობლემებს და ასევე ამწვავებს დაღლილობას.
გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული დეპრესიის მკურნალობა მსგავსია დეპრესიის სხვა ფორმების მკურნალობისა, ფარმაკოთერაპიის და ფსიქოლოგიური თერაპიის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, გაფანტული სკლეროზის დროს დეპრესიის მართვა საჭიროებს დამატებით კვლევებს.[194]
ცრუ ბოლქვის აფექტის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ დექსტრომეთორფანისა და ქინიდინის ფორმულაცია. ამ ფორმულაციისგამოყენება შეგვიძლია დეპრესიის თანხმლები მკურნალობის სახით გაფანტული სკლეროზის დროს. არადამაჯერებელია მტკიცებულებები სიცოცხლის ხარისხის, ფუნქიცური და კოგნიტიური შედეგების გაუმჯობესების შესახებ.[195]
ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზით დაავადებუბლ პაციენტებში ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დეპრესიის სიმპტომებს, ხოლო ეს ეფექტი უფრო დიდია, როდესაც ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დაღლილობას.[196]
შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ფისიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტირება.
გაფანტული სკლეროზის მხედველობითი გართულებები მრავალწახნაგოვანია და წარმოადგენს დაავადების პირველად გამოვლინებას. დაავადების მოდიფიკაციის თერაპია მიმართულია რეციდივის ან ამგვარი გამოვლინებების პრევენციისკენ, როგორებიცაა მხედველობის ნერვის ნევრიტი, ბირთვშიდა ოფთალმოპლეგია, ნისტაგმი და დიპლოპია, რომელსაც იწვევს თვალის გარე (ექსტრაოკულური) მოძრაობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა.
პაციენტი უნდა შემოწმდეს გამოცდილი ოფთალმოლოგის, უკეთეს შემთხვევაში ნეირო-ოფთალმოლოგის მიერ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სიმპტომები მართლაც გაფანტულ სკლეროზს უკავშირდება და არ გვაქვს საქმე ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეულ გართულებებთან, როგორებიცაა ცისტური მაკულური ედემა (ფინგოლიმოდი), რქოვანას გართულებები (ამანტადინი) ან გლაუკომა ან კატარაქტის ჩამოყალიბება (კორტიკოსტეროიდები). გაფანტული სკლეროზის მხედველობის გართულებებისთვის არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა გარდა დაავადების პირველადი პრევენციისა, თუმცა ზოგიერთი ექიმი ნისტაგმით გამოწვეული მოძრაობის დარღვევის შესამცირებლად გაბაპენტინს იყენებს.
ხშირია გაფანტული სკლეროზის დროს. ერექციულ დისფუნქციას ახასიათებს იმ დონის ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარის დაკარგვა, რომელიც საჭიროა დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტისთვის. გაფანტული სკლეროზის დროს ერექციის დისფუნქციის განვითარების მიზეზი უცნობია. ერექციის დისფუნქციის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა სილდენაფილის ციტრატი, თუმცა გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები მწირი რაოდენობისაა.[203]
შესაძლოა ნაწილობრივი სარგებლის მიღება კოგნიტური ვარჯიშების და ფსიქოლოგიური ინტერვენციების შედეგად, განსაკუთრებით სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით; თუმცა, ამ ჩარევების შესახებ მტკიცებულებები არადამაჯერებელია.[46][48][197]
[ ]
დაბალი სიზუსტის მტკიცებულებების თანახმად, მეხსიერების რეაბილიტაცია შესაძლოა იყოს მახსოვრობის ფუნქციის გაუმჯობესების კუთხით გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში.[198][199]
ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დადებით შედეგებს მიაღწიოს ძილის გაუმჯობესების და/ან ზოგადი ფიზიკური აქტივობის დონის გაძლეირების გზით.[200][201] დეპრესიის მკურნალობა ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი კოგნიტიური შემოწმება ძვირადღირებულია და დიდი რაოდენობის რესურსებს მოითხოვს, გაფანტული სკლეროზისთვის რეკომენდებულია მოკლე კოგნიტიური შეფასება (მათ შორის სიმბოლოებისა და ციფრების ტესტი და კალიფორნიის ვერბალური დასწავლის ტესტი).[202]
დაავადების მოდიფიკაციის თერაპია მიმართულია პროგრესირების პრევენციისკენ და ხასიათდება განსხვავებული ეფექტიანობით.
პაციენტი უნდა გასინჯოს გამოცდილმა ფიზიოთერაპევტმა, რომელიც დაგვეხმარება სათანადო ხელსაწყოების შერჩევაში, როგორებიცაა კოჭ-ტერფის პროთეზი და 4-ბორბლიანი სასიარულო ხელის მუხრუჭებით. გადაადგილების შეზღუდვის სპეციფიკის მიხედვით ინდივიდუალურად ინიშნება უპირატესი ხელსაწყო.
პროგრესირებადი რეზისტენტობის ტრენინგი არის რეაბილიტაციის ფორმა, რომლის საშუალებითაც გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში აღინიშნება კუნთების სიმძლავრის გაუმჯობესება.[132] თუმცა გარკვეული არ არის, შესაძლებელია თ უარა ამ მეთოდით ფუნქციური შესაძლებლობის გაუმჯობესება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას