მონიტორინგი
გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტის მონიტორინგის სიხშირე დამოკიდებულია თავად პაციენტის მდგომარეობაზე.
პაციენტები რეციდივით უნდა შეაფასონ მათივე ექიმებმა უშუალოდ რეციდივს დროს ან შემდგომ ხანმოკლე პერიოდში, რათა განისაზღვროს მწვავე მართვის საჭიროება და შეფასდეს რეციდივის ზეგავლენა მიმდინარე თერაპიის შერჩევაზე.
შედარებით სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობას ექიმთან კონსულტაცია ესაჭიროება მხოლოდ ყოველ 6-12 თვეში ერთხელ. ისინი აგრეთვე არ საჭიროებენ სიმტპომურ ან დაავადების მოდიფიკაციის თერაპიის ცვლილებებს.
ზოგიერთი პრაქტიკოსი იყენებს 25-ფუტის გავლის ტესტს (T25FW) და 9-ხვრელიან ტესტს, როგორც ხარისხობრივ ტესტებს პაციენტების ფუნქციის შესაფასებლად ვიზიტიდან ვიზიტამდე.[204] T25FW ტესტზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტური გაუმჯობესება არის 20%.[205]
პაციენტის მიერ დაფიქსირებული გაფანტული სკლეროზის სპეციფიკური შედეგები
პაციენტის მიერ აღწერილი შედეგები (PRO) გამოიყენება გაფანტული სკლეროზის დროს. პაციენტის მიერ აღწერილი შედეგების 80-ზე მეტი სისტემის შეფასების შემდეგ შეირჩა გაფანტული სკლეროზის გავლენის შკალა (MSIS-29, რომელიც ზომავს დაავადების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას) და გაფანტული სკლეროზის დროს ცხოვრების ხარისხის შკალა ლიდსის ავტორობით (LMSQOL). თუმცა, ერთი სისტემური მიმოხილვის დასკვნის თანახმად, საჭიროა ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილი იქნება სპეციფიკურად პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზისა და მეორეული პროგრესირებადი ფორმის პაციენტებისთვის.[206]
მიმდინარე ლაბორატორიული შეფასება
გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს ზოგად მოსახლეობასთან შედარებით აღენიშნებათ დიაბეტის და B12 ვიტამინის, D ვიტამინის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის უფრო მაღალი ინციდენტობა. ამგვარად, მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზები(განსაკუთრებით დაღლილობის მქონე პაციენტებს).
ლაბორატორიული მონაცემების შემდგომი მონიტორინგის საჭიროება დამოკიდებულია გამოყენებულ დაავადება-მამოდიფიცირებელი აგენტზე.
გლატირამერის შემთხვევაში მონიტორინგი საჭირო არ არის. პაციენტებში, რომლებშიც ვიყენებთ ინტერფერონებს, ფინგოლიმოდს და ნატალიზუმაბს, საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება ყოველ 3-6 თვეში. ჯონ კანინგემის ვირუსის (JCV) ანტისხეულების ტიტრის ტესტირება ასევე უნდა ჩატარდეს საწყის ეტაპზე იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ნატალიზუმაბით. გამოქვეყნდა ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები ნატალიზუმაბთან ასოცირებული პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის რისკის სტრატიფიკაციასა და მიმდინარე მონიტორინგთან დაკავშირებით.[100]
ისეთი იმუნოსუპრესიული აგენტების გამოყენების შემდეგ, როგორებიცაა მეთოტრექსატი და აზათიოპრინი, საჭიროა ღვიძლის ფუნქციისა და სისხლის ანალიზის გახშირებული მონიტორინგი. ფინგოლიმოდით მკურნალობის დროს საჭიროა განმეორებითი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა თერაპიის დაწყებიდან 3-4 თვის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა მჭიდრო მეთვალყურეობა მდგომარეობის დამძიმების ნიშნებზე.[93]
ალემტუზუმაბის გამოყენების დროს, უკანასკნელი ინფუზიის შემდეგ აუცილებელია სისხლისა და შარდის ყოველთვიური მონიტორინგი 48 თვის განმავლობაში, რომლის ფარგლებში საჭიროა რისკის მკაცრი შეფასება და მდგომარეობის შემსუბუქების სტრატეგიაზე მუშაობა.
გამანეიტრალებელი ანტისხეულების კლინიკური და რადიოგრაფიული ზეგავლენა ინტერფერონ ბეტა-1b-ზე კვლავ უცნობია.[207]
მეთვალყურეობა მგანიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპიის დაწყებიდან ან მასზე გადასვლიდან 3-6 თვის შემდეგ; დაბალი აქტივობის დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპიის მიმღებ პაციენტებში შეიძლება ეს ინტერვალი იყოს უფრო ფართო. გამოიყენება საბაზისო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის იდენტური პროტოკოლი.[3]
წლიური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რეკომენდებულია კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში დაავადების მიმდინარე აქტივობის მინიტორინგისთვის გარდა შემთხვევისა, როდესაც შემთხვევის რადიოლოგიური გამოკვლევა უფრო ხშირადაა საჭირო.[208][3]
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება მკურნალობის ისეთი გართულებების მონიტორინგისთვისაც, როგორებიცაა პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია.[3]
ზურგის ტვინის რადიოლოგიური კვლევა მონიტორინგისთვის უნდა განიხილებოდეს პაციენტებში ზურგის ტვინის ფენოტიპის (ტვინის რამდენიმე დაზიანება), ზურგის ტვინის განმეორებითი რეციდივის ან პროგრესირებადი ინვალიდობის მქონე პაციენტებში, რაც არ შეიძლება აიხსნას ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნებით.[3] ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული დაავადების აქტივობის რუტინული მონიტორინგისთვის პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ გაფანტული სკლეროზი.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საჭიროება მონიტორინგის მიზნით ორსულობის დროს უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად; მაგ., მონიტორინგი შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დაავადების მოულოდნელი აქტივობის მქონე პაციენტისთვის. გადოლინიუმზე დაფუძნებული საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას