შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
28 წლის თეთრკანიან ქალბატონს, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეწეოდა დღეში 1 კოლოფ სიგარეტს, აღენიშნება ცალ თვალში მხედველობის დაბინდვის ქვემწვავე დასაწყისი, რასაც თან ახლავს ტკივილი თვალის გამოძრავებისას. აგრეთვე უჭირს ფერების გარჩევა, განსაკუთრებით კი წითელი ფერის. 2 კვირის წინ ინფექციური სინუსიტის გამო ჩაიტარა მკურნალობა, ასევე იხსენებს, რომ 6 წლის წინ 3 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა, ნახევარი სხეეულის უნილატერალური პარესთეზია. მას შემდეგ, პერიოდულად იმავე მხარეს აღენიშნება "წიწკვნის" შეგრძნება ძლიერი დაღლილობის, სტრესის ან სიცხის პირობებში.
შემთხვევის ანამნეზი #2
31 წლის ქალი ავტოიმუნური დაავადების მკვეთრი ოჯახური ანამნეზით. პაციენტმა 6 თვის წინ იმშობიარა. მას 2 კვირის განმავლობაში განუვითარდა აღმავალი ხასიათის დაბუჟება და სისუსტე ორივე ტერფის არეში, მსუბუქი ასიმეტრიით. მას ეტაპობრივად უქვეითდება დანიშნულების ადგილამდე ფეხით გადაადგილების უნარი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში დადგინდა საშარდე გზების ინფექცია.
სხვა გამოვლინებები
გაფანტული სკლეროზი განსხვავებული დემოგრაფიული ფონის მქონე პირებში მრავალნაირად შეიძლება გამოვლინდეს. გაფანტული სკლეროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებებია მხედველობის ნერვის ნევრიტი და განივი მიელიტი, თუმცა შეიძლება აღინიშნოს სხვა გამოვლინებები, მათ შორის: თავის ტვინის ღეროს სინდრომები, ნათხემის სინდრომები (ატაქსია) და მგრძნობელობითი სინდრომები. შეიძლება შეგხვდეს პროგრესირებადი მიმიდნარეობა, ხშირად დაავადების მოგვიანებიტ ეტაპზე, აღინიშნება დაკიდებული ტერფი ან სპასტიკური პარაპლეგია. ასიმპტომურ პაციენტებში შემთხვევით აღმოჩდნება ხოლმე ცვლილებები თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, რომელიც თანხვედრაშია გაფანტული სკლეროზის სურათთან. გაფანტული სკლეროზი შესაძლოა გამოვლინდეს დეპრესიის, კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების და ფსიქოზის სახითაც კი, შესაბამისად, გაფანტული სკლეროზის გათვალისიწნება საჭიროა აღნიშნული აშლილობების დიფერენციული დიაგნოზის დროს, განსაკუთრებით თუ ეს დაავადებები დაკავშირებულია ფიზიკურ სიმპტომებთან.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას