მიდგომა

ბაქტერიემიის მქონე ყველა პაციენტში, ეჭვი უნდა მივიტანოთი პოტენციურ ინფექციურ ენდოკარდიტზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აუსკულტაციით ისმის შუილი. კლასიკური ახალი შუილი ან არსებული შუილის გაუარესება იშვიათია. პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ ახალი რეგურგიტაციული შუილი, იმყოფებიან გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ. მოხუცებსა და იმუნოკომეტირებულ პირებშ გამოვლინება შეიძლება იყოს ატიპური, ცხელების გარეშე. მოსახლეობის დაბერებასთან ერთად ინფექციური ენდოკარდიტი უფრო ხშირია და პროგნოზიც უარესდება.[24] ასაკოვან პაციენტებში დიაგნოსტიკა ხშირად დაგვიანებულია არამკვეთრი კლინიკური გამოვლინებების გამო და აქედან გამომდინარე ეს ხელს უწყობს უფრო არაკეთილსაიმედო გამოსავალს. ხანდაზმულ ადამიანებში დიაგნოზს ხშირად სვამენ დაავადების მოგვიანებით სტადიაზე,სიმპტომების დუნედ გამოვლენის გამო .რავ უდავოდ ხელს უწყობს ცუდ გამოსავალს.[10]IE-ს იგივე რისკფაქტორები ეხება ორსულებს, როგორც არაორსულებს.[10]

საწყისი ლაბორატორიული კვლევები უნდა იყოს: საბაზისო სისხლის საერთო ანალიზი და ელექტროლიტების პანელი, სისხლის კულტურის სულ მცირე 2 ნიმუშის აღება (იდეალურად >6 საათის ინტერვალით, თუ ამის საშუალებას კლინიკური სტატუსი გვაძლევს) და შარდის ანალიზი. ანტიბიოტიკების დაწყებამდე რეკომენდებულია სისხლის კულტურის აღება.[22] თავდაპირველად ყველა პაციენტს უტარდება ეკგ, შემდეგ კი ექოკარდიოგრამა.[25][Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსთორაკაული ექოკარდიოგრაფიით ვლინდება დიდიი მოძრავ ვეგეტაციები ტრიკუსპიდური სარქვლის წინა და უკანა კარედებზეFoley JA, Augustine D, Bond R, et al. Lost without Occam's razor: Escherichia coli tricuspid valve endocarditis in a non-intravenous drug user. BMJ Case Rep. 2010 Aug 10;2010. pii: bcr0220102769 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@469a0e13[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის სურათი. თეთრი ისარი მიუთითებს პაციენტის აორტის სარქველის ვეგეტაციებზეTeoh LS, Hart HH, Soh MC, et al. Bartonella henselae aortic valve endocarditis mimicking systemic vasculitis. BMJ Case Rep. 2010 Oct 21;2010. pii: bcr0420102945 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7d521e2a

ამერიკის გულის ასოციაცია და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯი რეკომენდაციას უწევს დიუკის მოდიფიცირებული კრიტერიუმების გამოყენებას ინფექციური ენდოკარდიტისთვის.[22] [ ენდოკარდიტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - მოდიფიცირებული დიუკის კრიტერიუმები Opens in new window ]

მწვავე

პაციენტებს ხშირად უვლინდებათ პერიფერული ან ცენტრალური ემბოლიის ან დეკომპენსირებული გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფქეციური ენდოკარდიტის სასწრაფოდ შეფასება, როდესაც პაციენტს უვლინდება ცხელება და თავის ტკივილი, თავის ტვინის გარსების (მენინგეალური) ნიშნები, ინსულტის სიმპტომები, ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე დატვირთვის დროს, ორთოპნოე ან ღამის პაროქსიზმული დისპნოე; ენდოკარდიტის შეფასება ასევე აუცილებელია დაუდგენელი ცხელების მქონე ნებისმიერ პაციენტში, რომელიც არის ინფექციური ენდოკარდიტის მაღალი რისკის ქვეშ (მაგ. სარქველების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, გადატანილი ინფქეციური ენდოკარდიტი, გულის ხელოვნური სარქველი, გულის თანდაყოლილი ან მემკვიდრული მალფორმაციები, იმუნოდეფიციტი, წამლების ინექციური მოხმარება).[22] ართრალგია და ზურგის/წელის ტკივილი ასევე შეიძლება იყოს პერიფერული სეპტიკური ემბოლიის შედეგი. დაავადების სწრაფი განვითარების გამო კლასიკური იმუნოლოგიური ნიშნები (მაგ., ოსლერის კვანძები, როთის ლაქები) იშვიათია.

ქვემწვავე

ვლინდება ცხელება და შემცივნება, არასპეციფიკური სისტემური სიმპტომები (ღამის ოფლიანობა, სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, წონის კლება, მიალგია) ან გულის ფრიალი. ფიზიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები ხშირად არასპეციფიკურია, თუმცა ქვემწვავე მიმდინარეობის დროს უფრო სავარაუდოა გამოვლინდეს ისეთი კლასიკური მონაცემები, როგორებიცაა ჯეინვეის დაზიანება (ჰემორაგიული, მაკულური, უმტკივნეულო ფოლაქები უპირატესად ხელის და ფეხის გულებზე), ოსლერის კვანძები (პატარა, მტკივნეული, კვანძოვანი დაზიანებები, ჩვეულებრივ, ვლინდება ხელის და ფეხის თითების ბალიშებზე); ხაზოვანი ჰემორაგიები (ჩვეულებრივ, ვლინდება ზედა და ქვედა კიდურების ფრჩხილებზე) ან კანის ინფარქტი. შეიძლება გამოვლინდეს პეტექიები სასაზეც. ფუნდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს როთის ლაქები (ოვალური, ფერმკრთალი დაზიანებები ბადურაზე, რომლებსაც ჰემორაგია ახლავს გარშემო). ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტი ყოველთვის უნდა იყოს სადიფერენციო დიაგნოზებს შორის, როდესაც პაციენტს აქვს პროგრესირებადი ცხელება და სისტემური სიმპტომები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჯეინვეის დაზიანებებისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@12d42737[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოსლერის კვანძისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@18e4b8dc[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ინფარქტისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2bf26cde[Figure caption and citation for the preceding image starts]: როტის ლაქებისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2cbf8f16

ლაბორატორული ტესტები

საწყისი ლაბორატორიული კვლევები მოიცავს საბაზისო სისხლის საერთო ანალიზს და ელექტროლიტურ პანელს, სულ მცირე სისხლის ორი კულტურის აღებას სხვადასხვა დროს და შარდის ანალიზს. შეიძლება დამხმარე იყოს შემდეგი ანალიზები: რევმატოიდული ფაქტორი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე.

ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე აღებული უნდა იყოს სისხლის სულ მცირე 2 კულტურა სხვადასხვა დროს (იდეალურ შემთხვევაში >6 საათში, თუ ამის საშუალებას კლინიკური სტატუსი გვაძლევს), სხვადასხვა ადგილიდან.[26] ამ გზით მიღებული სისხლის კულტურის შედეგები დადებითია ინეფქციური ენდოკარდიტით დაავადებული პაციენტების 90%-ში.[22] სისხლის ასაღებად არ უნდა გამოვიყენოთ პერიფერული კათეტერი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბინძურების რისკი.

ელექტროკარდიოგრაფია

უნდა ჩატარდეს ეკგ კვლევა, ვინაიდან, ინფექციის პროგრესირებასთან ერთად შეიძლება დაზიანდეს რითმის გამტარი სისტემა.[27]

ექოკარდიოგრაფია

არჩევანი ტრანსთორაკალურ (ტთე/TTE), და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრამას (ტეე/TOE) შორის ხშირად რთულია და განხილულია სხვადასხვა გაიდლაინში.[25][26] ამერიკის გულის ასოციაციისა და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის რეკომენდაციით, სარქველის ბუნებრივი ინექციური ენდოკარდიტის საეჭვო შემთხვევის მქონე ნებისმიერი პაციენტის სკრინინგი უნდა ჩატარდეს ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით, რათა შეფასდეს ვეგეტაციის არსებობა და მისი ეფექტი სარქველის ფუნქციაზე.[22] თუ კვლევა უარყოფითია, მაგრამ ეჭვი რჩება, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია. ხელოვნური სარქველის ან მოწყობილობის შემთხვევაში, ინფექციურ ენდოკარდიტზე, ეჭვის დროს, ექოკარდიოგრაფიული კვლევებიდან უპირატესობა ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიას ენიჭება. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია ასევე ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით საეჭვოა ან შესაძლოა გართულება, ასევე ინფექციური ენდოკარდიტის დროს ქირურგიულ ჩარევამდე.

გულის კომპიუტერული ტომოგრაფია

დადგენილია, რომ ინფექციური ენდოკარდიტის დროს კომპიუტერული ტომოგრაფია სარქვლოვანი ანომალიების გამოვლენის თვალსაზრისით ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის მსგავსი ეფექტურობით ხასიათდება მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს შეიძლება გამოგვრჩეს პატარა დეფექტები (მაგ., კარედის პატარა პერფორაციები (დიამეტრი ≤2 მმ).[28]

დუკის კრიტერიუმების თანახმად, ერთფოტონიანი ემისიური კოტომპიუტერული ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია და 18F-ფთორდეზოქსიგლუკოზით პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება დაგეხმაროთ შესაძლო შემთხვევების დროს. ასევე შესაძლებელია ინფექციური ემბოლიური მოვლენების დაფიქსირება.[22][29]

თავის მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია

ინფექციური ენდოკარდიტის დროს ცერებრული გართულებების გამოსავლენად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უპირატესი გამოსახველობითი კვლევაა. მისი მეშვეობით ცერებრული ინფარქტი პაციენტთა 80%-მდე ნაწილში თანმიმდევრულად ფიქსირდება.[30] მრტ გამოავლენს ცერებრულ დაზიანებებს იმ პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომები.[31] აღსანიშნავია,რომ იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ გვაქვს ნევროლოგიური სიმპტომები, მაგრამ მრტ-ზე აღინიშნება ცერებრული დაზიანება, არსებობს დიუკის ერთი დამატებითი მცირე კრიტერიუმი. შედეგად, პირებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ დაუდგენელი იე ადრეულ ეტაპზევე დასტურდებოდა იე-ს დიაგნოზი.[32]

ინფექციური ენდოკარდიტი ინტენსიური მოვლის განყოფილებაში

ინტენსიური მოვლის განყოფილებაში ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოსტირება მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. კლინიკური სურათი ხშირად ატიპურია და შეიძლება ინიღბებოდეს სხვა პათოლოგიით. გარდა ამისა, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ნაკლებად ზუსტია ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, სკანირების პრაქტიკული სირთულეების გამო. შესაბამისად, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია უნდა განიხილებოდეს დიაგნოსტირების ადრეულ ეტაპზე.


როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.



ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას