კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
პაციენტთა უმრავლესობას აქვს ნორმოციტული, ნორმოქრომული ანემია. შემთხვევათა დაახლოებით მესამედში ვლინდება ლეიკოციტოზი, ხშირად ნეიტროფილოზით.
შედეგი
ანემია; ლეიკოციტოზი
შრატის ქიმიური პანელი გლუკოზით
ტესტი
უზრუნველყოფს საბაზისო შეფასებას.
შედეგი
ნორმაშია ან მომატებულია შარდოვანა
შარდის საერთო ანალიზი
ტესტი
იე-ს ხშირი გართულებებია სეპტიკური ემბოლიები. შარდის საერთო ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს აქტიური ნალექი, რაც გვეხმარება კლინიკურ დიაგნოსტირებაში.
შედეგი
ერითროციტური ცილინდრები; ლეიკოციტური ცილინდრები; პროტეინურია; პიურია
სისხლის კულტურები
ტესტი
აღებული უნდა იყოს სისხლის სულ მცირე 2 კულტურა სხვადასხვა დროს (იდეალურ შემთხვევაში >6 საათში, თუ ამის საშუალებას კლინიკური სტატუსი გვაძლევს), სხვადასხვა ადგილიდან. ამ გზით მიღებული სისხლის კულტურის შედეგები დადებითია ინეფქციური ენდოკარდიტით დაავადებული პაციენტების 90%-ში.[22]სისხლის ასაღებად არ უნდა გამოვიყენოთ პერიფერული კათეტერი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბინძურების რისკი.
კულტურა-ნეგატიური ენდოკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზია სისხლის ნიმუშის აღებამდე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია.[34]
შედეგი
ბაქტერიემია; ფუნგემია
ელექტროკარდიოგრაფია
ტესტი
ინფექციის პროგრესირებამ შეიძლება გამოიწვიოს რითმის გამტარი სისტემის დაზიანება.[27]
შედეგი
გახანგრძლივებული PR ინტერვალი; ST/T ტალღების არასპეციფიკური პათოლოგიები; ატრიოვენტრიკულური ბლოკადა
ექოკარდიოგრაფია
ტესტი
უნდა გაკეთდეს ინფექციური ენდოკარდიტის ყველა შესაძლო შემთხვევაში, რაც შეიძლება ადრე, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს დიაგნოზი.[25] ასევე გამოიყენება პროგნოზის შესაფასებლად, ემბოლიის რისკის გამოსათვლელად და მეთვალყურეობისთვის.[25][Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის სურათი. თეთრი ისარი მიუთითებს პაციენტის აორტის სარქველის ვეგეტაციებზეTeoh LS, Hart HH, Soh MC, et al. Bartonella henselae aortic valve endocarditis mimicking systemic vasculitis. BMJ Case Rep. 2010 Oct 21;2010. pii: bcr0420102945 [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსთორაკაული ექოკარდიოგრაფიით ვლინდება დიდიი მოძრავ ვეგეტაციები ტრიკუსპიდური სარქვლის წინა და უკანა კარედებზეFoley JA, Augustine D, Bond R, et al. Lost without Occam's razor: Escherichia coli tricuspid valve endocarditis in a non-intravenous drug user. BMJ Case Rep. 2010 Aug 10;2010. pii: bcr0220102769 [Citation ends].
არსებობს ბევრი მოსაზრება თუ რომელი კვლევა უნდა გაკეთდეს თავდაპირველად, ტრანსთორაკული (ტთე) თუ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა (ტეე). გადაწყვეტილება დამოკიდებულია კლინიკურ მიმდინარეობაზე. ეს საკითხი განიხილება სხვადასხვა გაიდლაინში.[25][26][35] ამერიკის გულის ასოციაციისა და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის რეკომენდაციით, სარქველის ბუნებრივი ინექციური ენდოკარდიტის საეჭვო შემთხვევის მქონე ნებისმიერი პაციენტის სკრინინგი უნდა ჩატარდეს ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით, რათა შეფასდეს ვეგეტაციის არსებობა და მისი ეფექტი სარქველის ფუნქციაზე.[22]
ხელოვნური სარქველის ან მოწყობილობის შემთხვევაში, ინფექციურ ენდოკარდიტზე, ეჭვის დროს, ექოკარდიოგრაფიული კვლევებიდან უპირატესობა ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიას ენიჭება. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია ასევე ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით საეჭვოა ან შესაძლოა გართულება, ასევე ინფექციური ენდოკარდიტის დროს ქირურგიულ ჩარევამდე.
შედეგი
სარქვლოვანი, მოძრავი ვეგეტაციები
გასათვალისწინებელი კვლევები
რევმატოიდული ფაქტორი
ტესტი
დადებითი რევმატული ფაქტორი იე-ს დიუკის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ერთ-ერთი მცირე კრიტერიუმია.[36]
შედეგი
შესაძლოა იყოს დადებითი
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
არასპეციფიური ტესტია, მაღალია თითქმის ყველა პაციენტში.
შედეგი
მნიშვნელოვნად გაზრდილია
კომპლემენტის დონე
ტესტი
მიკროორგანიზმზე შესაძლოა ჩატარდეს.
შედეგი
დაქვეითებული
გულის კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
დადგენილია, რომ ინფექციური ენდოკარდიტის დროს გულის კომპიუტერული ტომოგრაფია სარქვლოვანი ანომალიების გამოვლენის თვალსაზრისით, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის მსგავსი ეფექტურობით ხასიათდება, მაგრამ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით შეიძლება გამოგვრჩეს პატარა დეფექტები (მაგ., კარედის პატარა პერფორაციები [დიამეტრი ≤2 მმ]).[28]
ერთფოტონიანი გამოსხივების კომპიუტერული ტომოგრაფია/CT და 18F-ფტოროდეოქსიგლუკოზის პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია/CT შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს პაციენტებში დიუკის კრიტერიუმებით განსაზღვრული „შესაძლო IE“ და ინფექციური ემბოლიური მოვლენების დემონსტრირებისთვის.[29][22]
შედეგი
სარქვლოვანი დარღვევები და ვეგეტაციები
თავის MRI გამოკვლევა
ტესტი
ინფექციური ენდოკარდიტის დროს ცერებრული გართულებების გამოსავლენად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უპირატესი გამოსახველობითი კვლევაა. მისი მეშვეობით ცერებრული ინფარქტი პაციენტთა 80%-მდე ნაწილში თანმიმდევრულად ფიქსირდება.[30] მრტ გამოავლენს ცერებრულ დაზიანებებს იმ პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომები.[31]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ცერებრული დაზიანებები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას