მონიტორინგი
ანტიმიკრობული თერაპიის დასრულებამდე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტრანსთორაკული ექოკარდიოგრამა, რათა დადგინდეს ახალი ათვლის წერტილი (ბაზისი). დამატებით, რეკომენდებულია, ხელოვნური სარქველის ენდოკარდიტის მქონე პაციენტებსმკურნალობის დამთავრების შემდეგ ჩაუტარდეთ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია. მკურნალობის დაწყებიდან 1 და 2 კვირის შემდეგ ყველა პაციენტის სისხლის ნიმუში უნდა დაითესოს კულტივირებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ აღენიშნებათ პერსისტენტული ბაქტერიემია.[26]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას